საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს
დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს და იმ სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც გრი­პის ვირუსს ახა­სი­ა­თებს.

სერ­გე­ენ­კო მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექიმს მი­მარ­თონ.

  • "თუკი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი იწყე­ბა სწრა­ფად, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში
  • ან ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი იწყე­ბა უჩ­ვე­უ­ლოდ აგ­რე­სი­უ­ლად
  • თუკი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ გავ­ცი­ე­ბულ­ვარ, თავი ად­რეც მტკი­ე­ბია, მაგ­რამ ასე არა­სო­დეს, გავ­ცი­ე­ბულ­ვარ, ყელი მტკი­ე­ბია, ან ხვე­ლა მქო­ნია, თუმ­ცა ასე არა­სო­დეს, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი არის ჩვე­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს
  • თუ ჩვე­ნი გა­ცი­ე­ბის სუ­რა­თი ვი­თარ­დე­ბა, ანუ ისე ავად არის, რო­გორც აქამ­დე, მაგ­რამ პლუს ადა­მი­ა­ნი არის კი­დევ სხვა და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, ორ­სუ­ლი, მე­ლო­გი­ნე, ან ასა­კო­ვა­ნი, ესეც ჩვე­ნე­ბა არის იმის­თვის, რომ მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

ამას­თან, სერ­გე­ენ­კო ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თავს, გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მზა­ო­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუ­ზე“ ფა­სე­ბი და­წი­ონ.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ამის რე­ზერ­ვი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც „ტა­მიფ­ლუს“ დის­ტრი­ბუ­ცი­ას ახ­დე­ნენ, აქვთ.

"ტა­მიფ­ლუს" მწარ­მო­ე­ბე­ლი არის ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყი­დის ამ პრე­პა­რატს. თუკი ვინ­მე ნა­ხუ­ლობს, რომ პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო იაფი ჯდე­ბა არა იმი­ტომ, რომ წა­მა­ლია იაფი, არა­მედ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა ან კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ნა­გა­დახ­დის ძა­ლი­ან მა­ღალ, თით­ქმის 90 პრო­ცენტს და ეს მცი­რე ფასი არის დარ­ჩე­ნი­ლი პრო­ცენ­ტი.

ჩვენ რა ფა­სა­დაც ვყი­დუ­ლობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან მე­ო­რე მხა­რემ ამის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეს. თუმ­ცა, მექ­ნე­ბა მი­მარ­თვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ამ პრე­პა­რა­ტის დის­ტრი­ბუ­ცი­ას აკე­თე­ბენ, გა­ნი­ხი­ლონ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მზა­ო­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ამ კონ­კრე­ტულ პრე­პა­რატ­ზე ფა­სე­ბი და­წი­ონ. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ამის რე­ზერ­ვი და რე­სურ­სი მათ აქვთ", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­ლე­გა­ლურ გა­და­ყიდ­ვებს და "შავ ბა­ზარ­ზე" პრე­პა­რა­ტის გა­ყიდ­ვას, და­ვით სერ­გე­ენ­კოს თქმით, ამის რის­კი ადრე იყო C ჰე­პა­ტი­ტის პირ­ვე­ლი გე­ნე­რა­ცი­ის წა­მალ­ზე და სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა ჰქონ­და სა­მი­ნის­ტროს, მაგ­რამ ახლა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ შემ­თხვე­ვა­ში არ არის.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­სი მა­რა­გე­ბი­დან უფა­სოდ გას­ცემს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე, ხან­დაზ­მუ­ლებ­ზე, ორ­სუ­ლებ­ზე და მე­ლო­გი­ნე­ებ­ზე პრე­პა­რატს, იმის რის­კი, რომ ადა­მი­ან­მა ეს პრე­პა­რა­ტი გა­მო­ი­ტა­ნოს და გა­და­ყი­დოს, მი­ზე­რუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს, რომ ექი­მი გა­მო­უ­წერს პრე­პა­რატს, წავა, გა­მო­ი­ტანს და გა­და­ყი­დის, ამის ალ­ბა­თო­ბა და­ბა­ლი მგო­ნია", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­დაც­ვის უწყე­ბის რე­ზერ­ვი ხვალ 10 ათა­სი კო­ლო­ფი „ტა­მიფ­ლუ­თი“ შე­ივ­სე­ბა.

„ტა­მიფ­ლუ, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით უნდა მოხ­დეს და თვით­ნე­ბუ­რად მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ცალ­სა­ხა რე­კო­მენ­და­ცი­აა, მი­მარ­თონ ექიმს და მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და­ი­წყონ მი­ღე­ბა თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. გრი­პის ავა­დო­ბის და­სა­წყი­სის­თვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და 7 ათა­სი კო­ლო­ფის მა­რა­გი. გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის დროს, რო­და­საც აფ­თი­ა­ქებ­ში 2-3 დღი­ა­ნი დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა, ჩვენ გა­და­ვე­ცით 800 კო­ლო­ფი. ჩვენს მა­რა­გებ­ში გვქონ­და 3 ათას კო­ლოფ­ზე მეტი, რო­მე­ლიც 800 კო­ლო­ფამ­დე გა­ი­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, და­ნარ­ჩე­ნი რჩე­ბა მა­რაგ­ში. მი­ვე­ცით შეკ­ვე­თა და ხვალ 10 ათა­სი კო­ლო­ფით ავ­სებს სა­მი­ნის­ტრო თა­ვის მა­რა­გებს. ეს არის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი, რომ ამ სე­ზონ­ზე გა­მოწ­ვე­ვებს ვუ­პა­სუ­ხოთ. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბიც ავ­სე­ბენ მა­რაგს 3000 კო­ლო­ფით", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს და იმ სიმპტომების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც გრიპის ვირუსს ახასიათებს.

სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, კონკრეტული სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.

  • "თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში
  • ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად
  • თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს, გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს
  • თუ ჩვენი გაციების სურათი ვითარდება, ანუ ისე ავად არის, როგორც აქამდე, მაგრამ პლუს ადამიანი არის კიდევ სხვა დაავადების მატარებელი, ორსული, მელოგინე, ან ასაკოვანი, ესეც ჩვენება არის იმისთვის, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მიმართავს, გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამის რეზერვი და შესაძლებლობა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც „ტამიფლუს“ დისტრიბუციას ახდენენ, აქვთ.

"ტამიფლუს" მწარმოებელი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყიდის ამ პრეპარატს. თუკი ვინმე ნახულობს, რომ პაციენტისთვის საზღვარგარეთ უფრო იაფი ჯდება არა იმიტომ, რომ წამალია იაფი, არამედ, ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვა ან კერძო სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს თანაგადახდის ძალიან მაღალ, თითქმის 90 პროცენტს და ეს მცირე ფასი არის დარჩენილი პროცენტი.

ჩვენ რა ფასადაც ვყიდულობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟღერების უფლება, რადგან მეორე მხარემ ამის შესახებ უნდა იცოდეს. თუმცა, მექნება მიმართვა ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც ამ პრეპარატის დისტრიბუციას აკეთებენ, განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში გამოიჩინონ სოციალური, კორპორაციული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად ამ კონკრეტულ პრეპარატზე ფასები დაწიონ. ჩემი შეხედულებით, ამის რეზერვი და რესურსი მათ აქვთ", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება არალეგალურ გადაყიდვებს და "შავ ბაზარზე" პრეპარატის გაყიდვას, დავით სერგეენკოს თქმით, ამის რისკი ადრე იყო C ჰეპატიტის პირველი გენერაციის წამალზე და სპეციალური დაცვა ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ ახლა ამის საჭიროება პრეპარატ „ტამიფლუს“ შემთხვევაში არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო თავისი მარაგებიდან უფასოდ გასცემს სოციალურად დაუცველებზე, ხანდაზმულებზე, ორსულებზე და მელოგინეებზე პრეპარატს, იმის რისკი, რომ ადამიანმა ეს პრეპარატი გამოიტანოს და გადაყიდოს, მიზერულად მეჩვენება. სოციალურად დაუცველს, რომ ექიმი გამოუწერს პრეპარატს, წავა, გამოიტანს და გადაყიდის, ამის ალბათობა დაბალი მგონია", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების რეზერვი ხვალ 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუთი“ შეივსება.

„ტამიფლუ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს და თვითნებურად მიღება არ შეიძლება. ცალსახა რეკომენდაციაა, მიმართონ ექიმს და მისი დანიშნულებით დაიწყონ მიღება თუკი ამის საჭიროება იქნება. გრიპის ავადობის დასაწყისისთვის ქვეყანაში არსებობდა 7 ათასი კოლოფის მარაგი. გაზრდილი ავადობის დროს, როდასაც აფთიაქებში 2-3 დღიანი დეფიციტი გაჩნდა, ჩვენ გადავეცით 800 კოლოფი. ჩვენს მარაგებში გვქონდა 3 ათას კოლოფზე მეტი, რომელიც 800 კოლოფამდე გაიცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დანარჩენი რჩება მარაგში. მივეცით შეკვეთა და ხვალ 10 ათასი კოლოფით ავსებს სამინისტრო თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი, რომ ამ სეზონზე გამოწვევებს ვუპასუხოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააფთიაქო ქსელებიც ავსებენ მარაგს 3000 კოლოფით", - განაცხადა სერგეენკომ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები