პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიცოცხლო ანაკლია!
სასიცოცხლო ანაკლია!

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­ვით მძლავ­რი, ჩი­ნე­თი­ვით მზარ­დი ან, თუნ­დაც, რუ­სე­თის მსგავ­სად, თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი რომ იყოს, სა­ქარ­თვე­ლოს,იქ­ნებ ნაკ­ლე­ბი სა­ნერ­ვი­უ­ლოც ექ­ნე­ბო­და სა­კუ­თარ გე­ოს­ტრა­ტე­გი­ულ როლ­სა თუ ფუნ­ქცი­ა­ზე, მაგ­რამ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძლივსგა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ამ­გვა­რი ფუ­ფუ­ნე­ბით ვერ სარ­გებ­ლობს და 21-ე, ჰიბ­რი­დუ­ლი ომე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში, მუდ­მი­ვად უწევს სა­კუ­თა­რი რო­ლი­სა და ფუნ­ქცი­ის გა­მოკ­ვე­თა...

სა­ქარ­თვე­ლომ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ამ­გვარ ფუნ­ქცი­ას სულ რამ­დე­ნი­მე­ჯერ მი­აგ­ნო - პირ­ვე­ლად მა­შინ, როცა 90-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს და­სავ­ლე­თის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ახა­ლი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხი და ლე­ნინ-სტა­ლი­ნის შექ­მი­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­ე­თი, ამ მხრივ, მე­ტად მომ­ხიბ­ვლე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ის, და­ახ­ლო­ე­ბით 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც ნავ­თო­ბის ტრან­ზი­ტში რჩე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს, „სა­სა­ცი­ლო თან­ხაა“, მაგ­რამ იმ დროს კო­რუფ­ცი­ა­ში ჩა­ძი­რუ­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტიც 400 მი­ლი­ონ დო­ლარს არ სცდე­ბო­და, ეს შე­მო­სავ­ლე­ბი გა­დაგ­დე­ბულ მაშ­ველ რგოლს წა­ა­გავ­და, რომ­ლის გა­რე­შეც გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ნა­ოს­ნო­ბა­ში შე­სუ­ლი ქვე­ყა­ნა ოკე­ა­ნე­ში და­სახ­რჩო­ბად იყო გან­წი­რუ­ლი.

ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰანს მოჰ­ყვა მე­ო­რე დიდი გაზ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტი, ხოლო მა­ნამ­დე, 2001 წელს, პრე­ზი­დენ­ტმა შე­ვარ­დნა­ძემ თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აკა­კუ­ნებს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კარ­ზე და ამ კა­კუნს, ანუ და­სავ­ლე­თის შე­წუ­ხე­ბას, არ და­ას­რუ­ლებს.

2001 წლის შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აქ­ტი­ურ­და რე­ვი­ზი­ო­ნის­ტუ­ლი რუ­სე­თიც და, გა­საკ­ვი­რი არაა, რომ მის მიერ „გა­სა­კონ­ტრო­ლე­ბელ­თა“ სი­ა­ში პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო - ამ­ბი­ცი­უ­რი და ურჩი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის­კენ, კერ­ძოდ კი NATO-ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, მწყობ­რი ნა­ბი­ჯე­ბით მი­ის­წრა­ფო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ჩე­რებ­ლად პუ­ტი­ნის რუ­სეთ­მა, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, კონ­ვენ­ცი­უ­რი ომიც კი და­ი­წყო და შე­დე­გად კი­დევ ერთხელ და­ი­პყრო ქვეყ­ნის ორი რე­გი­ო­ნი - აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­უ­წყვე­ტია ალი­ან­სი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მოძ­რა­ო­ბა - ქვე­ყა­ნა უკვე სარ­გებ­ლობს ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბით; შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­თან უვი­ზოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბით; არის ალი­ან­სის ას­პი­რან­ტი და მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­სი­ებ­ში.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ახ­ლოვ­და NATO-ევ­რო­კავ­შირს, თუმ­ცა, მას ჯე­რაც არ აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის დიდი ქოლ­გა და ამით ოს­ტა­ტუ­რად სარ­გებ­ლობს ხსე­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თი.

ამ პი­რო­ბებ­ში, უპირ­ვე­ლე­სად, სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლომ და­მა­ტე­ბით იპო­ვოს, გა­მო­ძერ­წოს თუ გა­მო­ჩორკნოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ რუ­კა­ზე.

ამ კუ­თხით თუ შევ­ხე­დავთ, ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ერთ-ერთი და ნამ­დვი­ლად მთა­ვა­რია მათ შო­რის, რომ­ლე­ბიც „მა­გი­და­ზე დევს“.

შე­ფა­სე­ბე­ბიც შე­სა­ბა­მი­სია:

„სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი შავ ზღვა­ში. ანაკ­ლია იქ­ნე­ბა არა მარ­ტო პორ­ტი, არა­მედ სა­ვაჭ­რო ლო­გის­ტი­კუ­რი ცენ­ტრი“, - ამ­ბობს ჰენ­რიკ ჰო­ლო­ლეი, ევ­რო­კო­მი­სი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და მო­ბი­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

„ჩვენ ვართ ორ სტრა­ტე­გი­ულ რე­გი­ონს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი სა­ბო­ლოო ხედ­ვა და ამო­ცა­ნაა, კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ ჩვენს კონ­კუ­რენტ დე­რეფ­ნებს“, - ასე აფა­სებს ანაკ­ლი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნი, ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

საქ­მე ისაა, რომ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი, აშე­ნე­ბა-გა­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თი­დან სამ­ხრე­თის­კენ გად­მო­ქა­ჩავს დიდი ტვირ­თე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს და მისი ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწო­რე­დაც რომ რუ­სულ კონ­ცეფ­ცი­ას­თან მო­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, „ჩრდი­ლო­ელ მონ­სტრს“ აქვს ამ­ბი­ცია, გა­ა­კონ­ტრო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი... ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­კონ­ტრო­ლე­ბაც ხე­ლე­წი­ფე­ბა.

ამას, სტრა­ტე­გი­ულ ჭრილ­ში, ცხა­დია, სა­უ­კე­თე­სოდ აფა­სე­ბენ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სი ამ­ბობს: „ანაკ­ლი­ას ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, გახ­დეს ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის­თვის რე­გი­ო­ნუ­ლი ლო­გის­ტი­კუ­რი ცენ­ტრი“.

ჰო­ჯესს არ ჩა­მორ­ჩე­ბა აშშ-ის თავ­დაც­ვის მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე მა­იკლ კარ­პენ­ტე­რი: „აშშ დი­და­დაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბით“.

ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის აზ­რით კი: „ანაკ­ლია არის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ცვლის თა­მა­შის წე­სებს“.

რე­ა­ლუ­რა­დაც ასეა - ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის აშე­ნე­ბა-გა­მარ­თვის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ი­ღოს, მი­ნი­მუმ, 10 ათა­სი კონ­ტე­ი­ნე­რით დატ­ვირ­თულ გე­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თი (რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, შავ ზღვა­ზე დო­მი­ნანტ სა­ხელ­მწი­ფოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ამ ზღვას შიდა ტბა­დაც კი მო­იხ­სე­ნი­ებს) ზღვა­ზე მი­ი­ღებს მძლავრ და სტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ კონ­კუ­რენტს.

გარ­და ზე­მოთ­ქმუ­ლი­სა, პორ­ტი და მთე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნი­სა და მისი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლის - „ანაკ­ლია სი­თის“ ჩათ­ვლით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა ჭრილ­შიც - ანაკ­ლი­ის პორ­ტი, თუ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კას ზე­მო­დან დავ­ხე­დავთ, მდე­ბა­რე­ობს 4-5 კი­ლო­მეტრში სწო­რედ რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან.

ამ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, ცუდი არ იქ­ნე­ბა იმის გახ­სე­ნე­ბაც, რომ არა­ერ­თი ქვეყ­ნის (მა­გა­ლი­თად, სამ­ხრეთ კო­რე­ის) სიმ­ძლავ­რი­სა და სიძ­ლი­ე­რის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი იყო სწო­რედ ის, რომ, თა­ვის დრო­ზე, ამ ქვეყ­ნებ­მა არც გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ამ­ბი­ცი­ურ პრო­ექ­ტებ­თან შე­ჭი­დე­ბა­ზე თქვეს უარი და არც იმ სირ­თუ­ლე­ებს შე­უ­შინ­დნენ, რომ­ლე­ბიც მათ წი­ნა­შე იყო სწო­რედ ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თუ ამ კუ­თხით შევ­ხე­დავთ, ანაკ­ლი­ის პორ­ტი, თა­ვი­სი მას­შტა­ბით და კონ­ცეფ­ცი­ით, ერ­თდრო­უ­ლად არის „ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნიც“, „ბაქო-ერ­ზე­რუ­მიც“, ენ­გურ­ჰე­სიც და ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ოდეს­მე საბ­ჭო­თა თუ პოსტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშე­ნე­ბუ­ლა. ანუ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი სა­უ­კე­თე­სოა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ იდეა-პრო­ექტთა შო­რის. სა­უ­კე­თე­სო იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი­აა.

ჰიბ­რი­დუ­ლი ომი­სა და საფრ­თხე­ე­ბის პე­რი­ოდ­ში კი გრძელ­ვა­დი­ან და სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვე­ლო­ბა აქვს.

NS

ავ­ტო­რი: ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი

ფოტო: გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სასიცოცხლო ანაკლია!

სასიცოცხლო ანაკლია!

ამერიკის შეერთებული შტატებივით მძლავრი, ჩინეთივით მზარდი ან, თუნდაც, რუსეთის მსგავსად, თვალუწვდენელი რომ იყოს, საქართველოს,იქნებ ნაკლები სანერვიულოც ექნებოდა საკუთარ გეოსტრატეგიულ როლსა თუ ფუნქციაზე, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ძლივსგადარჩენილი პატარა ქვეყანა ამგვარი ფუფუნებით ვერ სარგებლობს და 21-ე, ჰიბრიდული ომების საუკუნეში, მუდმივად უწევს საკუთარი როლისა და ფუნქციის გამოკვეთა...

საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, ამგვარ ფუნქციას სულ რამდენიმეჯერ მიაგნო - პირველად მაშინ, როცა 90-იანი წლების მიწურულს დასავლეთისთვის აქტუალური გახდა ახალი ენერგორესურსების მოძიების საკითხი და ლენინ-სტალინის შექმილი ყოფილი საბჭოეთი, ამ მხრივ, მეტად მომხიბვლელად გამოიყურებოდა.

დღევანდელი გადასახედიდან, ის, დაახლოებით 60 მილიონი დოლარი, რომელიც ნავთობის ტრანზიტში რჩებოდა საქართველოს, „სასაცილო თანხაა“, მაგრამ იმ დროს კორუფციაში ჩაძირული პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის, რომლის ბიუჯეტიც 400 მილიონ დოლარს არ სცდებოდა, ეს შემოსავლები გადაგდებულ მაშველ რგოლს წააგავდა, რომლის გარეშეც გეოპოლიტიკურ ნაოსნობაში შესული ქვეყანა ოკეანეში დასახრჩობად იყო განწირული.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს მოჰყვა მეორე დიდი გაზსადენის პროექტი, ხოლო მანამდე, 2001 წელს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ თქვა, რომ საქართველო აკაკუნებს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის კარზე და ამ კაკუნს, ანუ დასავლეთის შეწუხებას, არ დაასრულებს.

2001 წლის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად გააქტიურდა რევიზიონისტული რუსეთიც და, გასაკვირი არაა, რომ მის მიერ „გასაკონტროლებელთა“ სიაში პირველი აღმოჩნდა სწორედ საქართველო - ამბიციური და ურჩი ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ, კერძოდ კი NATO-ევროკავშირისკენ, მწყობრი ნაბიჯებით მიისწრაფოდა.

საქართველოს შესაჩერებლად პუტინის რუსეთმა, 2008 წლის აგვისტოში, კონვენციური ომიც კი დაიწყო და შედეგად კიდევ ერთხელ დაიპყრო ქვეყნის ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ამის მიუხედავად, საქართველოს არ შეუწყვეტია ალიანსისა და ევროკავშირისკენ მოძრაობა - ქვეყანა უკვე სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით; შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ გადაადგილების უფლებით; არის ალიანსის ასპირანტი და მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში.

წლების განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა NATO-ევროკავშირს, თუმცა, მას ჯერაც არ აქვს უსაფრთხოების დიდი ქოლგა და ამით ოსტატურად სარგებლობს ხსენებული რუსეთი.

ამ პირობებში, უპირველესად, საკუთარი განვითარებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, საქართველომ დამატებით იპოვოს, გამოძერწოს თუ გამოჩორკნოს საკუთარი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე.

ამ კუთხით თუ შევხედავთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი ერთ-ერთი და ნამდვილად მთავარია მათ შორის, რომლებიც „მაგიდაზე დევს“.

შეფასებებიც შესაბამისია:

„საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. ანაკლია იქნება არა მარტო პორტი, არამედ სავაჭრო ლოგისტიკური ცენტრი“, - ამბობს ჰენრიკ ჰოლოლეი, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი.

„ჩვენ ვართ ორ სტრატეგიულ რეგიონს შორის დამაკავშირებელი ქვეყანა და ჩვენი საბოლოო ხედვა და ამოცანაა, კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს კონკურენტ დერეფნებს“, - ასე აფასებს ანაკლიის მნიშვნელობას ლევან ახვლედიანი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი.

საქმე ისაა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აშენება-გამართვის შემთხვევაში, რუსეთიდან სამხრეთისკენ გადმოქაჩავს დიდი ტვირთების მნიშვნელოვან ნაწილს და მისი ეს შესაძლებლობა სწორედაც რომ რუსულ კონცეფციასთან მოდის წინააღმდეგობაში, რომლის თანახმადაც, „ჩრდილოელ მონსტრს“ აქვს ამბიცია, გააკონტროლოს ყველაფერი... ყველაფერი, რისი გაკონტროლებაც ხელეწიფება.

ამას, სტრატეგიულ ჭრილში, ცხადია, საუკეთესოდ აფასებენ დასავლელი პარტნიორები, მაგალითად, გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს: „ანაკლიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს ევროპისა და ევრაზიისთვის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი“.

ჰოჯესს არ ჩამორჩება აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი: „აშშ დიდადაა დაინტერესებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით“.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის აზრით კი: „ანაკლია არის რეგიონალური პროექტი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს“.

რეალურადაც ასეა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება-გამართვის შემდეგ, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს, მინიმუმ, 10 ათასი კონტეინერით დატვირთულ გემები. შესაბამისად, რუსეთი (რომელიც განსაკუთრებით ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, შავ ზღვაზე დომინანტ სახელმწიფოდ არის წარმოდგენილი და ამ ზღვას შიდა ტბადაც კი მოიხსენიებს) ზღვაზე მიიღებს მძლავრ და სტაბილურად განვითარებულ კონკურენტს.

გარდა ზემოთქმულისა, პორტი და მთელი ინფრასტრუქტურა, სპეციალური ეკონომიკური ზონისა და მისი განუყოფელი ნაწილის - „ანაკლია სითის“ ჩათვლით, მნიშვნელოვანია სხვა ჭრილშიც - ანაკლიის პორტი, თუ საქართველოს რუკას ზემოდან დავხედავთ, მდებარეობს 4-5 კილომეტრში სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან.

ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, ცუდი არ იქნება იმის გახსენებაც, რომ არაერთი ქვეყნის (მაგალითად, სამხრეთ კორეის) სიმძლავრისა და სიძლიერის კონცეპტუალური საფუძველი იყო სწორედ ის, რომ, თავის დროზე, ამ ქვეყნებმა არც გლობალური მნიშვნელობის ამბიციურ პროექტებთან შეჭიდებაზე თქვეს უარი და არც იმ სირთულეებს შეუშინდნენ, რომლებიც მათ წინაშე იყო სწორედ ამბიციური განაცხადების გაკეთების გათვალისწინებით.

თუ ამ კუთხით შევხედავთ, ანაკლიის პორტი, თავისი მასშტაბით და კონცეფციით, ერთდროულად არის „ბაქო-ჯეიჰანიც“, „ბაქო-ერზერუმიც“, ენგურჰესიც და ყველაფერი, რაც კი ოდესმე საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა საქართველოში აშენებულა. ანუ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საუკეთესოა საქართველოში დაბადებულ იდეა-პროექტთა შორის. საუკეთესო იმ თვალსაზრისითაც, რომ გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების გარანტიაა.

ჰიბრიდული ომისა და საფრთხეების პერიოდში კი გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას სასიცოცხლო მნიშველობა აქვს.

NS

ავტორი: ირაკლი ტაბლიაშვილი

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ