მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის ახალი პრემია საქართველოში
კულტურის ახალი პრემია საქართველოში

დღეს და­ი­ბა­და პრე­მია იკა. ის რა­ზეც იკას ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლებ­ში, პი­რად სა­უბ­რებ­ში და ფიქ­რებ­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ 18 ნო­ემ­ბერს რე­ა­ლო­ბად იქცა. პრე­მია იკა - იწყებს მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ სულ მალე - 22 დე­კემ­ბერს გა­ვი­გოთ თუ რაზე ფიქ­რო­ბენ და რას ქმნი­ან ის ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბი ვი­საც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ არ იც­ნობს.

პრე­მი­ის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლია, ის რომ გვსურს დამ­წყებ არ­ტის­ტებს ჰქონ­დეთ გან­ცდა, რომ მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას, რომ მათი შე­მოქ­მე­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ 2018 წლის 18 ნო­ემ­ბერს და­არ­სდა ახა­ლი პრე­მია კულ­ტუ­რის დარ­გში - „პრე­მია იკა”, რომ­ლის მი­სი­აც ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბის­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და მათ მი­მართ მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვაა. „პრე­მია იკა“ ეს არ არის შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრე­მია, სხვა კონ­კურ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით პრე­მია "იკა" თა­ვად პო­უ­ლობს სა­ინ­ტე­რე­სო, ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტებს და აჯილ­დო­ვებს მათ.

პრე­მია “იკა” - ეს არის:

ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის აღი­ა­რე­ბის პრე­მია;

ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბის­თვის მად­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა;

ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რუ­ლი პლათ­ფორ­მა.

პრე­მი­ის მიზ­ნე­ბია: ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა; ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბის­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა; ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია; გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნო­მი­ნან­ტე­ბის­თვის შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შე­წყო­ბა .

ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი: (პრე­მია იკა გა­ი­ცე­მა კულ­ტუ­რის სფე­როს 8 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში)

ილუსტრა­ცია;

პოს­ტე­რის/პლა­კა­ტის დი­ზა­ი­ნი ;

მხატ­ვრო­ბა;

კინო;

ფო­ტოგ­რა­ფია;

ლი­ტე­რა­ტუ­რა;

მუ­სი­კა;

ხელ­ნა­კე­თი ნივ­თი.

რო­გორ ვპო­უ­ლობთ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტებს ?

ყვე­ლა ნო­მი­ნა­ცი­ის­თვის, პრე­მი­ის გარ­შე­მო შე­იკ­რი­ბა ცნო­ბი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი. ჩვე­ნი მათ - პრე­მია იკას "კულ­ტუ­რის ატა­შე­ე­ბი" ვუ­წო­დეთ. ესე­ნი არი­ან უკვე შემ­დგა­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის არ­ტის­ტე­ბი, გა­ლე­რის­ტე­ბი, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, მხატ­ვრე­ბი , მწერ­ლე­ბი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი , მუ­სი­კო­სე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი. სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით ეძებს პრე­მია პო­ტენ­ცი­ურ ნო­მი­ნან­ტებს. კულ­ტუ­რის ატა­შე­ე­ბი ად­გე­ნენ პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბის სიას, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში ეგ­ზავ­ნე­ბა 8 ადა­მი­ნის­გან შემ­დგარ ჟი­უ­რის, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­დაც გა­მოვ­ლინ­დე­ბა ყვე­ლა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 1 კან­დი­და­ტი. ჟი­უ­რი ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის და შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა . დრო­ე­ბით მათი ვი­ნა­ო­ბა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. ჟი­უ­რის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ცბო­ბი­ლი გახ­დე­ბა ცე­რე­მო­ნი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე .

ვინ და რო­გო­რე­ბი არი­ან იკას პრე­მი­ის პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტე­ბი?

ესე­ნი არი­ან - ახალ­გაზ­რა, კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ხედ­ვა და პრინ­ცი­პე­ბი. არი­ან დამ­წყე­ბე­ბი, ან უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მოღ­ვა­წე­ო­ბენ ხე­ლოვ­ნე­ბის ამა თუ იმ დარ­გში , მაგ­რამ ისი­ნი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბე­ბი არი­ან.

რა­ტომ ჰქვია პრე­მი­ას იკა?

პრე­მი­ას სა­ხე­ლი იკა კა­კუ­ლი­ას სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ეწო­და. იკამ თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა. იყო ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დი, დი­ზა­ი­ნე­რი, გრა­ფი­კო­სი, ბოლო პე­რი­ოდ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­დუსტრი­ა­ში და უზო­მოდ უყ­ვარ­და ხე­ლოვ­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ იკა 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, დღე­ი­დან პრე­მია სწო­რედ მის სა­ხელს ატა­რებს.

გუკი ასა­თი­ა­ნი იკას მე­გო­ბა­რი და პრე­მი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რი : „ამ პრე­მი­ას ჩვენ იკას მე­გობ­რე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვა­კე­თებთ რომ­ლე­ბის­თვი­საც იკა და მისი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გვსურს რომ ასე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ხა­დოთ , ან მცი­რე­დი წვლი­ლი მა­ინც შე­ვი­ტა­ნოთ ახალ­გაზ­რდა , დამ­წყე­ბი არ­ტის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში , ვუ­თხრათ რომ რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია და რომ ასე გა­აგ­რძე­ლონ, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში არის ხალ­ხი, ვის­თვი­საც კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია."

ავტორი:

კულტურის ახალი პრემია საქართველოში

კულტურის ახალი პრემია საქართველოში

დღეს დაიბადა პრემია იკა. ის რაზეც იკას ახლობლები და მეგობრები 2 წლის განმავლობაში სახლებში, პირად საუბრებში და ფიქრებში განიხილავდნენ 18 ნოემბერს რეალობად იქცა. პრემია იკა - იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ სულ მალე - 22 დეკემბერს გავიგოთ თუ რაზე ფიქრობენ და რას ქმნიან ის ახალგაზრდა არტისტები ვისაც ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს.

პრემიის შექმნის საფუძველია, ის რომ გვსურს დამწყებ არტისტებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათი ნამუშევრები იმსახურებენ ყურადღებას, რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ 2018 წლის 18 ნოემბერს დაარსდა ახალი პრემია კულტურის დარგში - „პრემია იკა”, რომლის მისიაც ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. „პრემია იკა“ ეს არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია, სხვა კონკურსებისგან განსხვავებით პრემია "იკა" თავად პოულობს საინტერესო, ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს და აჯილდოვებს მათ.

პრემია “იკა” - ეს არის:

ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია;

ახალგაზრდა არტისტებისთვის მადლობის გამოხატვის საშუალება;

ახალი, თანამედროვე კულტურული პლათფორმა.

პრემიის მიზნებია: ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა; ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება; ახალგაზრდა არტისტების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია; გამარჯვებული ნომინანტებისთვის შემდგომ საქმიანობაში ხელშეწყობა .

ნომინაციები: (პრემია იკა გაიცემა კულტურის სფეროს 8 ნომინაციაში)

ილუსტრაცია;

პოსტერის/პლაკატის დიზაინი ;

მხატვრობა;

კინო;

ფოტოგრაფია;

ლიტერატურა;

მუსიკა;

ხელნაკეთი ნივთი.

როგორ ვპოულობთ ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს ?

ყველა ნომინაციისთვის, პრემიის გარშემო შეიკრიბა ცნობილი, წარმატებული და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზებული პროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. ჩვენი მათ - პრემია იკას "კულტურის ატაშეები" ვუწოდეთ. ესენი არიან უკვე შემდგარი ვიზუალური ხელოვნების არტისტები, გალერისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები , მწერლები, კინემატოგრაფისტები , მუსიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. სწორედ მათი დახმარებით ეძებს პრემია პოტენციურ ნომინანტებს. კულტურის ატაშეები ადგენენ პოტენციური კანდიდატების სიას, რომელიც შემდგომში ეგზავნება 8 ადამინისგან შემდგარ ჟიურის, რომელთა გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ცერემონიაზე სადაც გამოვლინდება ყველა ნომინაციაში გამარჯვებული 1 კანდიდატი. ჟიური ცნობილი ხელოვანების და შემოქმედი ადამიანებისგან შედგება . დროებით მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. ჟიურის სრული შემადგენლობა ცბობილი გახდება ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე .

ვინ და როგორები არიან იკას პრემიის პოტენციური კანდიდატები?

ესენი არიან - ახალგაზრა, კრეატიული ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი შემოქმედებითი, ორიგინალური ხედვა და პრინციპები. არიან დამწყებები, ან უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში , მაგრამ ისინი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობები არიან.

რატომ ჰქვია პრემიას იკა?

პრემიას სახელი იკა კაკულიას საპატივცემულოდ ეწოდა. იკამ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. იყო ახალგაზრდა შემოქმედი, დიზაინერი, გრაფიკოსი, ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა შემოქმედებით ინდუსტრიაში და უზომოდ უყვარდა ხელოვნება სამწუხაროდ იკა 2016 წელს გარდაიცვალა, დღეიდან პრემია სწორედ მის სახელს ატარებს.

გუკი ასათიანი იკას მეგობარი და პრემიის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი : „ამ პრემიას ჩვენ იკას მეგობრები და ის ადამიანები ვაკეთებთ რომლებისთვისაც იკა და მისი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, გვსურს რომ ასეთივე მნიშვნელოვანი გავხადოთ , ან მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ახალგაზრდა , დამწყები არტისტების ცხოვრებაში , ვუთხრათ რომ რასაც ისინი აკეთებენ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია და რომ ასე გააგრძელონ, რადგან ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვისთვისაც კულტურა და ხელოვნება მნიშვნელოვანია."

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი