ავტორი:

რა საქმეების გამო იძებნებოდა გიორგი რაზმაძე, რომელიც მინდია გოგოჭურთან ერთად დააკავეს

რა საქმეების გამო იძებნებოდა გიორგი რაზმაძე, რომელიც მინდია გოგოჭურთან ერთად დააკავეს

5 დეკემბერს, ღამით თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭურთან ერთად დააკავეს რამდენიმე დანაშაულისთვის ძებნილი 24 წლის გიორგი რაზმაძე.

გიორგი (გუგა) რაზმაძეს სამართალდამცველები 2018 წელს ჩადენილი ორი დანაშაულისთვის ეძებდნენ. მან 2018 წლის 19 თებერვალს დადიანის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მამაკაცს თვალში დაზიანება მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ხოლო კიდევ ერთი ფაქტი, რომლისთვისაც რაზმაძე იძებნებოდა, 2018 წლის 26 მაისს ასევე დადიანის ქუჩაზე მოხდა, როდესაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი. აღნიშნულზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს, გოგოჭურმა და მასთან ერთად დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, პოლიციის გამოჩენისას საცხოვრებელი ბინიდან იარაღი გადაყარეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კადრები, რომელშიც "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში მისდევს მოქალაქეს - რას აბობს შსს?

ოლიმპიური ჩემპიონი და ექსდეპუტატი ზვიად ზვიადაური დაჭრეს - რა მოხდა ახმეტაში?

ქუთაისში 30 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის მეგობარი ქალი დააკავეს