მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პილოტების მოწმობის მიღება მარტივდება
პილოტების მოწმობის მიღება მარტივდება

სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სფე­რო­ში პი­ლო­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბის, ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან (ICAO, Part FCL) შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის და პი­ლო­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მზარ­დი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო ავი­ა­ცი­ის ავი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის ავი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბა მარ­ტივ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი „ავი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტთა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის წე­სებ­ში“ უკვე შე­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თო­თხმე­ტი­დან ექ­ვსამ­დე მცირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ავი­ა­ცი­ის ავი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის პი­ლო­ტის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

კერ­ძოდ, ავი­ა­კომ­პა­ნი­ის სატ­რან­სპორ­ტო/კო­მერ­ცი­უ­ლი პი­ლო­ტის მოწ­მო­ბა­ზე განმცხა­დე­ბელ­მა ნაც­ვლად ამ­ჟა­მად დად­გე­ნი­ლი საგ­ნე­ბი­სა (1. სა­ჰა­ე­რო სა­მარ­თა­ლი; 2. სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ზო­გა­დი ცოდ­ნა (პლა­ნე­რი/სის­ტე­მე­ბი/ძა­ლუ­რი და­ნად­გა­რე­ბი); 3.სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ზო­გა­დი ცოდ­ნა (სა­ხელ­სა­წყო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა); 4.მასა და ბა­ლან­სი; 5.საფ­რე­ნოს­ნო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი; 6.საფ­რე­ნოს­ნო და­გეგ­მვა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა; 7.ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; 8.მე­ტე­ო­რო­ლო­გია; 9.ზო­გა­დი ნა­ოს­ნო­ბა; 10.რა­დი­ო­ნა­ვი­გა­ცია; 11.სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო წე­სე­ბი; 12.ფრე­ნის სა­ფუძ­ვლე­ბი; 13.ვფწ ფრა­ზე­ო­ლო­გია; 14.სფწ ფრა­ზე­ო­ლო­გია), თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დე­ბი უნდა ჩა­ა­ბა­როს შემ­დეგ საგ­ნებ­ში: 1. სა­ჰა­ე­რო სა­მარ­თა­ლი; 2. საფ­რე­ნოს­ნო და­გეგ­მვა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა; 3. ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; 4. სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო წე­სე­ბი; 5. ვი­ზუ­ა­ლუ­რი ფრე­ნის წე­სე­ბის ფრა­ზე­ო­ლო­გია; 6. სა­ხელ­სა­წყო ფრე­ნის წე­სე­ბის ფრა­ზე­ო­ლო­გია.

ამას­თან, მოყ­ვა­რუ­ლი პი­ლო­ტის მოწ­მო­ბის მა­ძი­ე­ბელ­მა ნაც­ვლად ამ­ჟა­მად დად­გე­ნი­ლი საგ­ნე­ბი­სა (1.სა­ჰა­ე­რო სა­მარ­თა­ლი; 2. სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ცოდ­ნა; 3.საფ­რე­ნოს­ნო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და და­გეგ­მვა; 4.ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; 5.მე­ტე­ო­რო­ლო­გია; 6. ნა­ოს­ნო­ბა; 7.სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო წე­სე­ბი; 8.ფრე­ნის სა­ფუძ­ვლე­ბი; 9.ფრა­ზე­ო­ლო­გია), თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დე­ბი უნდა ჩა­ა­ბა­როს შემ­დეგ საგ­ნებ­ში: 1. სა­ჰა­ე­რო სა­მარ­თა­ლი; 2.ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; 3. სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო წე­სე­ბი; 4. ფრა­ზე­ო­ლო­გია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს სა­ხელ­მწი­ფო ავი­ა­ცი­ის ავი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სამ­ხედ­რო­დან სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ა­ში კონ­ვერ­ტა­ცი­ის პრო­ცესს. (სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის 2012 წლის 30 აგ­ვის­ტოს №150 ბრძა­ნე­ბა „ავი­ას­პე­ცი­ა­ლის­ტთა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის წე­სე­ბის“ დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ გან­თავ­სე­ბუ­ლია შემ­დეგ ბმულ­ზე: www.gcaa.ge/geo

ავტორი:

პილოტების მოწმობის მიღება მარტივდება

პილოტების მოწმობის მიღება მარტივდება

სამოქალაქო ავიაციის სფეროში პილოტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობის, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან (ICAO, Part FCL) შესაბამისობაში მოყვანის და პილოტებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება. შესაბამისი ცვლილებები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ უკვე შევიდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა.

კერძოდ, ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობაზე განმცხადებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1. საჰაერო სამართალი; 2. საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები); 3.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (სახელსაწყო აღჭურვილობა); 4.მასა და ბალანსი; 5.საფრენოსნო მახასიათებლები; 6.საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 7.ადამიანური შესაძლებლობები; 8.მეტეოროლოგია; 9.ზოგადი ნაოსნობა; 10.რადიონავიგაცია; 11.საექსპლუატაციო წესები; 12.ფრენის საფუძვლები; 13.ვფწ ფრაზეოლოგია; 14.სფწ ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1. საჰაერო სამართალი; 2. საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 3. ადამიანური შესაძლებლობები; 4. საექსპლუატაციო წესები; 5. ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია; 6. სახელსაწყო ფრენის წესების ფრაზეოლოგია.

ამასთან, მოყვარული პილოტის მოწმობის მაძიებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2. საჰაერო ხომალდის ცოდნა; 3.საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა; 4.ადამიანური შესაძლებლობები; 5.მეტეოროლოგია; 6. ნაოსნობა; 7.საექსპლუატაციო წესები; 8.ფრენის საფუძვლები; 9.ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში: 1. საჰაერო სამართალი; 2.ადამიანური შესაძლებლობები; 3. საექსპლუატაციო წესები; 4. ფრაზეოლოგია.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტების სამხედროდან სამოქალაქო ავიაციაში კონვერტაციის პროცესს. (სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულზე: www.gcaa.ge/geo

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ