მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, კლანი, "სასამართლოს მაფია" - ამ სიტყვათშეთანხმებებს ბოლო პერიოდში ხშირად მოისმენთ. ზემოხსენებულ მოსამართლეებს ხშირად უწოდებენ სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებს და მათ სახელებთან დაკავშირებულ სკანდალურ საქმეებს იხსენებენ, მათ შორის სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე განაჩენებს, ბიძინა ივანიშვილის კომპანიის 5 მილიონით დაჯარიმების საქმე და ა.შ
თუმცა, როგორც ჩანს, ამ გვარების მოსმენა არამხოლოდ ჩვენ, ჩვენი შვილების თაობასაც ხშირად მოუწევს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოსამართლეები უვადოდ არიან დანიშნულნი. დღეს, საერთო სასამართლოებში განწესებულია 298 მოსამართლე, აქედან 154 კი უვადოდ არის დანიშნული. დამატებით, 40 მოსამართლეს მიმართული აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უვადოდ გადანიშვნის მოთხოვნით.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს საინტერესო სტატისტიკას, საიდანაც ვარკვევთ რომ, სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძესა და სხვებს კიდევ უახლოესი 20 წელი ვიხილავთ...
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფოგრაფიკა