Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

94 წლის ასაკ­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში უფ­რო­სი გარ­და­იც­ვა­ლა.

ჯორჯ ჰერ­ბერტ უო­კერ ბუში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის რი­გით 41-ე პრე­ზი­დენ­ტი 1989-1993 წლებ­ში იყო „რეს­პუბ­ლი­კუ­რი“ პარ­ტი­ი­დან. 1971-1973 წლებ­ში ის აშშ-ს ელჩი გახ­ლდათ გა­ე­რო-ში. 1976-1977 წლებ­ში ჯორჯ ბუში ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ხოლო რო­ნალდ რე­ი­გა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოსტს იკა­ვებ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა წლის აპ­რილს მისი მე­უღ­ლე აშშ-ს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ბარ­ბა­რა ბუში გარ­და­იც­ვა­ლა. მათი უფ­რო­სი ვაჟი ჯორჯ ბუში უმ­ცრო­სი აშშ-ს 43-ე პრე­ზი­დენ­ტი იყო, ხოლო მისი კი­დევ ერთი შვი­ლი ჯებ ბუში - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფლო­რი­დას შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რი.

აშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში უმ­ცრო­სი მა­მა­მი­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ჯებ, ნეილ, მარ­ვინ, დორო და მე დიდი მწუ­ხა­რე­ბით ვი­უ­წყე­ბით, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი 94 წლის შემ­დეგ, ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ჯორჯ ჰერ­ბერტ უო­კერ ბუში უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ის სა­უ­კე­თე­სო მამა იყო, რაც შვი­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ისურ­ვონ. ბუ­შე­ბის ოჯა­ხი მისი მად­ლო­ბე­ლია, ცხოვ­რე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის" - გა­ნა­ცხა­და ჯორჯ ბუშ­მა უმ­ცროს­მა.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 41-ე პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში დი­ა­დი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც ლი­დე­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და და ამე­რი­კე­ლე­ბის თა­ო­ბებს შთა­ა­გო­ნებ­და სამ­შობ­ლოს­თვის ემ­სა­ხუ­რათ" - ამის შე­სა­ხებ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ჯორჯ ბუში უფ­რო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

„მე და მე­ლა­ნია ვუ­ერ­თდე­ბით ჩვე­ნი ერის მწუ­ხა­რე­ბას ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯორჯ ბუში უფ­რო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თა­ვი­სი ხა­ლა­სი რე­ა­ლიზ­მით, გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბით, რწმე­ნის, ოჯა­ხი­სა და ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლე­ბით ის ამე­რი­კე­ლე­ბის თა­ო­ბებს შთა­ა­გო­ნებ­და სამ­შობ­ლოს­თვის ემ­სა­ხუ­რათ“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა.

დო­ნალდ ტრამპმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ჯორჯ ბუშ უფ­როსს ლი­დე­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და და აშშ-ს აყ­ვა­ვე­ბის ათწლე­უ­ლე­ბი მო­უ­ტა­ნა.

იხი­ლეთ ვი­დეო: 94 წლის ასაკ­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში უფ­რო­სი გარ­და­იც­ვა­ლა

ავტორი:

ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

94 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო „რესპუბლიკური“ პარტიიდან. 1971-1973 წლებში ის აშშ-ს ელჩი გახლდათ გაერო-ში. 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ ამა წლის აპრილს მისი მეუღლე აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. მათი უფროსი ვაჟი ჯორჯ ბუში უმცროსი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი იყო, ხოლო მისი კიდევ ერთი შვილი ჯებ ბუში - წლების განმავლობაში ფლორიდას შტატის გუბერნატორი.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი მამამისის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:

"ჯებ, ნეილ, მარვინ, დორო და მე დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ შესანიშნავი 94 წლის შემდეგ, ჩვენი ძვირფასი მამა გარდაიცვალა. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ის საუკეთესო მამა იყო, რაც შვილებმა შეიძლება ისურვონ. ბუშების ოჯახი მისი მადლობელია, ცხოვრებისა და სიყვარულისთვის" - განაცხადა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა.

"ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დიადი ადამიანი იყო, რომელსაც ლიდერის გამორჩეული თვისებები ჰქონდა და ამერიკელების თაობებს შთააგონებდა სამშობლოსთვის ემსახურათ" - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე და მელანია ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თავისი ხალასი რეალიზმით, გონებამახვილობით, რწმენის, ოჯახისა და ქვეყნის ერთგულებით ის ამერიკელების თაობებს შთააგონებდა სამშობლოსთვის ემსახურათ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუშ უფროსს ლიდერის გამორჩეული თვისებები ჰქონდა და აშშ-ს აყვავების ათწლეულები მოუტანა.

იხილეთ ვიდეო: 94 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე