პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იწარმოება ხარისხიანი თევზი და რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე
როგორ იწარმოება ხარისხიანი თევზი და რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე

თევ­ზი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტია, რად­გან ის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ნა­ჯერ ცხი­მებს, სა­მა­გი­ე­როდ შე­ი­ცავს ბევრ ცი­ლას და ომე­გა 3-ის ცხი­მო­ვან მჟა­ვას. კვე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ თევ­ზი სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ნამ­დვი­ლი სა­ბა­დოა. თუმ­ცა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ნაკ­ლე­ბად აღი­ა­რებს თევზს და თევ­ზით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ზო­გა­დად, თევ­ზის არ­სე­ბუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტის მხო­ლოდ 20-25%-ია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის თევ­ზი და ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბრენ­დი კი „ოკე­ა­ნეა“, რო­მე­ლიც „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა. თევ­ზის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­სა და ხა­რი­სი­ხა­ნი თევ­ზის თვი­სე­ბებ­ზე „ოკე­ა­ნის“ დი­რექ­ტორს და­ვით გი­გა­ი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

რით არის ბრენ­დი „ოკე­ა­ნე“ ბა­ზარ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი?

ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი და წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვაა. მომ­ხმა­რე­ბელს თევ­ზე­უ­ლის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან ასორ­ტი­მენტს ვთა­ვა­ზობთ.

ჩვენ რო­გორც „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ას, წლე­ბია და­ნერ­გი­ლი გვაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ISO 9001: 2000 და НАССР სტან­დარ­ტე­ბი. ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცავთ მას რო­გორც კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბის, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის, ასე­ვე ეფექ­ტუ­რი მარ­თვის სის­ტე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია და ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ შევ­ძე­ლით ამ სტან­დარ­ტის წარ­მო­ე­ბა­ში შე­მო­ტა­ნა.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვი­სა, ჩვე­ნი ჰოლ­დინ­გის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გვი­წევს მო­ნი­ტო­რინგს, თუ რა პი­რო­ბებ­ში და რა ნედ­ლე­უ­ლით იწარ­მო­ე­ბა თევ­ზე­უ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი ატა­როს.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, „ოკე­ა­ნის“ პრო­დუქ­ცია ბა­ზარ­ზე ხა­რის­ხით გა­მორ­ჩე­უ­ლია. რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­სა­ზღვრავს თევ­ზის ხა­რისხს?

ჩვენ ვა­მა­ყობთ იმით, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ ძა­ლი­ან მა­ღალ სტან­დარტს წარ­მო­ე­ბის ნა­წილ­ში და ამავდრო­უ­ლად, დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ნედ­ლე­ულს, რომ­ლი­თაც ვა­წარ­მო­ებთ პრო­დუქ­ტებს. სწო­რედ ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­სა­ზღვრავს სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის ხა­რისხს.

ნედ­ლე­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის უნდა იყოს. ჩვენ ნედ­ლე­უ­ლი შე­მოგ­ვაქვს ევ­რო­პის ისე­თი სან­დო სა­წარ­მო­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ნედ­ლე­უ­ლით და ამის ნე­ბარ­თვა დო­კუ­მენ­ტუ­რად აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად, ნორ­ვე­გი­ულ თევზს ვი­ყე­ნებთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და რა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ე­წო­დე­ბა თევ­ზი ობი­ექტს. მერე ეს ციკ­ლი გრძელ­დე­ბა და ობი­ექ­ტში არ­სე­ბულ შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­ზე გა­დავ­დი­ვართ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ ჯაჭ­ვის ყვე­ლა რგოლ­ში მა­ღალ დო­ნე­ზე იყოს და­ცუ­ლი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი.

წარ­მო­ე­ბა­ში ქარ­თულ ნედ­ლე­ულს რამ­დე­ნად იყე­ნებთ?

ჩვე­ნი თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი ნედ­ლე­უ­ლის იმ­პორ­ტი სუ­ლაც არ იყო. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით იმ­პორ­ტი დაგ­ვე­წყო, რად­გან ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ვერ გვთა­ვა­ზობს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნედ­ლე­ულს.

ამ ეტაპ­ზე ვფლობთ სა­კალ­მა­ხეს სო­ფელ ვა­კი­ჯვარ­ში, რო­მელ­შიც ცი­სარ­ტყე­ლა კა­ლამ­ხის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გაზ­რდა-პატ­რო­ნო­ბა ხდე­ბა. გვყავს და­ნი­ე­ლი იხ­ტი­ო­ლო­გი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ უწევს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ამ პრო­ცესს. თევ­ზებს ვკვე­ბავთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის იტა­ლი­უ­რი საკ­ვე­ბით, რო­მე­ლიც თა­ვად შე­მოგ­ვაქვს.ზო­გა­დად, კალ­მა­ხის მოვ­ლის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი არ­სე­ბობს. ჩვენ ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მიდ­გო­მებს ვი­ყე­ნებთ. შე­დე­გად ვღე­ბუ­ლობთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქტს, რო­მელ­საც ჩვე­ნი­ვე სა­დის­ტრი­ბუ­ციო ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ვა­მა­რა­გებთ სა­ცა­ლოდ მო­ვაჭ­რე ობი­ექ­ტებს.

წელს პირ­ვე­ლად ვცა­დეთ, რომ შავი ზღვის თევ­ზე­ბი სე­ზო­ნუ­რო­ბის მი­ხედ­ვით გა­დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა და შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ბაზ­რის­თვის. უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არ ვართ და ვგეგ­მავთ, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან უფრო ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა.

„ოკე­ა­ნის“ ხი­ზი­ლა­ლა­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით, რო­მე­ლი თევ­ზის ხი­ზი­ლა­ლაა და სად მზად­დე­ბა?

ვა­კი­ჯვრის სა­კალ­მა­ხე­ში გვყავს სა­დე­დე გუნ­დიც, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დი მო­ცუ­ლო­ბის ხი­ზი­ლა­ლას გვაძ­ლევს. ეს არის ორა­გუ­ლი­სებრთა ჯი­შის, კალ­მა­ხის წი­თე­ლი ფე­რის ხი­ზი­ლა­ლა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. პრო­დუქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის.

წარ­მო­ე­ბი­სას ვა­კონ­ტრო­ლებთ იმას, რომ კონ­სერ­ვა­ცია მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­დეს. გარ­და ამ უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ზო­მი­ე­რი ფასი შევ­თა­ვა­ზოთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „ოკე­ა­ნის“ ხი­ზი­ლა­ლა დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მა­გა­ლი­თად, წელს 4 ტო­ნამ­დე ხი­ზი­ლა­ლა მი­ვი­ღეთ. ხი­ზი­ლა­ლის მი­ღე­ბა იწყე­ბა ნო­ემ­ბერ­ში და თე­ბერ­ვალ­ში სრულ­დე­ბა. მარ­ტის და­სას­რულს კი მი­ღე­ბუ­ლი ხი­ზი­ლა­ლა უკვე სრუ­ლად არის რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი.

წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში რა სა­ხის და­ნად­გა­რებს იყე­ნებთ?

ჩვე­ნი სა­წარ­მო აღ­ჭურ­ვი­ლია ცივი და ცხე­ლი შე­ბოლ­ვის კა­მე­რე­ბით. ზო­გა­დად, ცხე­ლი შე­ბოლ­ვა, რო­მელ­საც ჩვენ ვთა­ვა­ზობთ, ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის შე­და­რე­ბით ახა­ლი პრო­დუქ­ტია. მათ შო­რის სხვა­ო­ბა შე­ბოლ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რებს შო­რის არის, რაც გე­მო­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

პრე­სერ­ვა­ცი­ი­სა და და­მა­რი­ლე­ბუ­ლი თევ­ზის შემ­თხვე­ვა­ში ვი­ყე­ნებთ გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე კომ­პა­ნი­ის და­ნად­გა­რებს. თევ­ზე­უ­ლის პრე­სერ­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სა და პას­ტე­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე ხდე­ბა, რაც პრო­დუქ­ტში უზ­რუნ­ველ­ყოფს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ და შე­ნახ­ვის ვა­დე­ბი უზ­რუნ­ველ­ვყოთ.

რა სი­ახ­ლე­ებს შეს­თა­ვა­ზებთ მომ­ხმა­რე­ბელს მიმ­დი­ნა­რე წელს?

ტენ­დენ­ცი­ე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მუ­შა­ვე­ბულ და ულუ­ფის მი­ხედ­ვით და­ნა­წევ­რე­ბულ პრო­დუქტს ითხოვს. ეს პრო­ცე­სი ცხოვ­რე­ბის ტემ­პის ცვი­ლელ­ბა­სა და აჩ­ქა­რე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნებს სურთ, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რონ სამ­ზა­რე­ულ­ში კერ­ძის მომ­ზა­დე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წელს შევ­თა­ვა­ზებთ რამ­დე­ნი­მე ახალ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ამ მო­თხოვ­ნებს უპა­სუ­ხებს, იქ­ნე­ბა გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ასე­ვე, ყო­ველ­წლი­უ­რად ვა­მა­ტებთ თევ­ზის სა­ხე­ო­ბებს. ჩვენ ვცდი­ლობთ, ეს ასორ­ტი­მენ­ტი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გავ­ხა­დოთ და წელ­საც რამ­დე­ნი­მე ახალ პრო­დუქტს შევ­თა­ვა­ზებთ მომ­ხმა­რე­ბელს.

რა პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბა "ოკე­ა­ნე­ში" თევ­ზის სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტი ნა­ხეთ ვი­დე­ო­ში

00:00 / 00:00
ავტორი:

როგორ იწარმოება ხარისხიანი თევზი და რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე

როგორ იწარმოება ხარისხიანი თევზი და რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე

თევზი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია, რადგან ის მცირე რაოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, სამაგიეროდ შეიცავს ბევრ ცილას და ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავას. კვების ექსპერტები ირწმუნებიან, რომ თევზი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. თუმცა ქართული სამზარეულო ნაკლებად აღიარებს თევზს და თევზით მომზადებული კერძების მრავალფეროვნებითაც არ გამოირჩევა. ზოგადად, თევზის არსებული ასორტიმენტის მხოლოდ 20-25%-ია წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.

მიუხედავად ამისა, ბაზარზე არსებობს მაღალი ხარისხის ქართული წარმოების თევზი და ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი კი „ოკეანეა“, რომელიც „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა. თევზის წარმოების პროცესსა და ხარისიხანი თევზის თვისებებზე „ოკეანის“ დირექტორს დავით გიგაიას ვესაუბრეთ.

რით არის ბრენდი „ოკეანე“ ბაზარზე გამორჩეული?

ჩვენი პრიორიტეტი ხარისხის კონტროლი და წარმოების პროცესში ჰიგიენის ნორმების მაქსიმალური დაცვაა. მომხმარებელს თევზეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს ვთავაზობთ.

ჩვენ როგორც „ნიკორას“ შვილობილი კომპანიას, წლებია დანერგილი გვაქვს საერთაშორისო ISO 9001: 2000 და НАССР სტანდარტები. ზედმიწევნით ვიცავთ მას როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, ასევე ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით. კვების მრეწველობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით ამ სტანდარტის წარმოებაში შემოტანა.

გარდა აღნიშნული სტანდარტების დაცვისა, ჩვენი ჰოლდინგის ფარგლებში მუშაობს სხვადასხვა სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მონიტორინგს, თუ რა პირობებში და რა ნედლეულით იწარმოება თევზეული. საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს იმას, რომ ზედამხედველობის სამსახურმა პერმანენტული მონიტორინგი ატაროს.

როგორც აღნიშნეთ, „ოკეანის“ პროდუქცია ბაზარზე ხარისხით გამორჩეულია. რა კრიტერიუმები განსაზღვრავს თევზის ხარისხს?

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან მაღალ სტანდარტს წარმოების ნაწილში და ამავდროულად, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ნედლეულს, რომლითაც ვაწარმოებთ პროდუქტებს. სწორედ ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტის ხარისხს.

ნედლეული აუცილებლად უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. ჩვენ ნედლეული შემოგვაქვს ევროპის ისეთი სანდო საწარმოებიდან, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს უზრუნველყოფენ ნედლეულით და ამის ნებართვა დოკუმენტურად აქვთ დადასტურებული. ძირითადად, ნორვეგიულ თევზს ვიყენებთ.

მნიშვნელოვანია, როგორ, რა მდგომარეობაში და რა სატრანსპორტო საშუალებით მიეწოდება თევზი ობიექტს. მერე ეს ციკლი გრძელდება და ობიექტში არსებულ შენახვის პირობებზე გადავდივართ. აუცილებელია, რომ ამ ჯაჭვის ყველა რგოლში მაღალ დონეზე იყოს დაცული შენახვის პირობები.

წარმოებაში ქართულ ნედლეულს რამდენად იყენებთ?

ჩვენი თავდაპირველი მიზანი ნედლეულის იმპორტი სულაც არ იყო. მუშაობის პროცესში იძულებული გავხდით იმპორტი დაგვეწყო, რადგან ქართული ბაზარი ვერ გვთავაზობს საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ნედლეულს.

ამ ეტაპზე ვფლობთ საკალმახეს სოფელ ვაკიჯვარში, რომელშიც ცისარტყელა კალამხის უმაღლეს დონეზე გაზრდა-პატრონობა ხდება. გვყავს დანიელი იხტიოლოგი, რომელიც უშუალოდ უწევს ზედამხედველობას ამ პროცესს. თევზებს ვკვებავთ უმაღლესი ხარისხის იტალიური საკვებით, რომელიც თავად შემოგვაქვს.ზოგადად, კალმახის მოვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ჩვენ ევროპელი პარტნიორების მიდგომებს ვიყენებთ. შედეგად ვღებულობთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელსაც ჩვენივე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ვამარაგებთ საცალოდ მოვაჭრე ობიექტებს.

წელს პირველად ვცადეთ, რომ შავი ზღვის თევზები სეზონურობის მიხედვით გადაგვემუშავებინა და შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის. უკმაყოფილოები არ ვართ და ვგეგმავთ, რომ მომავალი წლიდან უფრო ფართო ასორტიმენტის შეთავაზების საშუალება გვექნება.

„ოკეანის“ ხიზილალაზეც მოგვიყევით, რომელი თევზის ხიზილალაა და სად მზადდება?

ვაკიჯვრის საკალმახეში გვყავს სადედე გუნდიც, რომელიც ყოველწლიურად მზარდი მოცულობის ხიზილალას გვაძლევს. ეს არის ორაგულისებრთა ჯიშის, კალმახის წითელი ფერის ხიზილალა, რომელიც ძალიან კარგი გემოვნური თვისებებით ხასიათდება. პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

წარმოებისას ვაკონტროლებთ იმას, რომ კონსერვაცია მინიმალური რაოდენობით მოხდეს. გარდა ამ უპირატესობისა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ მომხმარებელს ზომიერი ფასი შევთავაზოთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ოკეანის“ ხიზილალა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, წელს 4 ტონამდე ხიზილალა მივიღეთ. ხიზილალის მიღება იწყება ნოემბერში და თებერვალში სრულდება. მარტის დასასრულს კი მიღებული ხიზილალა უკვე სრულად არის რეალიზებული.

წარმოების პროცესში რა სახის დანადგარებს იყენებთ?

ჩვენი საწარმო აღჭურვილია ცივი და ცხელი შებოლვის კამერებით. ზოგადად, ცხელი შებოლვა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალი პროდუქტია. მათ შორის სხვაობა შებოლვის ტემპერატურებს შორის არის, რაც გემოების მრავალფეროვნებას განაპირობებს.

პრესერვაციისა და დამარილებული თევზის შემთხვევაში ვიყენებთ გერმანული წარმოშობის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის დანადგარებს. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს, რომ მომხმარებელს ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ და შენახვის ვადები უზრუნველვყოთ.

რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებელს მიმდინარე წელს?

ტენდენციები გვაჩვენებს, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად დამუშავებულ და ულუფის მიხედვით დანაწევრებულ პროდუქტს ითხოვს. ეს პროცესი ცხოვრების ტემპის ცვილელბასა და აჩქარებასთანაა დაკავშირებული. ადამიანებს სურთ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ სამზარეულში კერძის მომზადებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე წელს შევთავაზებთ რამდენიმე ახალ პროდუქტს, რომელიც უშუალოდ ამ მოთხოვნებს უპასუხებს, იქნება გასუფთავებული და მომზადებული. ასევე, ყოველწლიურად ვამატებთ თევზის სახეობებს. ჩვენ ვცდილობთ, ეს ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და წელსაც რამდენიმე ახალ პროდუქტს შევთავაზებთ მომხმარებელს.

რა პირობებში მზადდება "ოკეანეში" თევზის სხვადასხვა პროდუქტი ნახეთ ვიდეოში

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის