მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი უფლება არ ექნება სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს?
რისი უფლება არ ექნება სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს?

თე­ლავ­ში, “ბა­ტო­ნის სა­სახ­ლე­ში“ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის ფიცი დადო. ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის­თა­ნა­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის წინ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დადო ფიცი:

"მე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე ვა­ცხა­დებ, რომ და­ვი­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და გა­ნუ­ყოფ­ლო­ბას, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აღ­ვას­რუ­ლებ პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას, ვიზ­რუ­ნებ ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, ჩემი ხალ­ხი­სა და მა­მუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბი­სათ­ვის".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა უფ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა ახალ პრე­ზი­დენტს? რის შეც­ვლას შეძ­ლებს ქვე­ყა­ნა­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის 5-წლი­ან მოღ­ვა­წე­ო­ბას ახ­ლდა მუდ­მი­ვი კა­მა­თი პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ბო­ლო­ოდ კი, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი კა­ნო­ნებ­ზე ვე­ტო­ე­ბის და­დე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა - პრე­ზი­დენ­ტმა მმარ­თვე­ლი ძა­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა კა­ნო­ნი და­ი­წუ­ნა, "ოც­ნე­ბამ" კი პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტო­ე­ბი. ამი­ტომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რე­სურსს ძი­რი­თა­დად ვე­ტო­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე ხარ­ჯავ­და.

ვე­ტოს უფ­ლე­ბა ახალ პრე­ზი­დენ­ტსაც ექ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით სხვა სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე და­უ­წეს­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი, ანუ სა­ბო­ლო­ოდ, ახალ პრე­ზი­დენტს მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე მე­ტად შე­ეკ­ვე­ცე­ბა უფ­ლე­ბე­ბი.

"ვე­ტოს უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აქვს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ერ დროს და შე­ა­ჩე­როს ისე­თი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­საც არ ეთან­ხმე­ბა. ძვე­ლი და ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცია გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს არის პრე­ზი­დენ­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბა და მას შე­უძ­ლია ეს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნოს. ხოლო, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რა შემ­თხვებ­ში გა­მო­ი­ყე­ნებს ვე­ტოს, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს და პრე­ზი­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტმა ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან­ვე ამოქ­მედ­დე­ბა. იუ­რისტ ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენ­ტის ისე­დაც შემ­ცი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, კი­დევ უფრო მცირ­დე­ბა.

"პრე­ზი­დენტს არ ექ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ავ­ტო­ნო­მია და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რომ ეფექ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყოს და გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის პრო­ცეს­ზე. თუკი დღეს კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა მთავ­რო­ბის წი­ნა­შე გან­სა­ხილ­ვე­ლად და­ა­ყე­ნოს სა­კი­თხი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს გან­ხილ­ვა­ში, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით ამის უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა.

არ­სე­ბი­თად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რო­გორც უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პრე­ზი­დენტს სრუ­ლად აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, საბ­ჭოს წევ­რე­ბის პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­აა. პარ­ლა­მენ­ტი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ვერ შე­არ­ჩევს და გა­ამ­წე­სებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რებს.

ეს სწო­რია, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევრთა შერ­ჩე­ვა-წარ­დგე­ნის სა­წყი­სი ეტა­პი მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ლი­ლი უნდა იყოს პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და გავ­ლე­ნე­ბი­სა­გან. ეს არის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რან­ტია" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ალა­ფიშ­ვილ­მა.

ფიქ­ტი­უ­რი მთა­ვარ­სარ­და­ლი

პრე­ზი­დენტს მთა­ვარ­სარ­დლის სტა­ტუ­სი ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით უნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა უწეს­დე­ბა მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი, რის გა­მოც ეს სტა­ტუ­სი მხო­ლოდ სა­ხე­ლად დარ­ჩე­ბა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პირ­და­პირ ჩა­ი­წე­რა, რომ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ხოლო სა­გან­გე­ბო ან სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით

თუკი დღეს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის, რო­გორც სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ­სე­ბი­თად შე­ი­ზღუ­დე­ბა და პრე­ზი­დენ­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვე­ღარ მი­ი­ღებს. მხო­ლოდ პრე­მი­ე­რის წარ­დგი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ფორ­მებს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას.

უქ­მდე­ბა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო და შე­მო­დის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის საბ­ჭო, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს შე­იკ­რი­ბე­ბა - ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ საბ­ჭო შე­იქ­მნე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ე­რი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და პრე­ზი­დენტს გა­უგ­ზავ­ნის წარ­დგი­ნე­ბას, რომ გა­მო­ცხად­დეს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იზღუ­დე­ბა. თუკი დღეს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მუდ­მივ­მოქ­მე­დი ორ­გა­ნოა და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ეს სა­შუ­ა­ლე­ბა პრე­ზი­დენტს აღარ ექ­ნე­ბა

ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცით, თუმ­ცა პრე­ზი­დენტს რჩე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა წევ­რე­ბად მო­იწ­ვი­ოს მთავ­რო­ბის და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი. თუკი დღეს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცია და საქ­მი­ა­ნო­ბის წესი ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში თავ­დაც­ვის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცია იერ­არ­ქი­უ­ლად და­ბა­ლი აქ­ტით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ნო­ნით იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი უფრო იო­ლად, უფრო და­ბა­ლი ქვო­რუ­მით იღებს, ვიდ­რე ორ­გა­ნულ კა­ნონს" - გან­მარ­ტავს იუ­რის­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი.

ამას­თან, ახალ პრე­ზი­დენტს უც­ვლე­ლად უტო­ვე­ბენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბის და შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბას. ხოლო იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თმე­ვა. პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად ქვეყ­ნის პირ­ველ მო­სა­მარ­თლეს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო აირ­ჩევს, თუმ­ცა ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბა­ში და ნიშ­ნავს ერთ წევ­რს.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­კეთ­და ჩა­ნა­წე­რი, რომ ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრე­ზი­დენ­ტი ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღებს. ხოლო ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში, რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პრე­ზი­დენ­ტის აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია - ნორ­მა ჯერ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძველ რე­დაქ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო მხო­ლოდ ის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის და არ­მი­ნი­ჭე­ბის სა­კითხს პრე­ზი­დენ­ტი წყვეტს.

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე

სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სა­კი­თხში პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ანა­ლო­გი­უ­რად რჩე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, თუმ­ცა ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სჭირ­დე­ბა პრე­მი­ე­რის თან­ხმო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტი:

  • მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში
  • მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან
  • მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, იღებს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ელ­ჩე­ბის და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას;
  • მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით ნიშ­ნავს და ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩებს და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი გუნ­დის გა­რე­შე?!

იუ­რისტ ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლის თქმით, დღეს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­აა. იმ სა­კონ­სტი­ტუ­ცო ცვლი­ლე­ბე­ბით კი, რო­მე­ლიც ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ ამოქ­მედ­დე­ბა, არც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, არც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი აღარ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"თუკი დღეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის წესს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გან­სა­ზღვრავს და ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი, ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პრე­ზი­დენ­ტის ეს კომ­პე­ტენ­ცია აღარ იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

შე­საძ­ლოა პარ­ლა­მენ­ტმა ან მთავ­რო­ბამ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ და­უ­კომ­პლექ­ტონ ად­მი­ნის­ტრა­ცია, გა­ნუ­სა­ზღვრონ თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ხელ­ფა­სი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თუ სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბის სა­კი­თხი. რაც მთა­ვა­რია, შე­ეძ­ლე­ბათ პრე­ზი­დენტს გა­ნუ­სა­ზღვრონ მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გი­ლი - 5-წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტონ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის სა­კი­თხი" - აღ­ნიშ­ნა იუ­რის­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, შე­საძ­ლოა პრე­ზი­დენტს შე­უმ­ცირ­დეს სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის ოდე­ნო­ბა.

"პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ა­ნის­ტრა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, ეს სა­ბი­უ­ჯე­ტო სა­კი­თხია და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შე­სა­ბა­მი­სი წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის კა­ნო­ნით. სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბის არ­სე­ბო­ბა-არარ­სე­ბო­ბა და ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­დექ­სით. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ შემ­ცირ­დე­ბა რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის ოდე­ნო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი გა­უქ­მდეს კი­დეც" - უთხრა AMBEBI.GE-ს ალა­ფიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მომ­დევ­ნო პრე­ზი­დენტს 5 წლის ვა­დით, დე­ბა­ტე­ბის გა­რე­შე ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით ირ­ჩევს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც 300 ხმო­სა­ნი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რისი უფლება არ ექნება სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს?

რისი უფლება არ ექნება სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს?

თელავში, “ბატონის სასახლეში“ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი:

"მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის".

საინტერესოა, რა უფლებები ექნება ახალ პრეზიდენტს? რის შეცვლას შეძლებს ქვეყანაში ზურაბიშვილი?

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის 5-წლიან მოღვაწეობას ახლდა მუდმივი კამათი პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით.

საბოლოოდ კი, მარგველაშვილმა საზოგადოებას თავი კანონებზე ვეტოების დადებით დაამახსოვრა - პრეზიდენტმა მმართველი ძალის მიერ მიღებული თითქმის ყველა კანონი დაიწუნა, "ოცნებამ" კი პრეზიდენტის ვეტოები. ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობა, რესურსს ძირითადად ვეტოების დაძლევაზე ხარჯავდა.

ვეტოს უფლება ახალ პრეზიდენტსაც ექნება შენარჩუნებული, თუმცა მარგველაშვილისგან განსხვავებით სხვა სამართლებრივ საკითხებზე დაუწესდება შეზღუდვები, ანუ საბოლოოდ, ახალ პრეზიდენტს მარგველაშვილზე მეტად შეეკვეცება უფლებები.

"ვეტოს უფლება, რომელიც აქვს სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ დროს და შეაჩეროს ისეთი კანონის ამოქმედება, რომელსაც არ ეთანხმება. ძველი და ახალი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ეს არის პრეზიდენტის შეხედულება და მას შეუძლია ეს თავის შეხედულებისამებრ გამოიყენოს. ხოლო, როგორ მოიქცევა ახალი პრეზიდენტი, რა შემთხვებში გამოიყენებს ვეტოს, ამას დრო გვიჩვენებს და პრეზიდენტის მოქმედება" - უთხრა AMBEBI.GE-ს კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდანვე ამოქმედდება. იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის ისედაც შემცირებული უფლებამოსილებები, კიდევ უფრო მცირდება.

"პრეზიდენტს არ ექნება საკმარისი ავტონომია და დამოუკიდებლობა, რომ ეფექტურ კომუნიკაციაში იყოს და გავლენა მოახდინოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესზე. თუკი დღეს კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება მთავრობის წინაშე განსახილველად დააყენოს საკითხი და მონაწილეობა მიიღოს განხილვაში, ახალი კონსტიტუციით ამის უფლება აღარ ექნება.

არსებითად არის შემცირებული პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები, შეზღუდულია და დამოკიდებულია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტს სრულად აქვს შენარჩუნებული ეროვნული ბანკის მმართველობის ფორმირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები, საბჭოს წევრების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის კომპეტენციაა. პარლამენტი საკუთარი ინიციატივით ვერ შეარჩევს და გაამწესებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს.

ეს სწორია, რადგან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევა-წარდგენის საწყისი ეტაპი მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყოს პარტიული პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისაგან. ეს არის ეროვნული ბანკის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციური გარანტია" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ალაფიშვილმა.

ფიქტიური მთავარსარდალი

პრეზიდენტს მთავარსარდლის სტატუსი ახალი კონსტიტუციით უნარჩუნდება, თუმცა უწესდება მთელი რიგი შეზღუდვები, რის გამოც ეს სტატუსი მხოლოდ სახელად დარჩება.

კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ თავდაცვის ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას - პრემიერ-მინისტრის ბრძანებით

თუკი დღეს საომარი მდგომარეობის გამოცხადება პრეზიდენტის, როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დისკრეციული უფლებამოსილებაა, ახალი კონსტიტუციით ეს უფლებამოსილება არსებითად შეიზღუდება და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს. მხოლოდ პრემიერის წარდგინების შემთხვევაში გააფორმებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.

უქმდება უშიშროების საბჭო და შემოდის ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიკრიბება - ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბჭო შეიქმნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და პრეზიდენტს გაუგზავნის წარდგინებას, რომ გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა.

შეგვიძლია დავინახოთ, რომ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება ამ მიმართულებით იზღუდება. თუკი დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო, ეროვნული უსაფრთხოების კოორდინაციისა და უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი ორგანოა და სახელმწიფოს მეთაურს აქვს საშუალება იყოს ჩართული ამ პროცესში, ახალი კონსტიტუციის პირობებში ეს საშუალება პრეზიდენტს აღარ ექნება

ეროვნული თავდაცვის საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია ახალი კონსტიტუცით, თუმცა პრეზიდენტს რჩება შესაძლებლობა წევრებად მოიწვიოს მთავრობის და პარლამენტის წევრები. თუკი დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია და საქმიანობის წესი ორგანული კანონით არის განსაზღვრული, ახალი კონსტიტუციის პირობებში თავდაცვის საბჭოს კომპეტენცია იერარქიულად დაბალი აქტით, ჩვეულებრივი კანონით იქნება განსაზღვრული, რომელსაც პარლამენტი უფრო იოლად, უფრო დაბალი ქვორუმით იღებს, ვიდრე ორგანულ კანონს" - განმარტავს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

ამასთან, ახალ პრეზიდენტს უცვლელად უტოვებენ კონსტიტუციური შეთანხმებების და შეწყალების უფლებას. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის უფლება ჩამოერთმევა. პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყნის პირველ მოსამართლეს იუსტიციის საბჭო აირჩევს, თუმცა ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი მონაწილეობს იუსტიციის საბჭოს ფორმირებაში და ნიშნავს ერთ წევრს.

მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ ამაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ორგანული კანონის შესაბამისად მიიღებს. ხოლო ორგანულ კანონში, როგორ განისაზღვრება პრეზიდენტის აღნიშნული უფლება ჯერჯერობით უცნობია - ნორმა ჯერ არ ჩამოყალიბებულა. თუმცა აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის ძველ რედაქციაში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ მოქალაქეობის მინიჭების და არმინიჭების საკითხს პრეზიდენტი წყვეტს.

საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე

საგარეო ურთიერთობებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლობის საკითხში პრეზიდენტის უფლებამოსილება ანალოგიურად რჩება. საერთაშორისო არენაზე ქვეყანას წარმოადგენს ქვეყნის პირველი პირი, თუმცა ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით სჭირდება პრემიერის თანხმობა. შესაბამისად, პრეზიდენტი:

  • მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში
  • მთავრობის თანხმობით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
  • მთავრობის თანხმობით დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
  • მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

პრეზიდენტი საკუთარი გუნდის გარეშე?!

იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის არსებობის საფუძველი საქართველოს კონსტიტუციაა. იმ საკონსტიტუცო ცვლილებებით კი, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არც ადმინისტრაციის უფროსი აღარ არის გათვალისწინებული.

"თუკი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის წესს საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს და ეს კონსტიტუციით არის გამყარებული, ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტის ეს კომპეტენცია აღარ იქნება გათვალისწინებული.

შესაძლოა პარლამენტმა ან მთავრობამ სახელმწიფოს მეთაურს საკუთარი შეხედულებისამებრ დაუკომპლექტონ ადმინისტრაცია, განუსაზღვრონ თანამშრომელთა რაოდენობა, ხელფასი, ადმინისტრაციული თუ სამივლინებო ხარჯების საკითხი. რაც მთავარია, შეეძლებათ პრეზიდენტს განუსაზღვრონ მისი ადმინისტრაციის საქმიანობის ადგილი - 5-წლიანი პოლიტიკური კინკლაობის შემდეგ, გადაწყვიტონ პრეზიდენტის სასახლის საკითხი" - აღნიშნა იურისტმა.

მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციით, შესაძლოა პრეზიდენტს შეუმცირდეს სარეზერვო ფონდის ოდენობა.

"პრეზიდენტის ადმიანისტრაციის ხარჯები კონსტიტუციით არ განისაზღვრება, ეს საბიუჯეტო საკითხია და განისაზღვრება შესაბამისი წლიური ბიუჯეტის კანონით. სარეზერვო ფონდების არსებობა-არარსებობა და ოდენობა განისაზღვრება საბიუჯეტო კოდექსით. კონსტიტუციური ცვლილებების კონტექსტში შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ შემცირდება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ოდენობა. შესაძლებელია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდეს კიდეც" - უთხრა AMBEBI.GE-ს ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი დოკუმენტის თანახმად, მომდევნო პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც 300 ხმოსანი იქნება.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

LIVE "ნიუსრუმიდან" - ხატია დეკანოიძე; ზვიად ძიძიგური

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს