მეგან მარკლის კაბაზე მსოფლიო მედია და სოციალური ქსელები ალაპარაკდა. საზაფხულო შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონში საქველმოქმედო საღამოს დაესწრნენ.
მეგანს შავი მოკლე კაბა ეცვა, რომლის დიზაინერია კანადელი Judith & Charles.
სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰერცოგინიას კაბის სიგრძე პროტოკოლისთვის შეუსაბამოა.
მიუზიკლი "ჰამილტონი" ვიქტორია პალასის თეატრში პრინცი ჰარის მიერ დაარსებული ფონდის სენტებეილისთვის გაიმართა. ფონდი ლესოტოსა და ბოტსვანაში აივ-ინფიცირებული ბავშებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად შეიქმნა.