ცნობილმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ დაადასტურა,რომ უკვე 10 თვეა, პრინცების - უილიამისა და ჰარის ახლო მეგობარს, ალექსანდერ გილკესს ხვდება. სოციალურ მედიაში მარიამ ერთობლივი ფოტოების გაზიარებაც დაიწყო, ურთიერთობას წყვილი საგულდაგულოდ მალავდა. „ინსტაგრამზე“ 31 სპორტსმენმა მეგობარი მამაკაცის მინდორში გადაღებული ფოტო ატვირთა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდერი დაქორწინებული იყო დიზაინერ მიშა ნონუზე, რომელმაც, სავარაუდოდ, ჰარი და მეგანი ერთმანეთს გააცნო. ნიუ-იორკელი დიზაინერი ცოლად 2012 წელს შეირთო, თუმცა წყვილი 2016 წელს დაშორდა.
39 წლის ალექსანდერი უილიამსა და ჰარის იტონის კოლეჯში სწავლის დროს დაუმეგობრდა. გასულ კვირას იმყოფებოდა პრინცესა იუჯინის ქორწილშიც. მისი უმცროსი ძმა ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს ქეით მიდლტონის დას, პიპა მიდლტონს ხვდებოდა.