ავტორი:

როგორ უნდა იკვებოთ მძიმე მარხვის დასრულების შემდეგ, რომ ორგანიზმი არ დაიზიანოთ - დიეტოლოგის რჩევები

როგორ უნდა იკვებოთ მძიმე მარხვის დასრულების შემდეგ, რომ ორგანიზმი არ დაიზიანოთ - დიეტოლოგის რჩევები

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს უმეტესობა სულიერად მომზადებული ხვდება და 7 კვირის მანძილზე მარხულობს და სისტემატიურად ლოცულობს.

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა მრავალფეროვანი სუფრით და კერძებით ხდება და მარხვაზე მყოფი ადამიანის ჯანმრთელობას არასამარხვო კერძებზე არაეტაპობრივად გადასვლა ვნებს.

ცნობილი ექიმი-დიეტოლოგი ნატალია გოგავა მარხვის შემდეგ კვების ახალ რეჟიმზე გადასვლის გზებს სთავაზობს ჩვენს მკითხველს:

- მარხვის დროს და, განსაკუთრებით, სააღდგომო მარხვის პერიოდში, რომელიც ყველაზე ხანგრძლივია, ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება სერიოზული ცვლილებები. 7 კვირის განმავლობაში ხდება ადამიანის გადაჩვევა ცხოველური წარმოშობის ცილოვანი საკვებისაგან. ამის შედეგად წყდება იმ ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ხორცის, კვერცხის ცილის და რძის ნაწარმის დაშლაში.

აქედან გამომდინარე, თუ მარხვის დასრულების შემდეგ ეგრევე იწყებ დიდი რაოდენობით ხორცის ან და სხვა ცილოვანი საკვების მირთმევას ორგანიზმს, უბრალოდ, საშუალება არ აქვს ამ საკვების გადასამუშავებლად. ეს კი ხელს უწყობს გასტრიტის, კუჭის წყლულის გამწვავებას, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვალის პრობლემების დაწყებას.

- როგორ უნდა გადავიდეთ მარხვის შემდეგ სრულფასოვან კვებაზე?

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, მარხვიდან გამოსვლა უნდა ხდებოდეს ეტაპობრივად. სამედიცინო თვალსაზრისით ეს გარდამავალი პერიოდი 1-2 კვირა უნდა გრძელდებოდეს. ადამიანის კვებით რაციონში ჩვეული კერძების დამატება ხდება ნელ-ნელა. საკვების მიღების წინ სასურველია 1-2 ჭიქა წყლის მიღება, რაც იცავს ადამიანს დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან.

სამარხვო კერძების მიღება გრძელდება მარხვის დამთავრების შემდეგაც. თანდათან ემატება რძე, ყველი, კვერცხი და ხორცი. ამ პერიოდში სასურველია დიდი რაოდენობით ბოსტნეულის და ხილის მირთმევა, რაც ხელს უწყობს მძიმე საკვების გადამუშავებას. ყველაზე ოპტიმალურია თუ მარხვიდან გამოსვლას დაიწყებთ თევზით, რაც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ჩვეულ კვებაზე ჯანსაღად და უვნებლად გადავიდეს.

ხორცი მცირე ულუფებით უნდა დავაბრუნოთ ჩვენს რაციონში, ისიც მოხარშულ ან მოთუშულ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს გადამუშავებული ხორცი, როგორიცაა ძეხვი, სოსისი, სარდელი და ა.შ. და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კვების ერთ ულუფაში იყოს მხოლოდ ერთი ცილოვანი პროდუქტი და არა რამდენიმე.

მაგალითად, თუ მივირთმევთ ხორცს, არ ვამატებთ ყველს ან თევზს, თუ მივირთმევთ თევზს, არ ვამატებთ ხორცს და ა.შ.

- სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია წითელი კვერცხი და ე.წ. პასკა, რა რაოდენობით არის კვერცხის მიღება ნებადართული?

- უნდა ვიცოდეთ, რომ კვერცხი წარმოადგენს საკმაოდ მძიმე საკვებს და მისი შეყვანა რაციონში მარხვის შემდეგ ხდება მცირე რაოდენობით - ერთი, მაქსიმუმ ორი ცალი დღეში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კვერცხის მირთმევის დროს არ არის რეკომენდებული სხვა ცილოვანი საკვების დამატება წაიკითხეთ ვრცლად

დღეს გიორგი შაქარაშვილის დაბადების დღეა, ის 20 წლის გახდებოდა - "გილოცავ იმიერ საქართველოში ... "

"დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი" - დაპირისპირება ზუგდიდში, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის

მახინჯაურში 75 კატა დაიხსნეს, რომლებიც 10 კვ/მეტრ ფართობში იყვნენ გამომწყვდეული