ავტორი:

რა დაგიჯდებათ ახალ წელს ტრადიციული ქართული სუფრა?

რა დაგიჯდებათ ახალ წელს ტრადიციული ქართული სუფრა?

ახალი წლის მოახლოება საახალწლო სამზადისის დაწყებას და შესაბამისად, საჭირო პროდუქტების შეძენას უკავშირდება. ამ დღეს ყველა ცდილობს ახალ წელს შეძლებისდაგვარად ბარაქიანი სუფრით შეხვდეს. საახალწლო სუფრა შემწვარი გოჭის, ინდაურის, საცივის, ყველის ასორტის, ჩურჩხელისა თუ გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია.

რამდენი ლარი დაჯდება საახალწლო სუფრა? - ამის გარკვევას "ბიზნესპრესნიუსი" თბილისში მდებარე აგრარულ ბაზრებში შეეცადა. აღმოჩნდა, რომ საფასო პოლიტიკა უცვლელია და წლევანდელი ფასები შარშანდელს ემთხვევა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ წელს ოჯახს ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა მინიმუმ 300-350 ლარი დაუჯდება.

საახალწლო კერძის მთავარი შემადგენელის - ინდაურის ფასი 80 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ღირს. მაშინ, როდესაც წინა წელს ინდაურის ფასი 70 ლარიდან იწყებოდა.

გამყიდველთა თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ფასები კიდევ უფრო აიწევს. ნიგოზის ფასი მინიმუმ 16 ლარიდან იწყება და 35 ლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება თაფლს, მისი ფასი ბაზარში 15-დან 40 ლარებში მერყეობს...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ