საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდა
გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 6-ვე პირს, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს გია თვა­ლა­ვა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­ყე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბრალ­დე­ბის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­თე­ლა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შემ­დე­გი რეპ­ლი­კით შეხ­ვდა: „რა­ტომ მა­პა­ტიმ­რებთ რა­ტომ? მო­ვიკ­ლავ თავს და თქვენს ნა­მუს­ზე იყოს!“

სუს-მა ე.წ. „სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის“ სფე­რო­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი გია თვა­ლა­ვა­ძე ორი დღის წინ და­ა­კა­ვა. ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ნინო კ, ქე­თე­ვან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნა­თე­ლა მ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდა

გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი გადაწყვეტილებას შემდეგი რეპლიკით შეხვდა: „რატომ მაპატიმრებთ რატომ? მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!“

სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს