პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ კანდიდატურა მოხსნას
ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ კანდიდატურა მოხსნას

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დებთ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მან არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნას. ხუ­ხაშ­ვი­ლი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნით ემუქ­რე­ბა.

„ჭო­რა­ო­ბას ვერ და­ვი­წყებ, თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც მე მას ვიც­ნობ, კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, მისი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. პრინ­ციპ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრაგ­მა­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად შან­სე­ბი მცირ­დე­ბა. იგი­ვე ნა­რა­ტივ­შია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - მგლის მოს­ვლის შიშ­ზე უნ­დათ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია აა­გონ, არა­ფერს ცვლი­ან. თით­ქოს ერთი მხრივ, ამ­ბო­ბენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­გან გზავ­ნი­ლი მი­ი­ღეს, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იგი­ვე ნა­რა­ტივ­შია. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დღეს ხომ სი­ნამ­დვი­ლე­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ ამარ­ცხებს, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამარ­ცხებს. შიგ­ნით ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და სიბ­რიყ­ვე ამარ­ცხებს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, მას თა­ნაგ­რძნო­ბის გან­ცდა გა­უჩ­ნდა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ. ხუ­ხაშ­ვი­ლი ასე­ვე, გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბას და გან­მარ­ტა, რომ კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა კან­დი­და­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია.

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, ადა­მი­ა­ნუ­რად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მიჩ­ნდა თა­ნაგ­რძნო­ბის გან­ცდა, რად­გან ის მარ­თლა ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, მე ვი­ტყო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ამ გან­ცხა­დე­ბებს, ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო. რო­დე­საც პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ასეთ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, თუ მას არ ეს­მის, ამით რას შვე­ბა, ეს ერთი უბე­დუ­რე­ბაა, თუ ეს­მის და მა­ინც ამას ამ­ბობს, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­სი­ვე კან­დი­და­ტის სა­ბო­ლოო ჩა­ძირ­ვას უწყობს ხელს. რო­დე­საც მე­ო­რე ტუ­რის წინ, პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, რომ­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი მხარ­და­ჭე­რი­თაც უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კან­დი­დატ­მა, ამ­ბობს, რომ შეც­დო­მა იყო მისი წარ­დგე­ნა. ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად, კან­დი­და­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სი. ჩემ­თვის სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო ამის მოს­მე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ კანდიდატურა მოხსნას

ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ კანდიდატურა მოხსნას

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებთ, სალომე ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ მან არჩევნების მეორე ტურზე კანდიდატურა მოხსნას. ხუხაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ კანდიდატურის მოხსნით ემუქრება.

„ჭორაობას ვერ დავიწყებ, თუმცა, რამდენადაც მე მას ვიცნობ, კანდიდატურის მოხსნა სრულიად შესაძლებელია, მისი ხასიათიდან გამომდინარე. პრინციპში პოლიტიკური პრაგმატიკიდან გამომდინარეც, რადგან ყოველდღიურად შანსები მცირდება. იგივე ნარატივშია „ქართული ოცნება“ - მგლის მოსვლის შიშზე უნდათ საარჩევნო კამპანია ააგონ, არაფერს ცვლიან. თითქოს ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მოსახლეობისგან გზავნილი მიიღეს, მაგრამ მეორე მხრივ, არაადეკვატურად იგივე ნარატივშია. „ქართულ ოცნებას“ დღეს ხომ სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არ ამარცხებს, „ქართულ ოცნებას“ „ქართული ოცნება“ ამარცხებს. შიგნით ჩაბუდებული ამპარტავნება და სიბრიყვე ამარცხებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, მას თანაგრძნობის განცდა გაუჩნდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ხუხაშვილი ასევე, გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანის განცხადებას და განმარტა, რომ კახა კალაძის განცხადება კანდიდატის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასია.

„სიმართლე გითხრათ, ადამიანურად სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამიჩნდა თანაგრძნობის განცდა, რადგან ის მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაუმსახურებლად, მე ვიტყოდი. რაც შეეხება ამ განცხადებებს, ჩემთვის ეს ძალიან უცნაური იყო. როდესაც პარტიის გენერალური მდივანი ასეთ განცხადებას აკეთებს, თუ მას არ ესმის, ამით რას შვება, ეს ერთი უბედურებაა, თუ ესმის და მაინც ამას ამბობს, ფაქტობრივად, თავისივე კანდიდატის საბოლოო ჩაძირვას უწყობს ხელს. როდესაც მეორე ტურის წინ, პარტიის გენერალური მდივანი, ფაქტობრივად, რომლის ექსკლუზიური მხარდაჭერითაც უნდა მიიღოს მონაწილეობა კანდიდატმა, ამბობს, რომ შეცდომა იყო მისი წარდგენა. ეს არის ფაქტობრივად, კანდიდატის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასი. ჩემთვის სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაური იყო ამის მოსმენა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები