მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ წვავს თქვენი მანქანა უფრო მეტს...
რატომ წვავს თქვენი მანქანა უფრო მეტს...

ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ ნაჩ­ვე­ნებ მო­ნა­ცე­მებ­ში საწ­ვა­ვის ხარ­ჯი უფრო და უფრო მცირ­დე­ბა, მაგ­რამ მძღო­ლე­ბი პრაქ­ტი­კა­ში ამას ვერ გრძნო­ბენ. რა­ტომ?

საწ­ვა­ვის ხარ­ჯი მძღო­ლის­თვის მხო­ლოდ მა­ში­ნაა სუ­ლერ­თი, როცა მას ბევ­რი ფული აქვს. არა­და, ასეც არ უნდა იყოს, რად­გან რა­ო­დენ მდი­და­რიც არ უნდა იყო, ზო­მი­ე­რე­ბა ყო­ველ­თვის და ყვე­ლა­ფერ­ში სა­ჭი­როა. თა­ნაც, რაც უფრო მეტ საწ­ვავს მო­იხ­მარს ავ­ტო­მო­ბი­ლი, მით უფრო აბინ­ძუ­რებს იმ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ.

თუმ­ცა ისე­თე­ბი, ვი­საც საწ­ვა­ვის ხარ­ჯი არ აინ­ტე­რე­სებს, ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი არი­ან. მძღო­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის კი ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი და ხში­რად მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა - მით უმე­ტეს იმ დროს, როცა საწ­ვა­ვი ძვი­რია და ფასი არა და არ აკ­ლდე­ბა.

ევ­რო­პა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის საწ­ვა­ვის ხარ­ჯით სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და მა­ნამ, სა­ნამ პირ­ვე­ლი სა­ნავ­თო­ბო კრი­ზი­სი არ დად­გა, ეს კი 70-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მოხ­და. მა­ნამ­დე ბენ­ზი­ნი იაფი იყო და ევ­რო­პის არ­ცერ­თი ქვეყ­ნის არ­ცერთ პო­ლი­ტი­კოსს არ აინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დენს მო­იხ­მარ­დნენ იმ დრო­ინ­დე­ლი მან­ქა­ნე­ბი. მერე კი, როცა ნავ­თო­ბის ონ­კა­ნი გა­და­ი­კე­ტა, საწ­ვა­ვის ფასი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი გახ­და - მაგ­რამ ცოტა ხნით, რად­გან კრი­ზის­მა მალე გა­და­ი­ა­რა.

ამის შემ­დეგ საწ­ვა­ვის ხარ­ჯი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მხო­ლოდ 30 წლის შემ­დეგ მო­ექ­ცა - იმ დროს, როცა ევ­რო­პა­ში ბევრ რა­მე­ზე, პირ­ველ რიგ­ში გა­რე­მო­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რდნენ და გა­მო­ნა­ბოლ­ქვის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით გა­და­სა­ხა­დე­ბი და­ა­წე­სეს. შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­წყო ე.წ. Downsizing-ის ხანა და მო­და­ში მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­მო­ვი­და. საწ­ვა­ვის ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლებ­მაც აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს და რო­გორც ქა­ღალ­დზე ჩანს, სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­აღ­წი­ეს: თე­ო­რი­უ­ლად, 2001-დან 2011 წლამ­დე ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის საწ­ვა­ვის ხარ­ჯი მთე­ლი ერთი მე­ხუ­თე­დით შემ­ცირ­და. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად...

სამ­წუ­ხა­როდ, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში AUTO BILD-ის ტეს­ტებ­ში თე­ო­რი­უ­ლი მიღ­წე­ვა პრაქ­ტი­კა­ში არ აი­სა­ხე­ბო­და და გან­სხვა­ვე­ბა რე­ა­ლურ და ოფი­ცი­ა­ლურ ხარჯს შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 23 პრო­ცენ­ტია! მა­ღა­ლი კლა­სის BMW 20 წლის წი­ნათ 6-ცი­ლინ­დრი­ა­ნი ძრა­ვი­თა და 180 ცხე­ნის ძა­ლით სა­შუ­ა­ლოდ 12-დან 13 ლიტ­რამ­დე საწ­ვავს მო­იხ­მარ­და. დღეს, 4-ცი­ლინ­დრი­ა­ნი Turbo-აგ­რე­გა­ტით, ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში მარ­თვის დროს ხარ­ჯი 11 ლიტრს, ანუ, და­ახ­ლო­ე­ბით 10 პრო­ცენ­ტით ნაკ­ლებს შე­ად­გენს. ამის მი­ზე­ზი ისი­ცაა, რომ აქ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ნი­მუმ 10 სან­ტი­მეტ­რით გა­ი­ზარ­და, წო­ნა­ში 300 კი­ლოგ­რა­მი მო­ი­მა­ტა და 1994 წლის წი­ნა­მორ­ბედ­თან შე­და­რე­ბით 60 ცხე­ნის ძა­ლით მე­ტიც აქვს.

მაგ­რამ ზომა, წონა და მეტი სიმ­ძლავ­რე მხო­ლოდ ერ­თია იმ ხუთი ას­პექ­ტი­დან, რაც AUTO BILD-მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. მაშ ასე: პა­სუ­ხე­ბი კი­თხვა­ზე "რა­ტომ მო­იხ­მა­რენ თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტს, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში წე­რია?"

საწ­ვა­ვის ხარ­ჯი: სტენ­დი პრაქ­ტი­კის ნაც­ვლად

როცა ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მშვი­დად მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში მძღო­ლებს ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი ხარ­ჯის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლი­ათ, ეს მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბია. არც ავ­ტო­მო­ბი­ლებს და არც სვლის მა­ნე­რას რე­ა­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს. გან­სხვა­ვე­ბა საწ­ვა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ და რე­ა­ლურ ხარჯს შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 23 პრო­ცენ­ტია...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

რატომ წვავს თქვენი მანქანა უფრო მეტს...

რატომ წვავს თქვენი მანქანა უფრო მეტს...

ავტომწარმოებლების მიერ ნაჩვენებ მონაცემებში საწვავის ხარჯი უფრო და უფრო მცირდება, მაგრამ მძღოლები პრაქტიკაში ამას ვერ გრძნობენ. რატომ?

საწვავის ხარჯი მძღოლისთვის მხოლოდ მაშინაა სულერთი, როცა მას ბევრი ფული აქვს. არადა, ასეც არ უნდა იყოს, რადგან რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყო, ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა. თანაც, რაც უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი, მით უფრო აბინძურებს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

თუმცა ისეთები, ვისაც საწვავის ხარჯი არ აინტერესებს, ძალიან ცოტანი არიან. მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ხშირად მტკივნეული თემაა - მით უმეტეს იმ დროს, როცა საწვავი ძვირია და ფასი არა და არ აკლდება.

ევროპაში ავტომობილების საწვავის ხარჯით სერიოზულად არავინ დაინტერესდა მანამ, სანამ პირველი სანავთობო კრიზისი არ დადგა, ეს კი 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა. მანამდე ბენზინი იაფი იყო და ევროპის არცერთი ქვეყნის არცერთ პოლიტიკოსს არ აინტერესებდა, რამდენს მოიხმარდნენ იმ დროინდელი მანქანები. მერე კი, როცა ნავთობის ონკანი გადაიკეტა, საწვავის ფასი პოლიტიკური საკითხი გახდა - მაგრამ ცოტა ხნით, რადგან კრიზისმა მალე გადაიარა.

ამის შემდეგ საწვავის ხარჯი ყურადღების ცენტრში მხოლოდ 30 წლის შემდეგ მოექცა - იმ დროს, როცა ევროპაში ბევრ რამეზე, პირველ რიგში გარემოზე სერიოზულად დაფიქრდნენ და გამონაბოლქვის რაოდენობის მიხედვით გადასახადები დააწესეს. შესაბამისად, დაიწყო ე.წ. Downsizing-ის ხანა და მოდაში მცირელიტრაჟიანი ავტომობილები შემოვიდა. საწვავის ხარჯის შემცირებაზე ზრუნვა ავტომწარმოებლებმაც აქტიურად დაიწყეს და როგორც ქაღალდზე ჩანს, სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს: თეორიულად, 2001-დან 2011 წლამდე ახალი ავტომობილების საწვავის ხარჯი მთელი ერთი მეხუთედით შემცირდა. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად...

სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში AUTO BILD-ის ტესტებში თეორიული მიღწევა პრაქტიკაში არ აისახებოდა და განსხვავება რეალურ და ოფიციალურ ხარჯს შორის დაახლოებით 23 პროცენტია! მაღალი კლასის BMW 20 წლის წინათ 6-ცილინდრიანი ძრავითა და 180 ცხენის ძალით საშუალოდ 12-დან 13 ლიტრამდე საწვავს მოიხმარდა. დღეს, 4-ცილინდრიანი Turbo-აგრეგატით, ნორმალურ რეჟიმში მართვის დროს ხარჯი 11 ლიტრს, ანუ, დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებს შეადგენს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ აქტუალური მოდელი ყველა მიმართულებით მინიმუმ 10 სანტიმეტრით გაიზარდა, წონაში 300 კილოგრამი მოიმატა და 1994 წლის წინამორბედთან შედარებით 60 ცხენის ძალით მეტიც აქვს.

მაგრამ ზომა, წონა და მეტი სიმძლავრე მხოლოდ ერთია იმ ხუთი ასპექტიდან, რაც AUTO BILD-მა აღმოაჩინა. მაშ ასე: პასუხები კითხვაზე "რატომ მოიხმარენ თანამედროვე ავტომობილები იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში წერია?"

საწვავის ხარჯი: სტენდი პრაქტიკის ნაცვლად

როცა ავტომწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მშვიდად მართვის შემთხვევაში მძღოლებს ოფიციალურ მონაცემებში ნაჩვენები ხარჯის მიღწევა შეუძლიათ, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. არც ავტომობილებს და არც სვლის მანერას რეალობასთან კავშირი არ აქვს. განსხვავება საწვავის ოფიციალურ და რეალურ ხარჯს შორის დაახლოებით 23 პროცენტია...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ