ავტორი:

პალიტრის "პრაქტიკული აკადემიის" სტუდენტების წარმატებული პირველი კვირა

პალიტრის "პრაქტიკული აკადემიის" სტუდენტების წარმატებული პირველი კვირა

11 თებერვლიდან პალიტრა მედიის პრაქტიკულ აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადმა დაიწყო სწავლა.

მულტიმედია ჟურნალისტიკის 3 თვიანი კურსის ფარგლებში, სტუდენტებს პრაქტიკოსი ტრენერები და მოწვეული ლექტორები უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

პროექტის პირველი კვირის განმავლობაში, სტუდენტებისთვის სემინარები და პრაქტიკული გაკვეთილები ჩატარდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: პროდიუსინგის საფუძვლები, იდეების გენერირების და კრეატივის საკითხები, თანამედროვე მედია ტენდენციებისა და კონტენტ მარკეტინგის გამოწვევები.

„პალიტრა მედიას პრაქტიკული აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადს მასპინძლობს. აკადემიაში სწავლის პერიოდში, ისინი შეძლებენ თანამედროვე ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განივითარონ.

ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ნაკადი მივიღეთ, რომლებსაც 3 თვის განმავლობაში, საინტერესო კურსს ვპირდებით.“ -აღნიშნავს პალიტრა მედია ჰოლდინგის პერსონალის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ნინო მარეხაშვილი.

პირველი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მედია პლატფორმა, სადაც სტუდენტებმა პრაქტიკული კურსი გაიარეს, კონტენტ მარკეტინგის დეპარტამენტი იყო. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი თვლის, რომ პრაქტიკული უნარების გამომუშავება მომავალი ჟურნალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„სალექციო კურსის პარალელურად, პალიტრის აკადემიის სტუდენტებს საშუალება აქვთ კონტენტ მარკეტინგის დეპარტამენტში პრაქტიკულ სამუშაოებში ჩაერთონ. სტუდენტები დღის განმავლობაში სხვადასხვა ვებ პლატფორმების რედაქტორებთან ერთად მუშაობენ, ქმნიან და ამუშავებენ კონტენს და შედეგად, რამდენიმე მათგანის ნამუშევარი უკვე საიტებზეც განთავსდა.“ - გვიხსნის ნინო ტურაშვილი.

სწავლების პირველი კვირის შთაბეჭდილებებზე პრაქტიკული აკადემიის რამდენიმე სტუდენტს ვესაუბრეთ:

მარიამ ტურძილაძე პრაქტიკული კურსის პირველ დღეს Marao.ge-ს რედაქციაში მოხვდა.

„თავდაპირველად რედაქტორმა აგვიხსნა თუ როგორ უნდა გავხადოთ სტატია კითხვადი და მოგვცა პრაქტიკული რჩევები,შემდგომ კი, დაგვავალა ჩვენთვის სასურველ თემაზე მოგვემზადებინა მასალა. მე გადავწყვიტე თინეიჯერებისთვის საინტერესო თემაზე დამეწერა სტატია, რომელის სათაურია „6 ნაბიჯი სიზარმაცის დასაძლევად“ თემის დამუშავებისას რედაქტორის მითითებები გავითვალისწინე, საბოლოო ჯამში კი ჩემი მომზადებული სტატია Marao.ge-ზე განთავსდა. “ - გვითხრა მარიამმა.

აკადემიის კიდევ ერთი სტუდენტი ნიკა ღარიბაშვილი სპორტული ჟურნალისტიკით არის დაინტერესებული.

„როდესაც გავიგე, რომ სპორტული გამოცემა Sportall.ge პალიტრა მედიას პლატფორმაა, პირველ რიგში ამ გამოცემის რედაქციას მივაკითხე. Sportall.ge-ს რედაქტორმა პრაქტიკულად ამიხსნა თუ როგორი ფორმით უნდა მივიდეს სტატია მკითხველამდე, როგორ უნდა გაფორმდეს ვიზუალურად. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, მოვამზადე მასალა უცხოური გამოცემის მიხედვით, რომელიც რედაქტირების გავლის შემდეგ ვებ-გვერდზე განთავსდა. ამ ფაქტმა დიდი მოტივაცია მომცა“ - აგვიხსნა ნიკამ.

ასმათ ჟიჟიაშვილიც აკადემიის სტუდენტი გახლავთ. მისი მომზადებული სტატია ვებ-პორტალ Astrologi.ge -ზე განთავსდა.

"ძალიან საინტერესო იყო პირველი კვირა აკადემიაში, ჟურნალისტიკის სხვადასხვა მიმართულებას გავეცანი. ჩემთვის ძალიან ახლოს არის ასტროლოგიის სფერო, პირველი დავალებაც სწორედ Astrologi.ge -ს რედაქტორის, თათული ღვინიანიძისგან მივიღე. თავდაპირველად მან ამიხსნა მასალის მომზადების ტექნიკური დეტალები, მოვამზადე სტატია, რომელიც რედაქტირების შემდეგ, აღნიშნულ ვებ-გვერდზე დაიდო" - გვიამბო ასმათ ჟიჟიაშვილმა.

პრაქტიკული აკადემიის 10 სტუდენტი "პალიტრა მედიაში" ჟურნალისტებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლას აგრძელებს. მათ წინ თითქმის სამთვიანი, დატვირთული და მრავალფეროვანი სასწავლო კურსი აქვთ.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ