საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Top 4 ინვესტიცია მომავლის განვითარებისთვის
Top 4 ინვესტიცია მომავლის განვითარებისთვის

კრე­დო ბან­კში სჯე­რათ, რომ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ხე­ლის შე­წყო­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა. სწავ­ლი­სას, ახალ­გაზ­რდე­ბის შრო­მი­სა და მონ­დო­მე­ბის და­ფა­სე­ბა, მათ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სი­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა აგ­რო­ნო­მია, ვე­ტე­რი­ნა­რია, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა და სა­ტყეო საქ­მე. ჩა­მოთ­ვლი­ლი სფე­რო­ე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ თავ­და­დე­ბულ, ერ­თგულ და სი­ახ­ლე­ე­ბით სავ­სე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სა­კუ­თარ რე­სურსს ჩა­დე­ბენ.

სწო­რედ ამი­ტომ, კრე­დო ბან­კმა აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა და მო­ცე­მულ პროგ­რა­მებ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის გსტუ­დენ­ტებს სე­მესტრუ­ლი სტი­პენ­დია და­უ­ნიშ­ნა. მო­ცე­მუ­ლი თან­ხა ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის სერ­ვი­სით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან გა­მო­ი­ყო. ეს კი თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს იმას, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სარ­გებ­ლობს კრე­დო ბან­კის ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბით, სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­აქვს აგრო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბა­ში; ეს კი, თა­ვისმხრივ, ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სფე­როს, აგრო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წა­მო­წყე­ბის ფარ­გლებ­ში, უკვე ოთხ სტუ­დენტს და­ე­ნიშ­ნა სტი­პენ­დია. ოთხი­ვე მათ­გა­ნი თა­ვისმხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი და ყო­ველ­მხრივ მონ­დო­მე­ბუ­ლია. იმის­თვის, რომ დარ­წმუნ­დეთ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში, უკვე და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვად გა­გაც­ნო­ბენ სა­კუ­თარ თავს და მოგ­ცე­მენ სა­შუ­ა­ლე­ბას შე­ა­ფა­სო იმ საქ­მის სი­დი­ა­დე, რო­მელ­საც კრე­დო ბან­კი თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით აკე­თებს.

ბა­ჩა­ნა აბე­სა­ძე

მე ვარ ბა­ჩა­ნა აბე­სა­ძე. და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ ტყი­ბულ­ში და იქვე გა­ვი­ზარ­დე. გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი. ვარ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და “რა? სად? რო­დის?” სა­მოყ­ვა­რუ­ლო გუნ­დის კა­პი­ტა­ნი.

რა? - ჩა­ვი­რი­ცხე.

სად? - აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის პროგ­რა­მა­ზე.

რო­დის? - 2016 წელს.

ვფიქ­რობ, რომ ჩემი პრო­ფე­სია მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას სა­კუ­თა­რი საქ­მე ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად ვა­კე­თო. ყო­ვე­ლი ღვი­ნო შემ­ქმნე­ლის ემო­ცი­ას და ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ხა­ტავს. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ყვე­ლა მეღ­ვი­ნის ოც­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნის შექ­მნაა, რო­მე­ლიც ამომ­წუ­რა­ვად გად­მოს­ცემს ავ­ტო­რის მიერ აღ­ქმულ სამ­ყა­როს. ასე რომ, ჩემი ოც­ნე­ბის “სამ­სა­ხუ­რი” ღვი­ნის რე­ზერ­ვი­უ­ა­რე­ბით სავ­სე სივ­რცეა, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად შევ­ქმნი სა­კუ­თარ პრო­დუქტს.

ამ ეტაპ­ზე, მთლი­ა­ნად სწავ­ლა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ღრმა ცოდ­ნა მი­ვი­ღო და შე­ვი­ძი­ნო ყვე­ლა სა­ჭი­რო უნა­რი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­მეხ­მა­რე­ბა. ამ ეტა­პამ­დე კი, კრე­დო ბან­კის და­ნიშ­ნუ­ლი სტი­პენ­დი­ით ახა­ლი ლეპ­ტო­პი შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მი­მარ­ტი­ვებს ყო­ველ­დღი­უ­რობს.

თა­მარ გოგ­ნი­აშ­ვი­ლი

მე თა­მარ გოგ­ნი­აშ­ვი­ლი ვარ და ამ მო­მენ­ტამ­დე, ჩემ მიერ მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა იყო. სკო­ლა 2016 წელს და­ვამ­თავ­რე და ვე­ტე­რი­ნა­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ვი­რი­ცხე. ახლა უკვე მე­სა­მე კურ­სზე ვარ. წინა, შე­მოდ­გო­მის სე­მეტრში კრე­დო ბან­კის სტი­პენ­დი­ა­ტი გავ­ხდი და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც მათ შრო­მას აფა­სე­ბენ.

ხში­რად მი­ფიქ­რია, რო­გო­რია ჩემი ოც­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ახ­ლაც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ცხო­ვე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა უკვე მიქ­მნის უდი­დეს კომ­ფორ­ტს — ამ ეტაპ­ზე პრაქ­ტი­კას გავ­დი­ვარ ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ვე­ტე­რი­ნა­რი ექი­მის საქ­მით. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იმე­დი მაქვს, რომ კა­რი­ე­რულ წინსვლას სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით გა­ვაგ­რძე­ლებ.

დალი გორ­გი­აშ­ვი­ლი

სა­ლა­მი, მე დალი მქვია. მას­წავ­ლებ­ლე­ბი და კლა­სე­ლე­ბი გორ­გი­აშ­ვი­ლი­თაც მომ­მარ­თავ­დნენ ადრე. ოცი წლის სტუ­დენ­ტი ვარ, ქა­ლაქ რუს­თა­ვი­დან და აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, აგ­რო­ნო­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე.

ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწო­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დღეს მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ და ვთვლი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდს სა­უ­კე­თე­სოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ვუ­წო­დებ. მიყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი და სახ­ლში მათ­ზე ზრუნ­ვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ვი­მე­დოვ­ნებ, ჩემი ჰობი მალე გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ სა­ხეს მი­ი­ღებს - სახ­ლს ბუ­ნე­ბა შეც­ვლის, ხოლო ოთა­ხის მცე­ნა­რე­ებს - მას­შტა­ბუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბა.

სა­მო­მავ­ლოდ მინ­და, რომ სა­კუ­თა­რი ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა შევ­ქმნა და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვმარ­თო. ამ­ჟა­მად ჩემი უპირ­ვე­ლე­სი სურ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი შრო­მით შექ­მნი­ლი ნა­ყო­ფის ხილ­ვაა.

ნინო ქა­თა­მა­ძე

მომ­ღერ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად არ და­ურ­ქმე­ვი­ათ ჩემ­თვის ეს სა­ხე­ლი, თუმ­ცა ნინო ქა­თა­მა­ძე ვარ, სა­ტყეო საქ­მის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი. მიყ­ვარს ლაშ­ქრო­ბა, ბუ­ნე­ბა და მა­ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ.

დღეს სა­ტყეო საქ­მის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­დი ვარ, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ 4 წლის წინ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია იმა­ში, რომ წინა სე­მესტრში, კრე­დო ბან­კმაც სწო­რად შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი მას­ზე და და­უ­ნიშ­ნა სტი­პენ­დია. აღ­ნიშ­ნულ­მა სტი­პენ­დი­ამ სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა და­მა­ტე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა და ჩემი პრო­ფე­სი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი შე­მე­ძი­ნა. ვფიქ­რობ, ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კარ­გი მო­ტი­ვა­ტო­რია, რად­გან ეს და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლია იმის­თვის, რომ სტუ­დენ­ტე­ბი მთლი­ა­ნად სწავ­ლა­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მო­ბი­ლიზ­დნენ.

მინ­და, რომ ჩემს საქ­მე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვიყო და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სა­დაც ვშრო­მობ. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვა­პი­რებ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყო ჩემი პრო­ფე­სი­ით და პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ვა­ბა­რო სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

Top 4 ინვესტიცია მომავლის განვითარებისთვის

Top 4 ინვესტიცია მომავლის განვითარებისთვის

კრედო ბანკში სჯერათ, რომ სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. სწავლისას, ახალგაზრდების შრომისა და მონდომების დაფასება, მათთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი იშვიათი პროფესიების წახალისება, როგორებიცაა აგრონომია, ვეტერინარია, მევენახეობა-მეღვინეობა და სატყეო საქმე. ჩამოთვლილი სფეროები საჭიროებენ თავდადებულ, ერთგულ და სიახლეებით სავსე პროფესიონალებს, რომლებიც ამ დარგების განვითარებაში საკუთარ რესურსს ჩადებენ.

სწორედ ამიტომ, კრედო ბანკმა აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და მოცემულ პროგრამებში ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების გსტუდენტებს სემესტრული სტიპენდია დაუნიშნა. მოცემული თანხა ფულადი გზავნილების სერვისით მიღებული შემოსავლიდან გამოიყო. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც სარგებლობს კრედო ბანკის ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილებით, საკუთარი წვლილი შეაქვს აგრო მიმართულებების სტუდენტების მომავალ წარმატებაში; ეს კი, თავისმხრივ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს, აგრო ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ უმნიშვნელოვანესი წამოწყების ფარგლებში, უკვე ოთხ სტუდენტს დაენიშნა სტიპენდია. ოთხივე მათგანი თავისმხრივ გამორჩეული და ყოველმხრივ მონდომებულია. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ ამ მოცემულობის ჭეშმარიტებაში, უკვე დაფინანსებული სტუდენტები თავად გაგაცნობენ საკუთარ თავს და მოგცემენ საშუალებას შეაფასო იმ საქმის სიდიადე, რომელსაც კრედო ბანკი თქვენი დახმარებით აკეთებს.

ბაჩანა აბესაძე

მე ვარ ბაჩანა აბესაძე. დავიბადე ქალაქ ტყიბულში და იქვე გავიზარდე. გამორჩეულად მიყვარს კინემატოგრაფია და ინტელექტუალური თამაშები. ვარ მიზანდასახული, მოტივირებული და “რა? სად? როდის?” სამოყვარულო გუნდის კაპიტანი.

რა? - ჩავირიცხე.

სად? - აგრარულ უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე.

როდის? - 2016 წელს.

ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესია მომცემს საშუალებას საკუთარი საქმე ვირტუოზულად ვაკეთო. ყოველი ღვინო შემქმნელის ემოციას და შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. ამიტომ მგონია, რომ ყველა მეღვინის ოცნება უნიკალური ღვინის შექმნაა, რომელიც ამომწურავად გადმოსცემს ავტორის მიერ აღქმულ სამყაროს. ასე რომ, ჩემი ოცნების “სამსახური” ღვინის რეზერვიუარებით სავსე სივრცეა, სადაც თავისუფლად შევქმნი საკუთარ პროდუქტს.

ამ ეტაპზე, მთლიანად სწავლაზე ვარ ორიენტირებული. მინდა, მაქსიმალურად ღრმა ცოდნა მივიღო და შევიძინო ყველა საჭირო უნარი, რომელიც წარმატების მიღწევაში დამეხმარება. ამ ეტაპამდე კი, კრედო ბანკის დანიშნული სტიპენდიით ახალი ლეპტოპი შევიძინე, რომელიც ნამდვილად მიმარტივებს ყოველდღიურობს.

თამარ გოგნიაშვილი

მე თამარ გოგნიაშვილი ვარ და ამ მომენტამდე, ჩემ მიერ მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. სკოლა 2016 წელს დავამთავრე და ვეტერინარიის ფაკულტეტზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე. ახლა უკვე მესამე კურსზე ვარ. წინა, შემოდგომის სემეტრში კრედო ბანკის სტიპენდიატი გავხდი და ძალიან მადლიერი ვარ, რადგან სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მათ შრომას აფასებენ.

ხშირად მიფიქრია, როგორია ჩემი ოცნების სამსახური, მაგრამ ბოლომდე ახლაც ვერ წარმომიდგენია. ცხოველებთან მუშაობა უკვე მიქმნის უდიდეს კომფორტს — ამ ეტაპზე პრაქტიკას გავდივარ ვეტერინარულ კლინიკაში და აღფრთოვანებული ვარ ვეტერინარი ექიმის საქმით. სწავლის დასრულების შემდეგ იმედი მაქვს, რომ კარიერულ წინსვლას საკუთარი პროფესიით გავაგრძელებ.

დალი გორგიაშვილი

სალამი, მე დალი მქვია. მასწავლებლები და კლასელები გორგიაშვილითაც მომმართავდნენ ადრე. ოცი წლის სტუდენტი ვარ, ქალაქ რუსთავიდან და აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, აგრონომიის ფაკულტეტზე.

ამ უნივერსიტეტში მოხვედრა და აღნიშნული პროფესიის არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი და წარმატებული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. დღეს მესამე კურსის სტუდენტი ვარ და ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში სტუდენტობის პერიოდს საუკეთესოს დამსახურებულად ვუწოდებ. მიყვარს მცენარეები და სახლში მათზე ზრუნვით ვარ დაკავებული. ვიმედოვნებ, ჩემი ჰობი მალე გაცილებით სერიოზულ სახეს მიიღებს - სახლს ბუნება შეცვლის, ხოლო ოთახის მცენარეებს - მასშტაბური მეურნეობა.

სამომავლოდ მინდა, რომ საკუთარი ფერმერული მეურნეობა შევქმნა და დამოუკიდებლად ვმართო. ამჟამად ჩემი უპირველესი სურვილი საკუთარი შრომით შექმნილი ნაყოფის ხილვაა.

ნინო ქათამაძე

მომღერლის პატივსაცემად არ დაურქმევიათ ჩემთვის ეს სახელი, თუმცა ნინო ქათამაძე ვარ, სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტი. მიყვარს ლაშქრობა, ბუნება და მაინტერესებს ყველაფერი ეკოლოგიის შესახებ.

დღეს სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენდი ვარ, რომელიც დარწმუნებულია, რომ 4 წლის წინ სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ წინა სემესტრში, კრედო ბანკმაც სწორად შეაჩერა არჩევანი მასზე და დაუნიშნა სტიპენდია. აღნიშნულმა სტიპენდიამ საშუალება მომცა დამატებითი ლიტერატურა და ჩემი პროფესიისათვის საჭირო ინვენტარი შემეძინა. ვფიქრობ, ასეთი ყურადღება ჩვენთვის, სტუდენტებისთვის კარგი მოტივატორია, რადგან ეს დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ სტუდენტები მთლიანად სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე მობილიზდნენ.

მინდა, რომ ჩემს საქმეში მაქსიმალურად წარმატებული და რეალიზებული ვიყო და ამისთვის შესაბამისადაც ვშრომობ. სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებ მუშაობა დავიწყო ჩემი პროფესიით და პარალელურად ჩავაბარო სამაგისტრო პროგრამაზე.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის