Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მა ქიმიური იარაღის 75% უკვე გაანადგურა
აშშ-მა ქიმიური იარაღის 75% უკვე გაანადგურა

2010 წლის 1 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის სა­ერ­თო მა­რა­გის 75% გა­ნად­გურ­და. შე­დე­გად, უტი­ლი­ზა­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა 22985 ტონა მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბა და 2,1 მი­ლი­ო­ნი ჭურ­ვი. ამ წლის თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში მა­რა­გის 70% იყო გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

1990 წელს, როცა ქვე­ყა­ნა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის ლიკ­ვი­და­ცი­ის და­წყე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ცხად­და, მა­რა­გი 31,5 ათას ტო­ნას ით­ვლი­და.

ამე­რი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და "ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის" კონ­ვენ­ცი­ის ჩარ­ჩო­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 1993 წელს აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, აშშ-მა ამ ია­რა­ღის 90% უნდა მოს­პოს. ამე­რი­კე­ლე­ბი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას 2018 წლის­თვის გეგ­მა­ვენ. მა­ნამ­დე კი ია­რა­ღის უტი­ლი­ზა­ცი­ის­თვის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი უნდა აი­გოს.

ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, იმ ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ასე­თი ია­რა­ღი გა­აჩ­ნი­ათ, გა­ცხა­დე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბის ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­ნა­ად­გუ­რეს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 188 ქვე­ყა­ნაა გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის რუ­სე­თი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, მაგ­რამ მის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას არ ჩქა­რობს ის­რა­ე­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

აშშ-მა ქიმიური იარაღის 75% უკვე გაანადგურა

აშშ-მა ქიმიური იარაღის 75% უკვე გაანადგურა

2010 წლის 1 ივლისის მონაცემებით, აშშ-ში ქიმიური იარაღის საერთო მარაგის 75% განადგურდა. შედეგად, უტილიზაციას დაექვემდებარა 22985 ტონა მომწამლავი ნივთიერება და 2,1 მილიონი ჭურვი. ამ წლის თებერვლის მონაცემებით, აშშ-ში მარაგის 70% იყო განადგურებული.

1990 წელს, როცა ქვეყანაში ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გამოცხადდა, მარაგი 31,5 ათას ტონას ითვლიდა.

ამერიკული კანონმდებლობისა და "ქიმიური იარაღის აკრძალვის" კონვენციის ჩარჩოებში სახელმწიფოს მიერ 1993 წელს აღებული ვალდებულების თანახმად, აშშ-მა ამ იარაღის 90% უნდა მოსპოს. ამერიკელები პროცესის დასრულებას 2018 წლისთვის გეგმავენ. მანამდე კი იარაღის უტილიზაციისთვის ქიმიური ნივთიერებების გადამამუშავებელი ქარხნები უნდა აიგოს. 

ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ასეთი იარაღი გააჩნიათ, გაცხადებული მარაგების ნახევარი უკვე განაადგურეს.

ორგანიზაციაში 188 ქვეყანაა გაწევრიანებული, მათ შორის რუსეთი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერა, მაგრამ მის რატიფიცირებას არ ჩქარობს ისრაელი.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე