ხაშურში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი სახლში შვილმა აღმოაჩინა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.