პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარიალის ხეობაში ახალი გვირაბი გაიხსნა
დარიალის ხეობაში ახალი გვირაბი გაიხსნა

და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში ორ კი­ლო­მეტ­რამ­დე სიგ­რძის ახა­ლი გვი­რა­ბი გა­იხ­სნა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ132 - კმ135 მო­ნაკ­ვეთ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 2 კმ-იანი გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და.

ახა­ლი გვი­რა­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფარ­სტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძემ და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გახ­სნეს.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1,7კმ-იანი სიგ­რძის ახა­ლი გვი­რა­ბი, რომ­ლის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის სი­გა­ნე 8.5მ-ია და­რი­ა­ლი­სა და დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბე­ბის გა­დაკ­ვე­თის ად­გი­ლას აშენ­და.

„და­რი­ა­ლის გვი­რა­ბი ამ დრო­ის­თვის, უპ­რე­ცე­დენ­ტოა სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1950-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რი­კო­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბის შემ­დეგ, მსგავ­სი მას­შტა­ბის გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტი­ქია რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და. ხე­ო­ბა­ში მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა, რა­მაც მდი­ნა­რე თერ­გის ჩა­ხერგვა და წყლის ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია. სტი­ქი­ის შე­დე­გად დიდი ოდე­ნო­ბით მი­წის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა, რის გა­მოც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­წყდა. 2014 წლის სტი­ქი­ას კი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის რის­კი საფრ­თხეს უქ­მნი­და ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე მგზავ­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას. ასე­ვე, სტი­ქი­ის პე­რი­ოდ­ში მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის გზა­ზე სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცია წყდე­ბო­და, რაც ქვეყ­ნის­თვის, სა­შუ­ა­ლოდ მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­ნა­კარ­გი იყო ყო­ველ­დღი­უ­რად.

გვი­რა­ბის აშე­ნე­ბის შე­დე­გად, სრუ­ლად მოგ­ვარ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა უსაფრ­თხოდ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნას ექ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რი სატ­რან­ზი­ტო გზა“, - ნათ­ქვა­მია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნანსდა და მისი სა­კონ­ტრაქ­ტო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 51 892 174.44 ლა­რია. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2017 წლის მა­ის­ში და­ი­წყო და მსგავ­სი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის­თვის უმოკ­ლეს ვა­და­ში - 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში დას­რულ­და. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი იყო 140 ადა­მი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

დარიალის ხეობაში ახალი გვირაბი გაიხსნა

დარიალის ხეობაში ახალი გვირაბი გაიხსნა

დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა.

ახალი გვირაბი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.

„დარიალის გვირაბი ამ დროისთვის, უპრეცედენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა. 2014 წლის სტიქიას კი ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქიის განმეორების რისკი საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის უმოკლეს ვადაში - 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 140 ადამიანი.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო