ავტორი:

„დაიცავი საქართველო“ მესამე პოლიტიკური ძალა? - რას პასუხობს ეკა ბესელია შეკითხვას

„დაიცავი საქართველო“ მესამე პოლიტიკური ძალა? - რას პასუხობს ეკა ბესელია შეკითხვას

"აქ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, ვინც ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით იმ მთავარი იდეალების მიმართ, როგორიცაა სამართლიანობა, თავისუფლება, ღირსება" - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელიას თქმით, ფილარმონიაში დღევანდელი შეხვედრა ბოლო პერიოდის მოვლენებით გამოწვეულმა წუხილმა განაპირობა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ მესამე პოლიტიკური ძალა იყოს, ბესელიამ უპასუხა, რომ ის შესაძლოა იყოს პირველიც.

„ყოველთვის ვიყავი ამ მოძრაობის მიმართ სოლიდარული და აქტიური წევრი. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ერთად ვცდილობდით, რომ როგორმე შეგვეცვალა რეჟიმი.

აქ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, ვინც ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით იმ მთავარი იდეალების მიმართ, როგორიცაა სამართლიანობა, თავისუფლება, ღირსება. შეგვკრიბა წუხილმა, რომელიც უკავშირდება ბოლო პერიოდის მოვლენებს. ქვეყანაში ვითარება შესაცვლელია. წარსულის აღზევება და დაბრუნება, დღეს მისი ახალ სამართლიანობად გასაღება - ეს მიუღებელია ყველასთვის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ამ ბრძოლას.

ალბათ, მთავარი გზავნილი იქნება, რომ არასდროს უნდა დავბრუნდეთ წარსულში. არც მათი რეანიმაცია არ შეიძლება, რასაც დღეს, სამწუხაროდ, მმართველი პარტია და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები აკეთებენ.

მიუღებელია, როცა მეუბნები, რომ მერე რა მოხდა, ისინი ცუდები იყვნენ და მერე კარგები გახდნენ და მოდი, ისევ ავირჩიოთო. ამან გაყო ჩვენი გზები დღეს, მაგრამ ვერ გაყო იმ ადამიანების გზები, ვინც ამ მარადიული ღირებულებების ერთგული დარჩა. ეს ალბათ, იქნება გზა ახალი პროცესებისთვის და მე მგონია, რომ ამას ექნება საინტერესო გაგრძელება", - განაცხადა ბესელიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები