ავტორი:

მეგან მარკლს დედის გარეშე ყოფნა უჭირს - დორია ლონდონში გადასასვლელად ემზადება

მეგან მარკლს დედის გარეშე ყოფნა უჭირს - დორია ლონდონში გადასასვლელად ემზადება

მეგან მარკლისა და მისი დედის, დორია რეგლანდის ახლო ურთიერთობის შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. დორია ქალიშვილთან სამეფო ქორწილის სამზადისისთვის ჩავიდა და მუდმივად მის გვერდით იყო, დედა-შვილი ერთად მივიდა ეკლესიაშიც, ჯვრისწერისთვის. ქორწილიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი დორია კვლავ აშშ-ში დაბრუნდა.

ბრიტანული მედია წერს, რომ მეგანს კვლავ დედასთან ახლოს სურს ცხოვრება. ბრიტანული The Express-ის ინფორმაციით, რეგლანდი ლოს-ანჯელესიდან ინგლისში გადასასვლელად ემზადება. გამოცემის მტკიცებით, რეგლანდი მომდევნო თვეში, 62-ე დაბადების დღეს, შესაძლოა, უკვე დიდ ბრიტანეთში შეხვდეს. მან დატოვა სამსახური და აშშ-დან წასასვლელად ემზადება.

„დორიას შეუყვარდა ინგლისი და როდესაც აშშ-ში დაბრუნდა, მითხრა, რომ ბრიტანეთში ძალიან ბედნიერად იცხოვრებდა,“ - ამბობს გამოცემასთან რეგლანდის მეგობარი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ