ავტორი:

ვანო ჩხარტიშვილის სიგარეტის საიდუმლო სქემა - როგორ უმალავს ბიუჯეტს მილიონებს ბიზნესმენი?

ვანო ჩხარტიშვილის სიგარეტის საიდუმლო სქემა - როგორ უმალავს ბიუჯეტს მილიონებს ბიზნესმენი?

არსებობს თუ არა კორუფციული გარიგებები მთავრობასა და ბიზნესს შორის, იხდის თუ არა კერძო სექტორი წილს თავისი შემოსავლებიდან პარტიის ფონდში და რას იღებს სანაცვლოდ მთავრობისგან ბიზნესი - როგორც ერთი ცნობილი "საქმოსანი" იტყოდა, ეს ყველაფერი "ფოლკლორია", მთავარი ის მიზეზია, რაც ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში აღწერილ შედეგებთან ერთად საგამოძიებო უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. თუმცა დეფორმირებულ პროკურატურას ჯერ რეფორმირება სჭირდება და სიმართლეს როდის დაადგენს, ძნელი სათქმელია...

რადგან "კინო" დაჭრეს და ისე შემოგვთავაზეს, მოდი, მოვლენათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ავაწყოთ და ვფიქრობთ, ერთ-ერთი ბოლო ფარული აუდიოჩანაწერით უნდა დავიწყოთ.

ამ ჩანაწერში "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ჩუბინიშვილი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბარში კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის გავლენით დალაგდა. როგორც საუბრიდან ჩანს, ირაკლი ჩუბინიშვილმა ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთი პირისგან მიიღო ინფორმაცია, რომ უწყების იმდროინდელ ხელმძღვანელ დიმიტრი ქუმსიშვილს გამზადებული ჰქონდა დასკვნა ირაკლი ჩუბინიშვილის და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის 26 მილიონით დასაჯარიმებლად. ჩანაწერის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ვანო ჩხარტიშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რასაც შემდგომ ქუმსიშვილთან დაპირისპირება მოჰყვა.

საინტერესოა, ან რატომ აჯარიმებდა სახელმწიფო უწყება კომპანიას, ან თუ დასაჯარიმებელი იყო, შემდეგ რატომ გადაიფიქრა? აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ფარულ აუდიოჩანაწერებში "თბილისის თამბაქოს" დამფუძნებელი მთავრობასთან ურთიერთობის დალაგების თავის გამოცდილებას "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს უზიარებს, მოგვიანებით კი სახელმწიფოსთან თამბაქოს ერთიანი სადისტრიბუციო კომპანიის შექმნის სქემასაც სთავაზობს, საიდანაც 50% ე.წ. ფონდის თუ პარტიის ყულაბაში უნდა წასულიყო.

რატომ მიდის ბიზნესი ასეთ გარიგებაზე მთავრობასთან და რას იღებს სანაცვლოდ? წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტის არაერთი მაგალითი გვსმენია, როცა პატიმარ ბიზნესმენებთან ნოტარიუსები შუაღამისას ციხეში მიჰყავდათ და წილებს თუ ქონებას იძულებით ათმობინებდნენ, აქ კი თამბაქოს მწარმოებლები მსჯელობენ რაღაც ფონდში 50%-ის გადახდაზე. როგორც ჩანს, ინტერესთა თანხვედრას აქვს ადგილი და ისევ შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენები გაგვახსენდა, რომლებიც მზად იყვნენ ქრთამი კონვერტებით დაერიგებინათ ჩინოვნიკებისთვის, ოღონდ კი ბიუჯეტში გადასახადები არ გადაეხადათ. საბოლოოდ მათ, რა თქმა უნდა, დიდი ლუკმა რჩებოდათ, ქვეყანა კი უკან-უკან მიდიოდა.

2017 წლის 1-ლ იანვარს საქართველოში მწეველებისთვის სიგარეტის ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეხუთედ გაიზარდა. ამჯერად აქციზის გადასახადი ერთ შეკვრა ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრით, უფილტრო სიგარეტის ერთ კოლოფზე კი 30 თეთრით გაიზარდა. ჯამში დღეს უფილტრო სიგარეტის ღირებულებაში აქციზის ფასი - 60 თეთრი, ხოლო ფილტრიანის - 1,70 ლარია. სხვაობა თვალშისაცემია - კოლოფზე 1,10 ლარი! სიგარეტზე აქციზის ბოლოდროინდელ ზრდას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ფასის ზრდით სიგარეტის მოხმარების შემცირება.

იხილეთ ვიდეო: ვანო ჩხარტიშვილის სიგარეტის საიდუმლო გეგმა

გარდა ამისა, საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო ვალდებულია გააძლიეროს კონტროლი თამბაქოს მოხმარებაზე. და კიდევ, აქციზით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებიც იზრდება.

საინტერესოა, როგორ იმოქმედა აქციზის ზრდამ თამბაქოს ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ შემცირდა იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება, თუმცა გაიზარდა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის წარმოება და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი სარეალიზაციო ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთი შეხედვით, გამოდის, რომ მწეველებმა სიგარეტზე აქციზის და შესაბამისად ფასის ზრდას ძვირად ღირებული ფილტრიანი სიგარეტის უფრო იაფი, უფილტრო, ადგილობრივი სიგარეტის ჩანაცვლებით უპასუხეს, თუმცა ჩვენს გარშემო ერთი ადამიანიც კი ვერ ვნახეთ, ვინც უფილტრო სიგარეტს ეწევა...

როგორ ამხილა თამბაქოს მაგნატები ჯიხურის გამყიდველმა

რადგან ოფიციალურ მონაცემებში არაფერი იკითხებოდა, რამდენიმე თამბაქოს ჯიხურს მივაშურეთ და ადგილობრივი სიგარეტის სრული ასორტიმენტი მოვითხოვეთ. სწორედ აქ ამოვხსენით თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების "წარმატების ფორმულა", რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა თამბაქოს მომხმარებლის ქცევაში.

როგორც აღმოჩნდა, როცა მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების ე.წ. უფილტრო სიგარეტის კოლოფს ყიდულობს, "საჩუქრად" ზუსტად 20 ცალი ფილტრი მოჰყვება. ასეთი "ინოვაციური" მიგნებისა თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კორპორაციებსაც კი შეშურდებათ! ერთი შეხედვით, უფილტრო სიგარეტი ფილტრიანისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, მაგრამ საკმარისია ღერი გადმოატრიალოთ და დაინახავთ სიცარიელეს, სადაც "ნაჩუქარი" ფილტრი უნდა მოათავსოთ.

მოკლედ, ხელის მარტივი მოძრაობით უფილტრო სიგარეტი შეგიძლიათ ფილტრიანად გადააქციოთ. არის თუ არა ეს ერთგვარი ხრიკი, გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობა, არაკეთილსინდისიერი ქცევა ბაზარზე თუ კიდევ სხვა რამ, საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაარკვიონ, თუ რა თქმა უნდა, ამას მოინდომებენ. ფაქტი ერთია - ამ გზით თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებს და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავს.

სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო "თბილისის თამბაქოსთვის" 26 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმის მიზეზი და ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა სწორედ უფილტრო და ფილტრიანს შორის აქციზის სხვაობა დაუთვალა კომპანიას. უნდა ითქვას, რომ სწორედ ასე იყიდება ბაზარზე ოქუაშვილის "ოჯთ"-ს სიგარეტიც და იგივე ფილტრები მოჰყვება საჩუქრად, რაც "თბილისის თამბაქოს" სიგარეტ "პირველს" წაიკითხეთ მეტი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები