პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარიას ახალი მოადგილე ჰყავს
გიორგი გახარიას ახალი მოადგილე ჰყავს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, პო­ლი­ცი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე და­ი­ბა­და 1982 წელს, ქა­ლაქ გორ­ში. 2005 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით;

ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ სა­მარ­თალ­დაც­ვით სფე­რო­ში კა­რი­ე­რა 2006 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სტა­ჟი­ო­რის პო­ზი­ცი­ი­დან და­ი­წყო;

2006 წლი­დან 2007 წლამ­დე მუ­შა­ობ­და მცხე­თის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პრო­კუ­რო­რად;

2007-2009 წლებ­ში იყო შიდა ქარ­თლი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­რო­სი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი;

2009- 2010 წლებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე;

2010-2012 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ებ­ლად;

2012-2013 წლებ­ში იგი ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რი იყო;

2013 წლი­დან 2016 წლამ­დე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ძი­ე­ბის საპ­რო­ცე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

2016-2018 წლებ­ში იგი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი იყო.

2018 წლის აპ­რილ­ში ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა; ფლობს რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებს. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გიორგი გახარიას ახალი მოადგილე ჰყავს

გიორგი გახარიას ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვლადიმერ ბორცვაძე დაიბადა 1982 წელს, ქალაქ გორში. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

ვლადიმერ ბორცვაძემ სამართალდაცვით სფეროში კარიერა 2006 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო;

2006 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად;

2007-2009 წლებში იყო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;

2009- 2010 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის პოზიციაზე;

2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად;

2012-2013 წლებში იგი ხაშურის რაიონული პროკურორი იყო;

2013 წლიდან 2016 წლამდე ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამავე დეპარტამენტის დირექტორი იყო.

2018 წლის აპრილში ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა; ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს