პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიიდან ოსი რეპატრიანტების ცხინვალის რეგიონში დაბრუნება იგეგმება
სირიიდან ოსი რეპატრიანტების ცხინვალის რეგიონში დაბრუნება იგეგმება

სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კი­სა და სი­რი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა და­მას­კო­ში ხელი მო­ა­წე­რეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს.

სი­რი­ა­ში გაფ­რინ­და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, დი­მიტ­რი მე­დო­ე­ვი, რათა და­მას­კო­ში “პრე­ზი­დენტ” ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი და­ა­ზუს­ტოს. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ბი­ბი­ლო­ვი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ბა­შარ ასადსაც უნდა შეხ­ვდეს, რო­მე­ლიც ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის" ათი წლის­თა­ვის­თვის, ცხინ­ვალ­ში აპი­რებს ჩას­ვლას.

რუსი პო­ლი­ტო­ლო­გის, ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვის შე­ფა­სე­ბით, ეს ვი­ზი­ტი სიმ­ბო­ლუ­რია, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, “რად­გან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ორ­მხრივ სურ­ვილ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ამის დას­ტუ­რია ბოლო დროს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ასა­დის ცხინ­ვალ­ში ვი­ზიტს, ეს სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით ბო­ლომ­დე არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მკა­ფიო ჟეს­ტი იქ­ნე­ბო­და იმი­სა, რომ სი­რია აღი­ა­რე­ბის უკან წა­ღე­ბას არ აპი­რებს. ეს ალ­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, და­გეგ­მავს თუ არა ასა­დი რუ­სეთ­ში ვი­ზიტს...” - ამ­ბობს ის.

ოსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­რი­ამ აფხა­ზეთ­თან უფრო ადრე და­ი­წყო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, და­მას­კო­ში აფხა­ზე­თის ლი­დერ­ზე ადრე, ბი­ბი­ლო­ვი მიფ­რი­ნავს, რაც ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია... “ორი­ვე შემ­თხვე­ვა რუ­სე­თის ძა­ლის­ხმე­ვით ხდე­ბა და და­წი­ნა­ურ­და თუ არა ამ შემ­თხვე­ვა­ში სამ­ხრეთ ოსე­თი, ეს ცოტა ხან­ში გა­ირ­კვე­ვა," - წერს ოსუ­რი მე­დია.

ამას­თან, ოსუ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ აფხა­ზე­თის შემ­დეგ, სი­რი­ი­დან რე­პატ­რი­ა­ცი­ის სა­კითხს, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­შიც გა­ნი­ხი­ლა­ვენ. კერ­ძოდ, მათი თქმით, სი­რი­ა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე იქ 2 500-ზე მეტი ოსი ცხოვ­რობ­და, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­და­ნა­წილ­დნენ. მათი წი­ნაპ­რე­ბი ოსე­თი­დან ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში, კავ­კა­სი­უ­რი ომე­ბის დროს გა­და­სახ­ლდნენ. მე­ო­რე ნა­კა­დი XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ემიგ­რა­ცი­ის დროს წა­ვი­და.

“სი­რი­ა­ში ოსურ დი­ას­პო­რას ცალ­კე არას­დროს უარ­სე­ბია, ის სხვა კავ­კა­სი­ელ ხალ­ხებ­თან ერ­თად, ჩერ­ქე­ზულ დი­ას­პო­რა­ში იყო, აფხა­ზებ­თან, ყა­ბარ­დო­ე­ლებ­თან და ადი­ღე­ე­ლებ­თან ერ­თად. და­მას­კო­ში, ალე­პო­სა და ჰომსში არ­სე­ბობს დი­ას­პო­რის დიდი კლუ­ბი, თუმ­ცა, ახლა მათ­თან კონ­ტაქ­ტი თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა...” - აცხა­დებს აჰ­მედ ალი­ბე­გო­ვი, რო­მე­ლიც “წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლო­ში” 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში დაბ­რუნ­და და სი­რი­ა­ში დარ­ჩე­ნილ ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ წყვეტს.

მი­სი­ვე თქმით, ახლა სი­რი­ა­ში ძა­ლი­ან ცოტა ოსი დარ­ჩა, ისი­ნი ომის დროს იორ­და­ნი­ა­ში, ლი­ბან­ში, თურ­ქეთ­სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­იქ­ცნენ და შე­საძ­ლოა, და­მას­კო­ში ახლა სულ რა­ღაც ასამ­დე ოსი იყოს დარ­ჩე­ნი­ლი.

“ჩვენ იქ 150 წელ­ზე მეტ­ხანს ვცხოვ­რობ­დით და 2 ათასს ვა­ჭარ­ბებ­დით, შემ­დეგ კი, ომის გამო და­ვი­ფან­ტეთ. ახლა და­მას­კო­ში მხო­ლოდ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ოსე­ბის ნა­წი­ლი დარ­ჩა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ სი­რი­ამ სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, ეს ნიშ­ნავს, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაღ­რმავ­დე­ბა,”- აცხა­დებს ის.

საქ­მე ის არის, რომ ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში უკვე ჩა­მო­ვიდ­ნენ ოსი რე­პატ­რი­ან­ტე­ბი, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ­მა “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ” მათ­ზე დი­დად არ იზ­რუ­ნა, მათ­თვის არც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ, არც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი და რა­ი­მე სა­ხის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, ამი­ტო­მაც, მათი ნა­წი­ლი ისევ სი­რი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, რო­გორც ოსუ­რი მე­დია წერს, წა­ვიდ­ნენ თუ არა, ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ვიდ­ნენ თუ არა, არც ამის­თვის მი­უ­დევ­ნე­ბია ვინ­მეს თვა­ლი.

ამ­ჯე­რად, სი­რი­ა­ში დარ­ჩე­ნილ, ან სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ფან­ტულ ოსებს, იმე­დი აქვთ, რომ მათი “ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში” დაბ­რუ­ნე­ბას უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

სირიიდან ოსი რეპატრიანტების ცხინვალის რეგიონში დაბრუნება იგეგმება

სირიიდან ოსი რეპატრიანტების ცხინვალის რეგიონში დაბრუნება იგეგმება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დამასკოში ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმების დოკუმენტს.

სირიაში გაფრინდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი, რათა დამასკოში “პრეზიდენტ” ანატოლი ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები დააზუსტოს. არსებული ცნობებით, ბიბილოვი ვიზიტის ფარგლებში, ბაშარ ასადსაც უნდა შეხვდეს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" ათი წლისთავისთვის, ცხინვალში აპირებს ჩასვლას.

რუსი პოლიტოლოგის, ნიკოლაი სილაევის შეფასებით, ეს ვიზიტი სიმბოლურია, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი, “რადგან თანამშრომლობა ორმხრივ სურვილზეა დაფუძნებული და ამის დასტურია ბოლო დროს გააქტიურებული დიპლომატიური კავშირები. რაც შეეხება ასადის ცხინვალში ვიზიტს, ეს საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, ძალიან მკაფიო ჟესტი იქნებოდა იმისა, რომ სირია აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე, დაგეგმავს თუ არა ასადი რუსეთში ვიზიტს...” - ამბობს ის.

ოსი ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სირიამ აფხაზეთთან უფრო ადრე დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარებაზე საუბარი, დამასკოში აფხაზეთის ლიდერზე ადრე, ბიბილოვი მიფრინავს, რაც ძალიან ნიშანდობლივია... “ორივე შემთხვევა რუსეთის ძალისხმევით ხდება და დაწინაურდა თუ არა ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი, ეს ცოტა ხანში გაირკვევა," - წერს ოსური მედია.

ამასთან, ოსური მედია იუწყება, რომ აფხაზეთის შემდეგ, სირიიდან რეპატრიაციის საკითხს, ცხინვალის რეგიონშიც განიხილავენ. კერძოდ, მათი თქმით, სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე იქ 2 500-ზე მეტი ოსი ცხოვრობდა, რომლებიც შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდნენ. მათი წინაპრები ოსეთიდან ახლო აღმოსავლეთში XIX საუკუნის შუა წლებში, კავკასიური ომების დროს გადასახლდნენ. მეორე ნაკადი XX საუკუნის დასაწყისში ემიგრაციის დროს წავიდა.

“სირიაში ოსურ დიასპორას ცალკე არასდროს უარსებია, ის სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად, ჩერქეზულ დიასპორაში იყო, აფხაზებთან, ყაბარდოელებთან და ადიღეელებთან ერთად. დამასკოში, ალეპოსა და ჰომსში არსებობს დიასპორის დიდი კლუბი, თუმცა, ახლა მათთან კონტაქტი თითქმის შეუძლებელი იქნება...” - აცხადებს აჰმედ ალიბეგოვი, რომელიც “წინაპრების სამშობლოში” 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა და სირიაში დარჩენილ ახლობლებთან ურთიერთობას არ წყვეტს.

მისივე თქმით, ახლა სირიაში ძალიან ცოტა ოსი დარჩა, ისინი ომის დროს იორდანიაში, ლიბანში, თურქეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიქცნენ და შესაძლოა, დამასკოში ახლა სულ რაღაც ასამდე ოსი იყოს დარჩენილი.

“ჩვენ იქ 150 წელზე მეტხანს ვცხოვრობდით და 2 ათასს ვაჭარბებდით, შემდეგ კი, ომის გამო დავიფანტეთ. ახლა დამასკოში მხოლოდ რუსულენოვანი ოსების ნაწილი დარჩა. ძალიან სასიამოვნოა, რომ სირიამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ეს ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაღრმავდება,”- აცხადებს ის.

საქმე ის არის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე ჩამოვიდნენ ოსი რეპატრიანტები, თუმცა, ადგილობრივმა “ხელმძღვანელობამ” მათზე დიდად არ იზრუნა, მათთვის არც მოქალაქეობა შეუთავაზებიათ, არც საცხოვრებელი ფართები და რაიმე სახის ჰუმანიტარული დახმარება, ამიტომაც, მათი ნაწილი ისევ სირიაში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა, როგორც ოსური მედია წერს, წავიდნენ თუ არა, ან სხვა ქვეყანაში გადავიდნენ თუ არა, არც ამისთვის მიუდევნებია ვინმეს თვალი.

ამჯერად, სირიაში დარჩენილ, ან სხვა ქვეყნებში გაფანტულ ოსებს, იმედი აქვთ, რომ მათი “ისტორიულ სამშობლოში” დაბრუნებას უფრო ორგანიზებული ხასიათი ექნება.

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება

აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში