X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, დასკვნითი საღამო გაიმართება 4 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
ფესტივალის ბოლოს საქართველოში პირველად შესრულდება გალინა უსტვოლსკაიას კონცერტი ფორტეპიანოს, ლიტავრებისა და სიმებიანი ორკესტრისთვის.
კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (გერმანია/საქართველო)
სოლისტები: ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო (აშშ/საქართველო)
ნათელა მარკოზაშვილი – ლიტავრები (საქართველო)
პროგრამა:
I განყოფილება
ა. მაჭავარიანი – სიმფონია კამერული ორკესტრისთვის
(კამერული ორკესტრის ვერსიის ავტორი ვ. მაჭავარიანი)
II განყოფილება
დ. შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია დო მინორი, თხზ. 110 (კვარტეტი N8)
გ. უსტვოლსკაია – კონცერტი ფორტეპიანოს, ლიტავრებისა და სიმებიანებისთვის
შეგახსენებთ, რომ „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოს ბათუმში გაიხსნა, 2 სექტემბერს თბილისში გადმოინაცვლა და დასკვნითი საღამო სწორედ 4 სექტემბერსაა დაგეგმილი. ღონისძიება ლიანა ისაკაძის სახელობის გახლავთ. ის წლების წინ აფხაზეთში, ბიჭვინთაში დაარსდა, ობიექტური მიზეზების გამო გარკვეული ხნით პაუზა ჰქონდა, შემდეგ განახლდა ბორჯომში, ბათუმში და ახლა თბილისშიც გადმოინაცვლა.