მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძის „საიმედო ხვალინდელი დღე“
დავით ბაქრაძის „საიმედო ხვალინდელი დღე“

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბა. 28 ოქ­ტომ­ბე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ხალ­ხი თა­ვი­სი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას უკა­ნას­კნე­ლად შეძ­ლებს - ამის შემ­დეგ მხო­ლოდ ხმოს­ნებს ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა, აირ­ჩი­ონ ხალ­ხის ლი­დე­რი.

რო­გო­რი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოა და რო­გორ ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს? რო­გო­რია მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა პო­ლი­ტი­კის მიღ­მა და რას ჰპირ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს? ამ კი­თხვებს "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი და­ვით ბაქ­რა­ძე პა­სუ­ხობს.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ჩემი მშობ­ლე­ბი ფი­ზი­კო­სე­ბი არი­ან, ლექ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ. როცა კი­თხვას ვსწავ­ლობ­დი, ფი­ზი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მქონ­და გა­დაშ­ლი­ლი - ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ეს წიგ­ნე­ბი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას არ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იმ დროს პო­პუ­ლა­რულ პრო­ფე­სი­ებ­ზე შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნი, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ყი­დუ­ლი იყო ყვე­ლა ად­გი­ლი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ფი­ზი­კო­სო­ბა.

ყვე­ლა თბი­ლი­სე­ლი ბავ­შვის მსგავ­სად, მეც ვთა­მა­შობ­დი ფეხ­ბურთს, კა­ლათ­ბურთს, ვცუ­რავ­დი. ახლა გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ, სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბას მივ­ყვე.

მე­უღ­ლე, მაკა მეტ­რე­ვე­ლი, ექი­მია. ვზრდით ორ ქა­ლიშ­ვილს. უფ­რო­სი ეკა­ტე­რი­ნე ამე­რი­კა­ში, იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს, ნინო სკო­ლის მოს­წავ­ლეა.

- რო­გორ ატა­რებს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი თა­ვი­სუ­ფალ დროს?

- დიდი ხა­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქმის აღარ მაქვს. მინ­და ვიყო ჩარ­თუ­ლი შვი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მე­გობ­რებ­თან ყოფ­ნა, ამი­ტომ ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ოჯახ­სა და მე­გობ­რებს გა­ვუ­ნა­წი­ლო.

- რა გზა გა­ი­ა­რეთ იმი­სათ­ვის, რომ გამ­ხდა­რი­ყა­ვით პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პლი­მენ­ტია, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით. დარ­ჩე ადა­მი­ა­ნად - ეს მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ კა­რი­ე­რა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იმ გუნდთან ერ­თად და­ვი­წყე, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნის სა­კი­თხზე მუ­შა­ობ­და. 1999 წელს და­ი­დო ეს შე­თან­ხმე­ბა ირაკ­ლი მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მე, რო­გორც ახალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მა­ტი, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ყო­ველ­დღი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. შემ­დე­გი ეტა­პი იყო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში მუ­შა­ო­ბა. ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა პან­კი­სის ხე­ო­ბის ოპე­რა­ცია. მა­შინ რუ­სე­თის თავ­დას­ხმის საფრ­თხე დიდი იყო. მძი­მე დღე­ე­ბი იდგა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. შემ­დეგ იყო "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია". მარ­თა­ლია, არ ვყო­ფილ­ვარ ლი­დე­რი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვაქ­ტი­უ­რობ­დი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ ვა­და­ში შე­იქ­მნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც ვი­ყა­ვი და მა­შინ პირ­ვე­ლად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა სტან­დარ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბი­თაც და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით ევ­რო­პულ მო­დელს. შემ­დეგ ვი­ყა­ვი მი­ნის­ტრი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო აფხა­ზეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ვე­დით აფხა­ზეთ­ში და ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­და­ვე­ცით. ცოტა ხანს მო­მი­წია სა­გა­რეო­ საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბამ, თუმ­ცა ნა­ტოს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტი სწო­რედ მა­შინ შედ­გა და შევ­ძე­ლით, სა­ქარ­თვე­ლო მი­ახ­ლო­ე­ბო­და ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­სტი­ტუტს. ჩემი მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი ის არის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას მუდ­მი­ვად ვა­ხერ­ხებ­დი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით ვცდი­ლობ­დი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ყვე­ლას ახ­სოვს იმ დროს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბი. ჩემი მი­ზა­ნი იყო, სა­ხელ­მწი­ფო­ში არ დაგ­ვეშ­ვა ისე­თი არე­უ­ლო­ბა, რო­გო­რიც 90-იან წლებ­ში და­ი­წყო. ახლა ოპო­ზი­ცი­ა­ში მყო­ფიც იმა­ვეს ვცდი­ლობ.

- რო­გორ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ში გი­წევთ ბრძო­ლა პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის?

- მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბას. მათ რი­ტო­რი­კას ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს, რომ ცვლი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, უა­რე­სი იყოს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი რე­ვან­ში­თა და შუ­რის­ძი­ე­ბით. ვი­საც აღარ უნდა უმოძ­რა­ო­ბა, უკუს­ვლა და ჭა­ობ­ში ცხოვ­რე­ბა და არ უნდა რე­ვან­ში და შუ­რის­ძი­ე­ბა, ვპირ­დე­ბი, რომ სწო­რედ მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ნე­ბი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა~ ცდი­ლობს, მო­ა­ტყუ­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, როცა ამ­ტკი­ცებს, რომ პრე­ზი­დენტს ისე­თი შე­ზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი აქვს, მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. მათი მი­ზა­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე ცოტა ადა­მი­ა­ნის მოს­ვლაა, რათა გა­მო­ი­ყე­ნონ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტის გა­სა­მარ­ჯვებ­ლად. ამი­ტომ მთა­ვა­რია, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­დეს არ­ჩევ­ნებ­ზე, რათა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა რე­სურ­სმა არ გა­და­წყვი­ტოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი.

- ვინ არის მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი და­ვით ბაქ­რა­ძი­სათ­ვის?

- ჩემს კონ­კუ­რენ­ტად აღ­ვიქ­ვამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და არა - ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ის რომ მარ­თლაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი იყოს, ჩემს კონ­კუ­რენ­ტად არც კი მი­ვიჩ­ნევ­დი. სა­ნამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მხარ­და­ჭე­რას გა­მო­უ­ცხა­დებ­და, მისი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა ერთ თვე­ში მხო­ლოდ 40 ლარი იყო, მას შემ­დეგ კი, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო კამ­პა­ნი­ა­ში, ზუ­რა­ბიშ­ვილს დღე­ში ური­ცხა­ვენ ასე­უ­ლო­ბით ათას ლარს. სწო­რედ ეს ფი­ნან­სუ­რი გან­სხვა­ვე­ბა ადას­ტუ­რებს, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­ლი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის­გან გა­მი­გია, რომ აღარ სჯე­რათ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­პი­რე­ბე­ბის. მა­ნამ­დე, სა­ნამ პო­ლი­ტი­კოსს არ შე­ე­შინ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­ტრო­ლის და აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის, საშ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა. მე მჭირ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­თა მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­ი­აზ­როს, რომ მათ სჭირ­დე­ბათ ცვლი­ლე­ბა კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის. ძალა ხალ­ხშია და სწო­რედ ხალ­ხს შე­უძ­ლია, უძ­რა­ო­ბას უარი უთხრას.

- რას ჰპირ­დე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი და­ვით ბაქ­რა­ძე ამომ­რჩე­ველს?

- ჩემი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის კომ­პლექ­სუ­რი პა­კე­ტის შე­თა­ვა­ზე­ბაა, რო­მე­ლიც შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი 8 000 სტუ­დენ­ტის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას გუ­ლის­ხმობს. პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი კი იზ­რუ­ნებს ახალ­გაზ­რდე­ბის სწავ­ლე­ბა­ზე უცხო­ეთ­ში. არც ერთი კან­დი­და­ტი არ ლა­პა­რა­კობს შრო­მით ემიგ­რან­ტებ­ზე, არა­და, თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­სა­მე ოჯა­ხი­დან არი­ან წა­სუ­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ და მუ­შა­ო­ბენ, რომ ოჯა­ხე­ბი გა­და­არ­ჩი­ნონ. ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ელო­დე­ბა კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბას, რათა და­უბ­რუნ­დნენ ოჯა­ხებს. შრო­მის ბაზ­რის გახ­სნით უფრო მალე შეძ­ლე­ბენ თან­ხის დაგ­რო­ვე­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას. ჩემი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვის გზით მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნაა. ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ მრჩე­ბი­ან პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, ომის ვე­ტე­რა­ნე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და დევ­ნი­ლე­ბი. ხში­რად კი­თხუ­ლო­ბენ, აქვს თუ არა პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა, ილა­პა­რა­კოს პენ­სი­ებ­სა და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ზე. ამ სა­კი­თხე­ბის გარ­და, ჩემი მი­ზა­ნია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, დე­ო­კუ­პა­ცი­ა­სა და სა­გა­რეო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე მუ­შა­ო­ბაც. და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი, ვინ აფი­ნან­სებ­და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატს, ან ვინ მეს­ხმო­და თავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის მხრი­დან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა გა­ერ­თი­ან­დეს და წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვი­ა­როთ წინ, სა­ი­მე­დო ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

დავით ბაქრაძის „საიმედო ხვალინდელი დღე“

დავით ბაქრაძის „საიმედო ხვალინდელი დღე“

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. 28 ოქტომბერი განსაკუთრებულია, რადგან ხალხი თავისი ნების გამოხატვას უკანასკნელად შეძლებს - ამის შემდეგ მხოლოდ ხმოსნებს ექნებათ უფლება, აირჩიონ ხალხის ლიდერი.

როგორი საარჩევნო გარემოა და როგორ ცხოვრობს და მუშაობს? როგორია მისი ყოველდღიურობა პოლიტიკის მიღმა და რას ჰპირდება მოქალაქეებს? ამ კითხვებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პასუხობს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები ფიზიკოსები არიან, ლექტორები იყვნენ. როცა კითხვას ვსწავლობდი, ფიზიკის სახელმძღვანელო მქონდა გადაშლილი - ოჯახის ბიბლიოთეკაში უმეტესობა სწორედ ეს წიგნები იყო. სამწუხაროდ, აბიტურიენტობისას არ მომეცა შესაძლებლობა, იმ დროს პოპულარულ პროფესიებზე შემეჩერებინა არჩევანი, რადგან უნივერსიტეტებში გაყიდული იყო ყველა ადგილი, ამიტომ გადავწყვიტე ფიზიკოსობა.

ყველა თბილისელი ბავშვის მსგავსად, მეც ვთამაშობდი ფეხბურთს, კალათბურთს, ვცურავდი. ახლა გადატვირთული რეჟიმის გამო ვეღარ ვახერხებ, სპორტის რომელიმე სახეობას მივყვე.

მეუღლე, მაკა მეტრეველი, ექიმია. ვზრდით ორ ქალიშვილს. უფროსი ეკატერინე ამერიკაში, იელის უნივერსიტეტში სწავლობს, ნინო სკოლის მოსწავლეა.

- როგორ ატარებს პრეზიდენტობის კანდიდატი თავისუფალ დროს?

- დიდი ხანია, თავისუფალი დრო თითქმის აღარ მაქვს. მინდა ვიყო ჩართული შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან მიყვარს მეგობრებთან ყოფნა, ამიტომ ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახსა და მეგობრებს გავუნაწილო.

- რა გზა გაიარეთ იმისათვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტობის კანდიდატი?

- ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია, როცა მეუბნებიან, რომ არ გამოვირჩევი აგრესიულობით. დარჩე ადამიანად - ეს მთავარი ღირებულებაა. ძალიან გამიმართლა, რომ კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ გუნდთან ერთად დავიწყე, რომელიც რუსული ბაზების გაყვანის საკითხზე მუშაობდა. 1999 წელს დაიდო ეს შეთანხმება ირაკლი მენაღარიშვილის მონაწილეობით. მეამაყება, რომ მე, როგორც ახალგაზრდა დიპლომატი, სამი წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული ყოველდღიურ მოლაპარაკებებში. შემდეგი ეტაპი იყო უშიშროების საბჭოში მუშაობა. ამ პერიოდს დაემთხვა პანკისის ხეობის ოპერაცია. მაშინ რუსეთის თავდასხმის საფრთხე დიდი იყო. მძიმე დღეები იდგა, მაგრამ მნიშვნელოვანი - საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. შემდეგ იყო "ვარდების რევოლუცია". მართალია, არ ვყოფილვარ ლიდერი, მაგრამ ძალიან ვაქტიურობდი. წინა ხელისუფლების დროს პარლამენტის პირველ ვადაში შეიქმნა ევროინტეგრაციის კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც ვიყავი და მაშინ პირველად დავიწყეთ მუშაობა სტანდარტებზე, რომლებითაც დავუახლოვდებოდით ევროპულ მოდელს. შემდეგ ვიყავი მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთთან ურთიერთობა. ყოველგვარი პირობების გარეშე ჩავედით აფხაზეთში და ჯარისკაცები გადავეცით. ცოტა ხანს მომიწია საგარეო საქმეთა მინისტრობამ, თუმცა ნატოს ბუქარესტის სამიტი სწორედ მაშინ შედგა და შევძელით, საქართველო მიახლოებოდა ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ჩემი მთავარი მონაპოვარი ის არის, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას მუდმივად ვახერხებდი ოპოზიციონერებთან ურთიერთობას და მშვიდობიანი გზით ვცდილობდი პრობლემების მოგვარებას. ყველას ახსოვს იმ დროს გამართული აქციები. ჩემი მიზანი იყო, სახელმწიფოში არ დაგვეშვა ისეთი არეულობა, როგორიც 90-იან წლებში დაიწყო. ახლა ოპოზიციაში მყოფიც იმავეს ვცდილობ.

- როგორ საარჩევნო გარემოში გიწევთ ბრძოლა პრეზიდენტობისთვის?

- მოქმედი ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის დაშინებას. მათ რიტორიკას ლაიტმოტივად გასდევს, რომ ცვლილება, შესაძლოა, უარესი იყოს, მოსალოდნელი რევანშითა და შურისძიებით. ვისაც აღარ უნდა უმოძრაობა, უკუსვლა და ჭაობში ცხოვრება და არ უნდა რევანში და შურისძიება, ვპირდები, რომ სწორედ მათი შეხედულებების გამზიარებელი პრეზიდენტი ვიქნები. `ქართული ოცნება~ ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება, როცა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს ისეთი შეზღუდული უფლებები აქვს, მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ განახორციელებს. მათი მიზანი არჩევნებზე ცოტა ადამიანის მოსვლაა, რათა გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი საკუთარი კანდიდატის გასამარჯვებლად. ამიტომ მთავარია, ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე, რათა ადმინისტრაციულმა რესურსმა არ გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი.

- ვინ არის მთავარი კონკურენტი დავით ბაქრაძისათვის?

- ჩემს კონკურენტად აღვიქვამ ხელისუფლებას და არა - ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ის რომ მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს, ჩემს კონკურენტად არც კი მივიჩნევდი. სანამ "ქართული ოცნება" მხარდაჭერას გამოუცხადებდა, მისი შემოწირულობა ერთ თვეში მხოლოდ 40 ლარი იყო, მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო კამპანიაში, ზურაბიშვილს დღეში ურიცხავენ ასეულობით ათას ლარს. სწორედ ეს ფინანსური განსხვავება ადასტურებს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბიშვილი და ხელისუფლების მხარდაჭერილი ზურაბიშვილი ერთმანეთისგან განსხვავდება. ბევრი ჩვენი თანამოქალაქისგან გამიგია, რომ აღარ სჯერათ პოლიტიკოსების დაპირებების. მანამდე, სანამ პოლიტიკოსს არ შეეშინდება საზოგადოების კონტროლის და აქტიური ჩართულობის, საშველი არ იქნება. მე მჭირდება მოქალაქეთა მხარდაჭერა, მაგრამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ მათ სჭირდებათ ცვლილება კეთილდღეობისათვის. ძალა ხალხშია და სწორედ ხალხს შეუძლია, უძრაობას უარი უთხრას.

- რას ჰპირდება საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩეველს?

- ჩემი მთავარი დაპირება ახალგაზრდებისთვის განათლების კომპლექსური პაკეტის შეთავაზებაა, რომელიც შეჭირვებული 8 000 სტუდენტის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი იზრუნებს ახალგაზრდების სწავლებაზე უცხოეთში. არც ერთი კანდიდატი არ ლაპარაკობს შრომით ემიგრანტებზე, არადა, თითქმის ყოველი მესამე ოჯახიდან არიან წასული საზღვარგარეთ და მუშაობენ, რომ ოჯახები გადაარჩინონ. ყველა ქართველი ემიგრანტი ელოდება კაპიტალის დაგროვებას, რათა დაუბრუნდნენ ოჯახებს. შრომის ბაზრის გახსნით უფრო მალე შეძლებენ თანხის დაგროვებას და საქართველოში ჩამოსვლას. ჩემი მთავარი დაპირება ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვის გზით მეტი სამუშაო ადგილის შექმნაა. ყურადღების მიღმა არ მრჩებიან პენსიონერები, ომის ვეტერანები, სოციალურად დაუცველი ადამიანები და დევნილები. ხშირად კითხულობენ, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, ილაპარაკოს პენსიებსა და სხვადასხვა სოციალურ პაკეტზე. ამ საკითხების გარდა, ჩემი მიზანია ევროინტეგრაციაზე, დეოკუპაციასა და საგარეო ინტერესების დაცვაზე მუშაობაც. დავინტერესდები, ვინ აფინანსებდა სახელისუფლებო კანდიდატს, ან ვინ მესხმოდა თავს "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და წარსული შეცდომების გათვალისწინებით ვიაროთ წინ, საიმედო ხვალინდელი დღისთვის.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის