პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ნა­კა­დი მარ­თოს, თუმ­ცა რე­კორ­დუ­ლი ოდე­ნო­ბის გამო, მომ­სა­ხუ­რე­ბის დრო საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს ორი სერ­ვი­სის გამო ეწ­ვია - ეს არის ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის ლი­ცენ­ზია და მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პირ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გის­ტრა­ცია. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის გან­ცხა­დე­ბას „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ორი კონ­კრე­ტუ­ლი სერ­ვი­სის გამო, რო­მელ­თა გა­ცე­მის ვადა პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე იწუ­რე­ბა, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს დღეს რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­მა მო­მარ­თა. კერ­ძოდ, თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 8500 მომ­ხმა­რე­ბელს, რა დრო­საც მო­ქა­ლა­ქე­თა ლო­დი­ნის სა­შუ­ა­ლო დრო 5:36 წუ­თია. 2018 წლის 28 სექ­ტემ­ბრის 13:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, თბი­ლი­სის ფი­ლი­ა­ლი მო­ემ­სა­ხუ­რა სა­შუ­ა­ლოდ 4411 მომ­ხმა­რე­ბელს, ხოლო მო­ლო­დინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 2289 მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ხსე­ნე­ბუ­ლი ორი კონ­კრე­ტუ­ლი სერ­ვი­სი კი გახ­ლავთ ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის ლი­ცენ­ზია და მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებლ პირ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გის­ტრა­ცია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს „შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრულ მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცველ მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ­პი­რო­ბე­ბი­ან სა­მუ­შა­ო­ებს, ვალ­დე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­თა რე­ესტრში და­ა­რე­გის­ტრი­როს. რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სის ბო­ლოს და­ი­წყო (მთავ­რო­ბის 27.07.2018წ. N381 დად­გე­ნი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე) და 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბო­და.

პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე ეწუ­რე­ბა ვადა ასე­ვე ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც 21 აგ­ვის­ტო­დან თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლშიც გა­ი­ცე­მა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ტაქ­სი და­ჯა­რიმ­დე­ბა, თუმ­ცა ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მა გაგ­რძელ­დე­ბა ისე, რო­გორც ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე სერ­ვი­სი მი­ნი­მუმ თვე­ზე მე­ტია მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ი­ცე­მა, ვი­ნა­ი­დან 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე სრულ­დე­ბა მათი გა­ცე­მის ვა­დე­ბი, მომ­ხმა­რებ­ლის დიდ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს სწო­რედ სერ­ვი­სის გა­ცე­მის ბოლო დღეს მი­მარ­თა.

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ნა­კა­დი მარ­თოს, თუმ­ცა რე­კორ­დუ­ლი ოდე­ნო­ბის გამო, ცხა­დია, მომ­სა­ხუ­რე­ბის დრო საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია. ჩვენ ვთხოვთ მომ­ხმა­რე­ბელს სიმ­შვი­დე­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რად­გან რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის პერ­სო­ნა­ლი, ასე­ვე მომ­ხმა­რე­ბე­ლი არა­ორ­დი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ჩვენ ყვე­ლა ძა­ლას ვხმა­რობთ იმი­სათ­ვის, რომ არ­ცერთ მომ­ხმა­რე­ბელს პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნას“, - ნათ­ქვა­მია იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი იუსტიციის სახლს ორი სერვისის გამო ეწვია - ეს არის ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. იუსტიციის სახლის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მომართა. კერძოდ, თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღიურად ემსახურება საშუალოდ 8500 მომხმარებელს, რა დროსაც მოქალაქეთა ლოდინის საშუალო დრო 5:36 წუთია. 2018 წლის 28 სექტემბრის 13:00 საათის მდგომარეობით, თბილისის ფილიალი მოემსახურა საშუალოდ 4411 მომხმარებელს, ხოლო მოლოდინში იმყოფება 2289 მომხმარებელი.

ხსენებული ორი კონკრეტული სერვისი კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებლ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

როგორც ცნობილია, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და 1-ელ ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

პირველ ოქტომბრამდე ეწურება ვადა ასევე ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღებას, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი მინიმუმ თვეზე მეტია მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1-ელ ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია, მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენ ვთხოვთ მომხმარებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ იმისათვის, რომ არცერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ