შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს" გენერალური დირექტორი გასული წლის ნოემბერში შეეცვალა. 5 ნოემბერს კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე გახდა, რომელიც მანამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობდა.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ როგორია მამუკა კობახიძის ქონებრივი მდგომარეობა. 2018 წლის 27 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა კობახიძის შემოსავალი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის პოსტზე 2017 წლის 21 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 13 333,33 ლარი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, კობახიძე ფლობს 44,33 კვადრატული მეტრისა და 100,7 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში მასვე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 533,72 ლარი, 10 177,7 დოლარი, 9 003,09 ლარი, 600,2 დოლარი და 38 ლარი ჰქონდა.
კობახიძე "სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურ დირექტორობამდე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მმართველად და "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორად მუშაობდა, სადაც შესაბამისად, 167 377,38 ლარისა და 166 988,1 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ამასთან, მისმა გასავალმა წინა წელს ქველმოქმედების სახით - 6000 ლარი შეადგინა...წაიკითხეთ სრულად