პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზარტული თამაშების რეკლამა არ აიკრძალება - პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო
აზარტული თამაშების რეკლამა არ აიკრძალება - პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო

პარ­ლა­მენ­ტმა დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ჩა­აგ­დო.

2 თვე­ზე მე­ტია, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი კენ­ჭსაყ­რელ სა­კი­თხთა დღის წეს­რიგ­შია და მას პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით დღეს უყა­რეს კენ­ჭი. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას მხო­ლოდ 42-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი და ამ შე­დე­გით ჩა­ვარ­და.

კენ­ჭისყრას წინ დე­ბა­ტე­ბი უძღო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად გან­ცხა­დე­ბა ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ა­კე­თა, რო­მელ­მაც გან­მარ­ტა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა პრო­ექ­ტის სუ­ლის­კვე­თე­ბას იზი­ა­რებს, მაგ­რამ მხარს არ უჭერს ნორ­მას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან 200 მეტ­რის რა­დი­უს­ში უნდა აიკ­რძა­ლოს. მდი­ნა­რა­ძემ გან­მარ­ტა, რომ თუკი ინი­ცი­ა­ტო­რი პრო­ექტს ახ­ლი­დან, ახა­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით შე­მო­ი­ტანს, უმ­რავ­ლე­სო­ბა მას მხარს და­უ­ჭერს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­გუ­მენ­ტი მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­და თა­ვად ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­თვის. მან დღეს ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი მის გარ­და, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბიც არი­ან.

“თუკი პრო­ექ­ტის სუ­ლის­კვე­თე­ბას იზი­ა­რებთ, მხა­რი და­უ­ჭი­რეთ მას და თქვე­ნი სა­ხე­ლი და­არ­ქვით, ოღონდ მი­ი­ღეთ ხალ­ხის­თვის“, - მი­მარ­თა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა მმარ­თველ გუნდს.

უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან დე­პუ­ტა­ტე­ბი დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი, სოფო კი­ლა­ძე და გია ვოლ­სკი კენ­ჭისყ­რის გა­და­დე­ბი­სა და შემ­დგო­მი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მათი ამ შე­თა­ვა­ზე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა არ მოხ­და.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ ჩაგ­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იკ­რძა­ლე­ბა აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის რეკ­ლა­მა და 10 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, იკ­რძა­ლე­ბა აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა რე­ლი­გი­ურ, სა­ბავ­შვო, სას­წავ­ლო, სა­მე­დი­ცი­ნო, სპორ­ტულ და კულ­ტუ­რის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, აგ­რეთ­ვე გარე რეკ­ლა­მა მათ­გან 200 მეტ­რის რა­დი­უს­ში.

ამა­ვე პრო­ექ­ტით აკ­რძალ­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ქარ­თუ­ლი სა­გა­დახ­დო ბა­რა­თე­ბით უცხო­ურ აზარ­ტულ და მომ­გე­ბი­ან თა­მა­შებ­ზე ონ­ლა­ინ გა­დახ­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

აზარტული თამაშების რეკლამა არ აიკრძალება - პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო

აზარტული თამაშების რეკლამა არ აიკრძალება - პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით ჩავარდა.

კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. მდინარაძემ განმარტა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

აღნიშნული არგუმენტი მიუღებელი აღმოჩდა თავად ლევან გოგიჩაიშვილისთვის. მან დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ინიციატორები მის გარდა, უმრავლესობის წევრებიც არიან.

“თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველ გუნდს.

უმრავლესობიდან დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო კილაძე და გია ვოლსკი კენჭისყრის გადადებისა და შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების წინადადებით გამოვიდნენ, თუმცა მათი ამ შეთავაზების გაზიარება არ მოხდა.

პარლამენტის მიერ ჩაგდებული პროექტის გათვალისწინებით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა და 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი ხდება. პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში.

ამავე პროექტით აკრძალვას ექვემდებარება ქართული საგადახდო ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი