ავტორი:

შესაძლოა უყვარდეთ, მაგრამ გღალატობდეთ - 13 მითი ღალატის შესახებ

შესაძლოა უყვარდეთ, მაგრამ გღალატობდეთ - 13 მითი ღალატის შესახებ

თქვენ კიდევ გჯერათ, რომ ღალატი, რომლის შესახებაც არავის გაუგია, ღალატი სულაც არ არის? მაშ, წაიკითხეთ!

1. კაცები უფრო ხშირად ღალატობენ, ვიდრე ქალები

ეს ასე არ არის. ქალები კაცებზე არანაკლებ რისკიანები არიან, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში. მათ მოსწონთ სიახლეები, რაღაც საინტერესო სურთ, სათავგადასავლო. თანაც კაცებისგან განსხვავებით შურისმაძიებლებიც არიან. სხვასთან რომანი ეს დაუფასებელი ცოლისა და შვილების დედის ჯილდოა, პატივისცემისა და სიყვარულის დანაკლისის ანაზღაურება, საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ სასურველი და საყვარელია.

2. ადამიანები ღალატობენ, რადგან ოჯახში თავს უბედურად გრძნობენ

ქალების შემთხვევაში კი ხდება ხოლმე ასე ძირითადად - თუკი რომანს აბამს, ესე იგი კმაყოფილი არ არის ქორწინებით, მაგრამ კაცებს ეს მიზეზი არ სჭირდებათ. მამაკაცი შესაძლოა ძალიან ბედნიერი იყოს ქორწინებაში, მაგრამ მაინც არ თქვას უარი სხვა ქალზე.

3. მამაკაცს არ შეუძლია მეგობარს ხედავდეს ქალში

საზოგადოდ მიიჩნევა, რომ კაცებს სულ აქვთ მცდელობა მეგობრობა რომანად აქციონ, რადგან ეს სექსის შანსია. არადა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ, პირიქით, ეს ქალები ცდილობენ პლატონური ურთიერთობა სექსამდე მიიყვანონ.

4. ღალატის მიზეზი სექსია

რომანების უმეტესობა სექსთანაა დაკავშირებული, რადგან სექსს ქორწინების გარეშე აკრძალული ხილის ეფექტი აქვს და გვიზიდავს. არადა სექსი სულაც არ არის ღალატის უმთავრესი მიზეზი. ყველაფერი გაცილებით მარტივია: შეიძლება სექსუალურად დაკმაყოფილებული იყო, მაგრამ რომანი მაინც გააბა, რადგან ეს შესაძლებლობაა მიიღო ის, რასაც ქორწინებაში ვერ იღებთ. წაიკითხეთ სრულად

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"