საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეხორბლეთა საქმე" - ვის სურს"ხორბლის გზის" დაპატრონება
"მეხორბლეთა საქმე" - ვის სურს"ხორბლის გზის" დაპატრონება

რა­ტომ აში­ნებ­და მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ქარ­თველ მძღო­ლებს პან­კის­ში შე­სუ­ლი არა­ლე­გა­ლუ­რი ია­რა­ღით

პური გაძ­ვირ­დე­ბა, ხორ­ბლის გა­დამ­ზი­და­ვე­ბი კი აქ­ცი­ე­ბით იმუქ­რე­ბი­ან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით ხორ­ბლის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა-გა­ტა­ნის შე­ზღუდ­ვა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მე­ტიც, ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მას კარ­გად გათ­ვლი­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი უწო­და და "როს­ტუ­რიზ­მის" გან­ცხა­დე­ბა მო­იყ­ვა­ნა, სა­დაც უწყე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტი­სა და მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რი­გე­ბის ასა­რი­დებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. შე­სა­ბა­მი­სად, ლარსზე ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნის შე­ზღუდ­ვა ამ­ჯო­ბი­ნა. თუმ­ცა სა­კი­თხა­ვია, რა­ტომ შე­ი­ზღუ­და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით მხო­ლოდ ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნა, მა­შინ როცა სწო­რედ ლარ­სის გავ­ლით შე­მო­დის ზე­თით, ტკბი­ლე­უ­ლით, კონ­სერ­ვე­ბით თუ სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ით დატ­ვირ­თუ­ლი ტრა­ი­ლე­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ტუ­რის­ტე­ბის ნა­კადსაც აფერ­ხე­ბენ? პა­სუ­ხად ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო ამ­ბობს, რომ გა­და­ზიდ­ვებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი წილი სწო­რედ ხორ­ბალს უჭი­რავს. ეს მი­ზე­ზი არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია რე­გუ­ლა­ცი­ა­ში "მო­ყო­ლი­ლი" გა­დამ­ზი­და­ვე­ბის­თვის. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს არის მორ­გე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ ბიზ­ნე­სი­დან მი­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ლო­ბი­რებს, ხოლო მის უკან მე­ტად გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა დგას და ბიზ­ნე­სის ამ სფე­რო­შიც თა­მა­შის წე­სე­ბის გან­სა­ზღვრა სწო­რედ მისი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა...

ინ­ტე­რე­სე­ბის უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვა

ნამ­დვილ მი­ზე­ზად რაც უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ, ფაქ­ტია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ფრთე­ბი შე­უკ­ვე­ცა მცი­რე ბიზ­ნესს, რი­თიც მსხვილ იმ­პორ­ტი­ო­რებს კონ­კუ­რენ­ტე­ბი ჩა­მო­ა­ცი­ლა. ხორ­ბლის მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი არც მა­ლა­ვენ, რომ ამ სა­კი­თხზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ჰქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია და სწო­რედ მათ­გან გა­ი­გეს, რომ იგეგ­მე­ბო­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნის შე­ზღუდ­ვა. მსხვილ შე­მომ­ტა­ნებს ხორ­ბა­ლი ხში­რად გე­მი­თა და რკი­ნიგ­ზით შე­მო­აქვთ, რაც გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი უჯ­დე­ბათ, ვიდ­რე ტრა­ი­ლე­რე­ბით შე­მო­ტა­ნი­ლი ხორ­ბა­ლი. წვრი­ლი შე­მომ­ტა­ნე­ბი და ტრა­ი­ლე­რე­ბის მძღო­ლე­ბი მათ­თვის ბოლო წლებ­ში დიდ თავ­სა­ტე­ხად იქ­ცნენ, რად­გან ხორ­ბა­ლი რუ­სე­თი­დან შე­და­რე­ბით ია­ფად შე­მოჰ­ქონ­დათ და მცი­რე წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებს აწ­ვდიდ­ნენ, ისი­ნიც ფქვილს და­ბალ ფა­სად აწარ­მო­ებ­დნენ და კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­დნენ მსხვილ მწარ­მო­ებ­ლებს. ტენ­დენ­ცია მზარ­დი იყო - თუ სამი წლის წინ ლარ­სის გავ­ლით ხორ­ბლით დატ­ვირ­თუ­ლი სულ რამ­დე­ნი­მე­ ტრა­ი­ლე­რი შე­მო­დი­ო­და, ბოლო დროს ხორ­ბლის მთლი­ან იმ­პორ­ტში მათ­მა წილ­მა 30%-ს მი­აღ­წია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ლარ­სი­დან მან­ქა­ნე­ბით შე­მო­სუ­ლი ხორ­ბლით მა­რაგ­დე­ბა მთე­ლი სომ­ხე­თი. ის სა­პორ­ტო და სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­ზიდ­ვე­ბით შე­მო­სუ­ლი ხორ­ბლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ფაქ­ტია, რომ წვრილ­მა გა­დამ­ზი­და­ვებ­მა მსხვი­ლებს "ტკბი­ლი ლუკ­მა" გა­მო­ა­ცა­ლეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი უც­ნა­უ­რად და­ემ­თხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს. თუმ­ცა კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რია იმ სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­ცი­ის ად­რე­სა­ტებ­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ი­მარ­თა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერ­თმა დიდ­მო­ხე­ლემ თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ზღუდ­ვის მი­ზე­ზად გა­დამ­ზი­და­ვებს სწო­რედ სა­ჯა­როდ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა და­უ­სა­ხე­ლა, რა­ზეც მძღო­ლებ­მა მი­უ­გეს, რომ ჩანს, ეს მო­ხე­ლე ლარ­სის სა­ბა­ჟო-გამ­შვებ პუნ­ქტზე ნამ­ყო­ფიც არ იყო. იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ხორ­ბლის გა­დამ­ზი­და­ვე­ბი არც ტუ­რის­ტებს აფერ­ხე­ბენ და არც სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტს, მათ ერ­თთვი­ა­ნი მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზეს სა­მი­ნის­ტროს, რა დრო­საც ხორ­ბალს არ შე­მო­ი­ტან­დნენ, თუმ­ცა უარი მი­ი­ღეს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამის შემ­დეგ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მათ აკ­რძალ­ვის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი და­უ­სა­ხე­ლა: რომ მძღო­ლე­ბის მიერ ხორ­ბლის "ლე­ვად" სა­ყიდ­ლად რუ­სეთ­ში შე­ტა­ნი­ლი ნაღ­დი ფუ­ლით იძე­ნენ არა­ლე­გა­ლურ ია­რაღს, რო­მე­ლიც შემ­დეგ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­დის... სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ და­მა­ლა ეს მი­ზე­ზი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, როცა სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა?

"აღუ­რი­ცხავ ხორ­ბალს კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით ყი­დი­ან რუსი ფერ­მე­რე­ბი"

მთელ ამ ამ­ბავ­ში კი­დევ ბევ­რი უც­ნა­უ­რი დე­ტა­ლია, რომ­ლე­ბიც "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი. შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის მი­ზე­ზად მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ რუ­სეთ­ში ხორ­ბლის შეს­ყიდ­ვის არა­ლე­გა­ლურ სქე­მებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში აღუ­რი­ცხა­ვი ხორ­ბა­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით შე­მო­დი­ო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნანსთა მი­ნისტრს, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბელ შე­მოს­ვლა­ზე სა­უბ­რობ­და, არც ქვე­მოთ მოყ­ვა­ნილ არა­ლე­გა­ლურ სქე­მებ­ზე უთ­ქვამს არა­ფე­რი.

ქეთი კუბ­ლაშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია "აგ­რი­კო­მის" დი­რექ­ტო­რი: "25 წე­ლი­წა­დი­ იქ­ნე­ბა ამ ბა­ზარ­ზე ვართ, ად­გი­ლობ­რივ წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებს ვაწ­ვდით ხორ­ბალს და ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 25% გვი­ჭი­რავს. კონ­კუ­რენ­ცია ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი იყო, თუმ­ცა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ზიდ­ვებ­მა არა­ჯან­სა­ღი ელე­მენ­ტი შე­მო­ი­ტა­ნა. სა­მი­ო­დე წლის წინ ბრი­გა­დი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე სატ­ვირ­თოს ქი­რა­ო­ბენ და მა­ნამ­დე სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ას ეზი­დე­ბოდ­ნენ, რუ­სეთ­ში ხორ­ბლის შეს­ყიდ­ვის იაფ და არა­ლე­გა­ლურ გზას მი­აგ­ნეს.

ლარ­სის სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან 50-ოდე კი­ლო­მეტრში ადვ­ილად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ხორ­ბლის­ "ლე­ვა­კის" შე­ძე­ნა. ეს არის აღუ­რი­ცხა­ვი ხორ­ბა­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­გვა­რი და­ბეგ­ვრი­სა და კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით ყი­დი­ან რუსი ფერ­მე­რე­ბი. ასე ნა­ყი­დი ხორ­ბა­ლი 10-15%-ით ია­ფია სა­ბაზ­რო ფას­ზე, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი ხა­რის­ხიც და­ბა­ლია.

რუ­სეთ­ში არც სა­ბა­ჟო­ზე წარ­სად­გე­ნად სა­ჭი­რო ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დამ­ზა­დე­ბის პრობ­ლე­მა დგას. შე­სა­ბა­მი­სად, როცა მძღო­ლი სა­ზღვარ­ზე გად­მო­დის, სა­ბუ­თე­ბი­ "წეს­რიგ­ში" აქვს. ხორ­ბა­ლი არ არის დათ­ვლა­დი პრო­დუქ­ცია, არც ეტი­კე­ტი­რე­ბა აქვს და სა­ბა­ჟო­ზე მის წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და სა­ბუ­თებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­საც ვერ შე­ა­მოწ­მებ. სა­ბა­ჟო­ზე არც ხარ­ისხი მოწ­მდე­ბა, რად­გან ხა­რისხს უკვე წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტი ამოწ­მებს და ბევ­რჯერ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ქვე­ბი ასე შე­მო­ტა­ნილ ხორ­ბალ­ში, რად­გან ზოგ­ჯერ პირ­და­პირ მინ­დორ­შია ნა­ყი­დი. ასეთ ხორ­ბალ­ში ბევ­რჯერ აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია ცო­ცხა­ლი მავ­ნებ­ლე­ბიც, რად­გან მოკ­ლე მან­ძი­ლის გამო ტვირ­თი ფუ­მი­გა­ცი­ას (სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მცე­ნა­რე­ე­ბის მავ­ნებ­ლებ­თან ბრძო­ლა შხა­მი­ა­ნი ორ­თქლი­სა და გა­ზე­ბის შეხრჩო­ლე­ბით) არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ხოლო გე­მი­სა და რკი­ნიგ­ზის ვა­გო­ნის ტვირ­თის და­ლუქ­ვა ფუ­მი­გა­ცი­ის გა­რე­შე არ ხდე­ბა. ამის გარ­და, გე­მი­თა და რკი­ნიგ­ზით შე­მო­ტა­ნილ ტვირთს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მკვლე­ვა­რი ამოწ­მებს. მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის სხვაგ­ვა­რი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ ვერ გა­ვუშ­ვებთ მძღო­ლებს ნაღ­დი ფუ­ლით რუ­სეთ­ში. ჩვენ ვყი­დუ­ლობთ გა­და­რი­ცხვით, ყვე­ლა წე­სი­სა და კა­ნო­ნის დაც­ვით და შე­სა­ბა­მი­სად, ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნაც უფრო ძვი­რი გვიჯ­დე­ბა.

ამ­დე­ნად, ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბია რე­გუ­ლა­ცი­ის და­წე­სე­ბა. რა თქმა უნდა, და­ი­წყე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ იაფი ხორ­ბლის შე­ზღუდ­ვის გამო პუ­რის ფასი გა­იზ­რდე­ბა­ და რომ ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლე­ბი უმუ­შე­ვარი დარ­ჩე­ბი­ან. პა­სუ­ხად მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბა­ლი ყვე­ლა­ზე ძვი­რი 2012 წელს ღირ­და, როცა რუ­სეთ­მა თა­ვი­სი ბა­ზა­რი დაგ­ვი­კე­ტა და უკ­რა­ი­ნუ­ლი ხორ­ბა­ლი შე­მოგვქონ­და ტონა 310 დო­ლა­რად. ახლა ხორ­ბა­ლი 220-240 დო­ლა­რად შე­მოგ­ვაქვს. სო­ცი­ა­ლუ­რი პური იგი­ვე ღირს ახლა, რაც მა­შინ ღირ­და, და რა­ტომ არ მიჰ­ყვე­ბა მა­შინ ხორ­ბლის ფა­სებს?რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­ი­ლე­რებს, ამ მძღო­ლებს­ სამი წლის წინ სატ­ვირ­თო­ე­ბით სხვა პრო­დუქ­ცია გა­დაჰ­ქონ­დათ, მათ შო­რის სიმი­ნდიც და შე­უძ­ლი­ათ კვლავ ამ პრო­დუქ­ცი­ა­ზე გა­და­ერ­თონ".

ბესო ჯი­ქია, "სერ­ვი­საგ­როს" დი­რექ­ტო­რი: "არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, შე­საძ­ლოა ვინ­მე მარ­თლაც მუ­შა­ობ­და არა­ლეგ­ალუ­რი სქე­მით, მაგ­რამ ამის აღ­საკ­ვე­თად ყვე­ლას­თვის უნდა აკ­რძა­ლოს სა­ხელ­მწი­ფომ­ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნა თუ კონ­კრე­ტულ კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს უნდა ებ­რძო­ლოს? მცი­რე წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებ­სა და დიდ სა­წარ­მო­ებს შო­რის და­წყე­ბულ­მა კონ­ფლიქტმა მიგ­ვიყ­ვა­ნა ამ შე­დე­გამ­დე. სი­მარ­თლეს არა­ვინ ამ­ბობს და და­აბ­რა­ლეს ტუ­რის­ტებს, რაც სრუ­ლი აბ­სურ­დია.­ რა­ტომ­ აიკ­რძა­ლა მა­შინ­ ად­გი­ლობ­რი­ვი, ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის სომ­ხეთ­ში გა­ტა­ნა? ხალ­ხი უმუ­შე­ვა­რი და­ტო­ვეს იმის გამო, რომ ვი­ღა­ცებ­მა ბა­ზა­რი ვერ გა­იყ­ვეს. მე, რო­გორც ხორბ­ლისა და სი­მინ­დის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია, ფულს ისევ მო­ვი­გებ, რად­გან სარ­კი­ნიგ­ზო გზით შე­მო­ვი­ტან ხორ­ბალს და მა­ინც გავ­ყი­დი, მაგ­რამ და­ზა­რალ­დე­ბი­ან მძღო­ლე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მელ­საც ან პური გა­უძ­ვირ­დე­ბა, ან პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბი ისევ რა­ღაც ხრიკს მი­მარ­თა­ვენ ფა­სის და­სა­ჭე­რად. მო­სახ­ლე­ო­ბა ახ­ლაც ზა­რალ­დე­ბა. აგ­ვიხ­სნან, რა­ტომ არ მიჰ­ყვე­ბა პუ­რის ფასი ფქვი­ლის ფასს მა­შინ, როცა ძვირ­დე­ბა ან როცა იაფ­დე­ბა.

გვი­თხრან, რით იჭე­რენ პუ­რის ფასს, იქ­ნებ რამე მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით, პურ­ში ვი­ტა­მი­ნე­ბის გა­რე­ვით ან მისი წო­ნის შემ­ცი­რე­ბით? აი, ეს გა­მო­იკ­ვლი­ოს სა­ხელ­მწი­ფომ. მხო­ლოდ მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ 1 კვი­რა­ში 1 კგ ხორ­ბლის ფასი 63-დან 68 თეთ­რამ­დე გა­ი­ზარ­და. ახლა კი­დევ რას მო­ი­ფიქ­რე­ბენ პუ­რის ფა­სის და­სა­ჭე­რად? თუ უვარ­გი­სი ხორ­ბა­ლი შე­მოჰ­ქონ­დათ ტრა­ი­ლერ­ებს, თვით მსხვი­ლი იმ­პორ­ტი­ორ­ები რა­ტომ ყი­დუ­ლობ­დნენ ჩვენ­გან­ ტვირთს? იმი­ტომ ყი­დუ­ლობ­დნენ, რომ ხელ­საყ­რელ ფასს ვთა­ვა­ზობ­დით.

მე რკი­ნიგ­ზი­თაც შე­მო­მაქვს ხორ­ბა­ლი. ახლა გზა­შია ჩემი ვა­გო­ნე­ბი და 240 დო­ლა­რად უნდა გავ­ყი­დო 1 ტონა, ტრა­ი­ლე­რით მი­ღე­ბულს კი 220 დო­ლა­რად ვყი­დი­. შე­ღა­ვა­თი­ან ფასს მხო­ლოდ ლო­გის­ტი­კა გვაძ­ლევს და არა­ნა­ირ "ლევ" ხორ­ბალ­ზე ლა­პა­რა­კი არ არის.

გე­მით შე­მო­ტა­ნი­ლი ხორ­ბლის ფასი რკი­ნიგ­ზა­ზე ძვი­რია, ანუ მთე­ლი დატ­ვი­რთვა რკი­ნიგ­ზა­ზე წა­მო­ვა. რა თქმა უნდა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, მა­ინ­ტე­რე­სებს რკი­ნიგ­ზის გან­ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ ვის ხარ­ჯზე? ამო­ვი­ღოთ ჯი­ბი­დან ფული და რკი­ნიგ­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩავ­დოთ? მხო­ლოდ ჩემ­თან 300 მძღო­ლი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. ხორ­ბლის გა­და­ზიდ­ვებ­ზე 1000-ზე მეტი მძღო­ლი მუ­შა­ობ­და.­ ვე­თან­ხმე­ბი მსხვილ იმ­პორ­ტი­ო­რებს, რომ ჩვენ, კომ­პა­ნი­ე­ბი, უკე­თეს მო­გე­ბას მი­ვი­ღებთ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბით, მაგ­რამ ამ ხალ­ხმა რა ქნას, ვინც ბან­კი­დან სეს­ხი აიღო, სატ­ვირ­თო იყი­და და ოჯახს არ­ჩენ­და ხორ­ბლის გა­და­ზიდ­ვით. ერ­თმა­ მი­თხრა, თავს და­ვიწ­ვა­ვო, რა პას­უხი გავ­ცე? ეს არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, 500-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია, თითო-თითო კა­ცით გა­კე­თე­ბუ­ლი. მათ ბან­კებ­ში აი­ღეს სეს­ხე­ბი, სატ­ვირ­თო­ე­ბი იყი­დეს და ხორ­ბლის გა­და­ზიდ­ვებ­ში ჩა­ერ­თვნენ. ფი­ნანსთა­ სა­მი­ნის­ტრო­ში შეხ­ვედ­რა­ზე ამ ხალ­ხმა გო­ნივ­რუ­ლი ვადა ითხო­ვა რე­გუ­ლა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, რათა ბან­კე­ბი­დან სეს­ხად აღე­ბუ­ლი ფული და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ და სხვა პრო­დუქ­ცი­ა­ზე მო­ეს­წროთ გა­დარ­თვა, და ამა­ზეც უარი მი­ი­ღეს". გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"მეხორბლეთა საქმე" - ვის სურს"ხორბლის გზის" დაპატრონება

"მეხორბლეთა საქმე" - ვის სურს"ხორბლის გზის" დაპატრონება

რატომ აშინებდა მაღალჩინოსანი ქართველ მძღოლებს პანკისში შესული არალეგალური იარაღით

პური გაძვირდება, ხორბლის გადამზიდავები კი აქციებით იმუქრებიან. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა. მეტიც, ივანე მაჭავარიანმა მას კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივი უწოდა და "როსტურიზმის" განცხადება მოიყვანა, სადაც უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საზღვართან შექმნილი დისკომფორტისა და მრავალკილომეტრიანი რიგების ასარიდებლად საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად, ლარსზე ტურისტული ნაკადების შეფერხებას საქართველოს ხელისუფლებამ სატვირთო მანქანებით ხორბლის შემოტანის შეზღუდვა ამჯობინა. თუმცა საკითხავია, რატომ შეიზღუდა ავტოტრანსპორტით მხოლოდ ხორბლის შემოტანა, მაშინ როცა სწორედ ლარსის გავლით შემოდის ზეთით, ტკბილეულით, კონსერვებით თუ სხვადასხვა პროდუქციით დატვირთული ტრაილერები და შესაბამისად, ტურისტების ნაკადსაც აფერხებენ? პასუხად ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ გადაზიდვებში ყველაზე დიდი წილი სწორედ ხორბალს უჭირავს. ეს მიზეზი არადამაჯერებელია რეგულაციაში "მოყოლილი" გადამზიდავებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს არის მორგებული, რომლებსაც ხელისუფლებაში ამ ბიზნესიდან მისული პარლამენტარი ლობირებს, ხოლო მის უკან მეტად გავლენიანი ფიგურა დგას და ბიზნესის ამ სფეროშიც თამაშის წესების განსაზღვრა სწორედ მისი ინტერესების შესაბამისად ხდება...

ინტერესების უცნაური დამთხვევა

ნამდვილ მიზეზად რაც უნდა მივიჩნიოთ, ფაქტია, რომ გადაწყვეტილებამ ფრთები შეუკვეცა მცირე ბიზნესს, რითიც მსხვილ იმპორტიორებს კონკურენტები ჩამოაცილა. ხორბლის მსხვილი იმპორტიორები არც მალავენ, რომ ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ჰქონდათ კომუნიკაცია და სწორედ მათგან გაიგეს, რომ იგეგმებოდა ავტომობილებით ხორბლის შემოტანის შეზღუდვა. მსხვილ შემომტანებს ხორბალი ხშირად გემითა და რკინიგზით შემოაქვთ, რაც გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ტრაილერებით შემოტანილი ხორბალი. წვრილი შემომტანები და ტრაილერების მძღოლები მათთვის ბოლო წლებში დიდ თავსატეხად იქცნენ, რადგან ხორბალი რუსეთიდან შედარებით იაფად შემოჰქონდათ და მცირე წისქვილკომბინატებს აწვდიდნენ, ისინიც ფქვილს დაბალ ფასად აწარმოებდნენ და კონკურენციას უწევდნენ მსხვილ მწარმოებლებს. ტენდენცია მზარდი იყო - თუ სამი წლის წინ ლარსის გავლით ხორბლით დატვირთული სულ რამდენიმე ტრაილერი შემოდიოდა, ბოლო დროს ხორბლის მთლიან იმპორტში მათმა წილმა 30%-ს მიაღწია. ფაქტობრივად, ლარსიდან მანქანებით შემოსული ხორბლით მარაგდება მთელი სომხეთი. ის საპორტო და სარკინიგზო გადაზიდვებით შემოსული ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ფაქტია, რომ წვრილმა გადამზიდავებმა მსხვილებს "ტკბილი ლუკმა" გამოაცალეს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში მსხვილი იმპორტიორების ინტერესები უცნაურად დაემთხვა სახელმწიფო ინტერესებს. თუმცა კიდევ უფრო უცნაურია იმ საუბრის შინაარსი, რომელიც რეგულაციის ადრესატებსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დახურულ შეხვედრაზე გაიმართა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთმა დიდმოხელემ თავდაპირველად შეზღუდვის მიზეზად გადამზიდავებს სწორედ საჯაროდ გაცხადებული ტურისტული ნაკადების შეფერხება დაუსახელა, რაზეც მძღოლებმა მიუგეს, რომ ჩანს, ეს მოხელე ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნამყოფიც არ იყო. იმის დასამტკიცებლად, რომ ხორბლის გადამზიდავები არც ტურისტებს აფერხებენ და არც საქართველოდან რუსეთში მალფუჭებადი პროდუქციის ექსპორტს, მათ ერთთვიანი მორატორიუმის გამოცხადება შესთავაზეს სამინისტროს, რა დროსაც ხორბალს არ შემოიტანდნენ, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც ამბობენ, ამის შემდეგ მინისტრის მოადგილემ მათ აკრძალვის კიდევ ერთი მიზეზი დაუსახელა: რომ მძღოლების მიერ ხორბლის "ლევად" საყიდლად რუსეთში შეტანილი ნაღდი ფულით იძენენ არალეგალურ იარაღს, რომელიც შემდეგ პანკისის ხეობაში შედის... საინტერესოა, რატომ დამალა ეს მიზეზი ფინანსთა მინისტრმა, როცა საჯაროდ არაერთხელ გააკეთა განმარტება?

"აღურიცხავ ხორბალს კანონის გვერდის ავლით ყიდიან რუსი ფერმერები"

მთელ ამ ამბავში კიდევ ბევრი უცნაური დეტალია, რომლებიც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. შეზღუდვების დაწესების მიზეზად მსხვილი იმპორტიორები ასახელებენ რუსეთში ხორბლის შესყიდვის არალეგალურ სქემებს, რომელთა საშუალებითაც საქართველოში აღურიცხავი ხორბალი ყალბი დოკუმენტაციით შემოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრს, რომელიც ტურისტების შეუფერხებელ შემოსვლაზე საუბრობდა, არც ქვემოთ მოყვანილ არალეგალურ სქემებზე უთქვამს არაფერი.

ქეთი კუბლაშვილი, კომპანია "აგრიკომის" დირექტორი: "25 წელიწადი იქნება ამ ბაზარზე ვართ, ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ვაწვდით ხორბალს და ბაზრის დაახლოებით 25% გვიჭირავს. კონკურენცია ყოველთვის მაღალი იყო, თუმცა საავტომობილო გადაზიდვებმა არაჯანსაღი ელემენტი შემოიტანა. სამიოდე წლის წინ ბრიგადირებმა, რომლებიც რამდენიმე სატვირთოს ქირაობენ და მანამდე სხვადასხვა პროდუქციას ეზიდებოდნენ, რუსეთში ხორბლის შესყიდვის იაფ და არალეგალურ გზას მიაგნეს.

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 50-ოდე კილომეტრში ადვილად არის შესაძლებელი ხორბლის "ლევაკის" შეძენა. ეს არის აღურიცხავი ხორბალი, რომელსაც ყოველგვარი დაბეგვრისა და კანონის გვერდის ავლით ყიდიან რუსი ფერმერები. ასე ნაყიდი ხორბალი 10-15%-ით იაფია საბაზრო ფასზე, თუმცა ამ შემთხვევაში მისი ხარისხიც დაბალია.

რუსეთში არც საბაჟოზე წარსადგენად საჭირო ყალბი დოკუმენტაციის დამზადების პრობლემა დგას. შესაბამისად, როცა მძღოლი საზღვარზე გადმოდის, საბუთები "წესრიგში" აქვს. ხორბალი არ არის დათვლადი პროდუქცია, არც ეტიკეტირება აქვს და საბაჟოზე მის წარმომავლობასა და საბუთებთან შესაბამისობასაც ვერ შეამოწმებ. საბაჟოზე არც ხარისხი მოწმდება, რადგან ხარისხს უკვე წისქვილკომბინატი ამოწმებს და ბევრჯერ აღმოუჩენიათ ქვები ასე შემოტანილ ხორბალში, რადგან ზოგჯერ პირდაპირ მინდორშია ნაყიდი. ასეთ ხორბალში ბევრჯერ აღმოგვიჩენია ცოცხალი მავნებლებიც, რადგან მოკლე მანძილის გამო ტვირთი ფუმიგაციას (სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით) არ ექვემდებარება, ხოლო გემისა და რკინიგზის ვაგონის ტვირთის დალუქვა ფუმიგაციის გარეშე არ ხდება. ამის გარდა, გემითა და რკინიგზით შემოტანილ ტვირთს დამოუკიდებელი მკვლევარი ამოწმებს. მსხვილი იმპორტიორებისთვის სხვაგვარი სავაჭრო ურთიერთობები მიუღებელია. ჩვენ ვერ გავუშვებთ მძღოლებს ნაღდი ფულით რუსეთში. ჩვენ ვყიდულობთ გადარიცხვით, ყველა წესისა და კანონის დაცვით და შესაბამისად, ხორბლის შემოტანაც უფრო ძვირი გვიჯდება.

ამდენად, ჩვენთვის მისაღებია რეგულაციის დაწესება. რა თქმა უნდა, დაიწყება სპეკულაციები, რომ იაფი ხორბლის შეზღუდვის გამო პურის ფასი გაიზრდება და რომ ტრაილერის მძღოლები უმუშევარი დარჩებიან. პასუხად მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ხორბალი ყველაზე ძვირი 2012 წელს ღირდა, როცა რუსეთმა თავისი ბაზარი დაგვიკეტა და უკრაინული ხორბალი შემოგვქონდა ტონა 310 დოლარად. ახლა ხორბალი 220-240 დოლარად შემოგვაქვს. სოციალური პური იგივე ღირს ახლა, რაც მაშინ ღირდა, და რატომ არ მიჰყვება მაშინ ხორბლის ფასებს?რაც შეეხება ტრაილერებს, ამ მძღოლებს სამი წლის წინ სატვირთოებით სხვა პროდუქცია გადაჰქონდათ, მათ შორის სიმინდიც და შეუძლიათ კვლავ ამ პროდუქციაზე გადაერთონ".

ბესო ჯიქია, "სერვისაგროს" დირექტორი: "არაფერია გამორიცხული, შესაძლოა ვინმე მართლაც მუშაობდა არალეგალური სქემით, მაგრამ ამის აღსაკვეთად ყველასთვის უნდა აკრძალოს სახელმწიფომ ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა თუ კონკრეტულ კანონდამრღვევებს უნდა ებრძოლოს? მცირე წისქვილკომბინატებსა და დიდ საწარმოებს შორის დაწყებულმა კონფლიქტმა მიგვიყვანა ამ შედეგამდე. სიმართლეს არავინ ამბობს და დააბრალეს ტურისტებს, რაც სრული აბსურდია. რატომ აიკრძალა მაშინ ადგილობრივი, ქართული ხორბლის სომხეთში გატანა? ხალხი უმუშევარი დატოვეს იმის გამო, რომ ვიღაცებმა ბაზარი ვერ გაიყვეს. მე, როგორც ხორბლისა და სიმინდის იმპორტიორი კომპანია, ფულს ისევ მოვიგებ, რადგან სარკინიგზო გზით შემოვიტან ხორბალს და მაინც გავყიდი, მაგრამ დაზარალდებიან მძღოლები და მოსახლეობა, რომელსაც ან პური გაუძვირდება, ან პურის მწარმოებლები ისევ რაღაც ხრიკს მიმართავენ ფასის დასაჭერად. მოსახლეობა ახლაც ზარალდება. აგვიხსნან, რატომ არ მიჰყვება პურის ფასი ფქვილის ფასს მაშინ, როცა ძვირდება ან როცა იაფდება.

გვითხრან, რით იჭერენ პურის ფასს, იქნებ რამე მაქინაციებით, პურში ვიტამინების გარევით ან მისი წონის შემცირებით? აი, ეს გამოიკვლიოს სახელმწიფომ. მხოლოდ მინისტრის ბრძანების შემდეგ 1 კვირაში 1 კგ ხორბლის ფასი 63-დან 68 თეთრამდე გაიზარდა. ახლა კიდევ რას მოიფიქრებენ პურის ფასის დასაჭერად? თუ უვარგისი ხორბალი შემოჰქონდათ ტრაილერებს, თვით მსხვილი იმპორტიორები რატომ ყიდულობდნენ ჩვენგან ტვირთს? იმიტომ ყიდულობდნენ, რომ ხელსაყრელ ფასს ვთავაზობდით.

მე რკინიგზითაც შემომაქვს ხორბალი. ახლა გზაშია ჩემი ვაგონები და 240 დოლარად უნდა გავყიდო 1 ტონა, ტრაილერით მიღებულს კი 220 დოლარად ვყიდი. შეღავათიან ფასს მხოლოდ ლოგისტიკა გვაძლევს და არანაირ "ლევ" ხორბალზე ლაპარაკი არ არის.

გემით შემოტანილი ხორბლის ფასი რკინიგზაზე ძვირია, ანუ მთელი დატვირთვა რკინიგზაზე წამოვა. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს რკინიგზის განვითარება, მაგრამ ვის ხარჯზე? ამოვიღოთ ჯიბიდან ფული და რკინიგზის განვითარებაში ჩავდოთ? მხოლოდ ჩემთან 300 მძღოლი იყო დასაქმებული. ხორბლის გადაზიდვებზე 1000-ზე მეტი მძღოლი მუშაობდა. ვეთანხმები მსხვილ იმპორტიორებს, რომ ჩვენ, კომპანიები, უკეთეს მოგებას მივიღებთ ამ რეგულაციების ამოქმედებით, მაგრამ ამ ხალხმა რა ქნას, ვინც ბანკიდან სესხი აიღო, სატვირთო იყიდა და ოჯახს არჩენდა ხორბლის გადაზიდვით. ერთმა მითხრა, თავს დავიწვავო, რა პასუხი გავცე? ეს არის, ფაქტობრივად, 500-მილიონიანი ინვესტიცია, თითო-თითო კაცით გაკეთებული. მათ ბანკებში აიღეს სესხები, სატვირთოები იყიდეს და ხორბლის გადაზიდვებში ჩაერთვნენ. ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე ამ ხალხმა გონივრული ვადა ითხოვა რეგულაციის ამოქმედებამდე, რათა ბანკებიდან სესხად აღებული ფული დაებრუნებინათ და სხვა პროდუქციაზე მოესწროთ გადართვა, და ამაზეც უარი მიიღეს". განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"