სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გააერთიანე საქართველო! - ჩაერთე ეროვნულ პროექტში
გააერთიანე საქართველო! - ჩაერთე ეროვნულ პროექტში

23 ივ­ლისს მკი­თხვე­ლი­ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ახა­ლი პრო­ექ­ტის, "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის" პირ­ველ ნა­წილს, "იმე­რეთს" მი­ი­ღებს და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბა - ემო­ცი­ურ­სა და შე­მეც­ნე­ბით­ში: მკი­თხვე­ლი "იმე­რე­თის" რუ­კის პაზ­ლით და­ი­წყებს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის აწყო­ბას, რო­მელ­საც რაჭა-ლე­ჩხუ­მი მოჰ­ყვე­ბა და ასე ბო­ლომ­დე, აფხა­ზე­თამ­დე... ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკი­თხვე­ლი­ სა­ქარ­თვე­ლოს 12-ივე რე­გი­ო­ნის პაზლს მი­ი­ღებს და შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნი რუ­კის აწყო­ბას თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­ის, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ხელ­წე­რის, ლან­დშაფ­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თუ ადა­მი­ან­თა ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით....

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რომ­ლის მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ შექ­მნი­ლა და რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ო­ბას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გარ­შე­მო...

პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის, ნეს­ტან მა­ღა­ლაშ­ვი­ლის თქმით, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის პრო­ექ­ტი პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ჯგუ­ფის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია - მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­კებს შე­მეც­ნე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან ერ­თად, მუ­დამ ჰქონ­და პატ­რი­ო­ტუ­ლი დატ­ვირ­თვაც - ის ახ­სე­ნებს ადა­მი­ანს სამ­შობ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ალ­ბათ, ამი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ახა­ლი პრო­ექ­ტის გა­მო­ცე­მა.

- ჩვე­ნი ჯგუ­ფი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით მუ­შა­ობ­და ამ პრო­ექ­ტზე და ცდი­ლობ­და, სიმ­ბო­ლუ­რად სწო­რედ ამ გა­მო­ცე­მით მი­ე­ლო­ცა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის­თა­ვი. შე­ვეც­დე­ბი, მოკ­ლედ გი­ამ­ბოთ ჯგუ­ფის წევრთა შე­სა­ხებ: რუ­კა­ზე ის­ტო­რი­კოს­მა და კარ­ტოგ­რაფ­მა მა­ნა­ნა შე­ყი­ლა­ძემ იმუ­შა­ვა, კონ­სტრუქ­ცი­ის ავ­ტო­რი კი კოტე იანტბე­ლი­ძეა, ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რია თეა ბა­რა­მაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნე­ბი: ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია, გოგა ჩა­ნა­დი­რი, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე და მათ­თან ერ­თად სხვა გა­მოც­დი­ლი თუ დამ­წყე­ბი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი. ასე­ვე შეხ­ვდე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მიერ მო­წო­დე­ბულ ფო­ტო­მა­სა­ლა­საც. მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ მათ­განს და პრო­ექ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს ამ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის.

- წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს, რო­გორ და­ე­ლო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნის პაზლს მკი­თხვე­ლი. "იმე­რე­თით" რა­ტომ ვი­წყებთ?

- რად­გან მხო­ლოდ იმე­რე­თის ყვე­ლა სა­ზღვა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბა მთე­ლი ქვე­ყა­ნა. ამი­ტო­მაც და­ვი­წყეთ იმე­რე­თით.

იმე­რეთს რაჭა-ლე­ჩხუ­მი მოჰ­ყვე­ბა, სულ ბო­ლოს კი აფხა­ზე­თის პაზ­ლი გა­მო­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის აწყო­ბა (გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) დას­რულ­დე­ბა. ყვე­ლა რე­გი­ო­ნის პაზლს თან ახ­ლავს­ მისი ტრა­დი­ცი­ის, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თუ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი 11 ძი­რი­თა­დი და 5 პი­რო­ბი­თი სიმ­ბო­ლო... მა­გა­ლი­თად, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ო­ნის ძი­რი­თად ფი­გუ­რებ­ში ჩვენ შევ­ხვდე­ბით სვე­ტი­ცხო­ველ­სა და შა­ტილს, ხოლო პი­რო­ბით სიმ­ბო­ლო­ებ­ში - ცხვარ­სა და შო­თის პურს.

რე­გი­ო­ნის პაზლთან ერ­თად მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს ბრო­შუ­რას, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლია რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი მხა­რის, ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი ფი­გუ­რის ის­ტო­რია და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა. მას­ში ასე­ვე შეხ­ვდე­ბით პრო­ექ­ტის დე­ტა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ას.

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იწყე­ბა.

- დიახ, ეს უნი­კა­ლუ­რი შან­სია თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი­სათ­ვის ინ­ტე­რაქ­ცი­ით, ეტა­პობ­რი­ვად, ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბი­თა და, რაც მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რუ­ლით, აა­წყოს და გა­ა­ერ­თი­ა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო!

-გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას!

ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო შეგ­ვიძ­ლია მა­გი­და­ზეც ავა­წყოთ და კე­დელ­ზეც. თუ რუ­კას მა­გი­და­ზე გან­ვა­თავ­სებთ, მა­შინ ფი­გუ­რებს სპე­ცი­ა­ლურ ფეხს გა­ვუ­კე­თებთ და პაზლზე შე­სა­ბა­მის ად­გილ­ზე დავ­დგამთ, ხოლო თუ კე­დელ­ზე მი­ვა­მაგ­რებთ (რის­თვი­საც რუ­კას ორ­მა­გი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი ახ­ლავს), ფი­გუ­რებს პაზ­ლებ­ზე მათ­თვის გა­მო­ყო­ფილ სპე­ცი­ა­ლურ ჭრილ­ში ჩა­ვა­მაგ­რებთ. ეს პრო­ცე­სი შე­მეც­ნე­ბით­თან ერ­თად სა­ხა­ლი­სოც იქ­ნე­ბა.

ეთერ ერა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გააერთიანე საქართველო! - ჩაერთე ეროვნულ პროექტში

გააერთიანე საქართველო! - ჩაერთე ეროვნულ პროექტში

23 ივლისს მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტის, "საქართველოს ინტერაქციული რუკის" პირველ ნაწილს, "იმერეთს" მიიღებს და საინტერესო პროცესში ჩაერთვება - ემოციურსა და შემეცნებითში: მკითხველი "იმერეთის" რუკის პაზლით დაიწყებს საქართველოს ინტერაქციული რუკის აწყობას, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმი მოჰყვება და ასე ბოლომდე, აფხაზეთამდე... ნახევარი წლის განმავლობაში მკითხველი საქართველოს 12-ივე რეგიონის პაზლს მიიღებს და შეძლებს საქართველოს ერთიანი რუკის აწყობას თითოეული რეგიონისათვის დამახასიათებელი ტრადიციის, არქიტექტურული ხელწერის, ლანდშაფტური მრავალფეროვნების თუ ადამიანთა ხასიათის მიხედვით....

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ შექმნილა და რომელიც ყველა თაობას გააერთიანებს საკუთარი ქვეყნის გარშემო...

პროექტის მენეჯერის, ნესტან მაღალაშვილის თქმით, ინტერაქციული რუკის პროექტი პროფესიონალთა ჯგუფის ერთობლივი მუშაობის შედეგია - მაღალხარისხიანი და საინტერესო.

- როგორც ცნობილია, რუკებს შემეცნებით ღირებულებასთან ერთად, მუდამ ჰქონდა პატრიოტული დატვირთვაც - ის ახსენებს ადამიანს სამშობლოს ტერიტორიების მდგომარეობას, ალბათ, ამითაც არის განპირობებული გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტის გამოცემა.

- ჩვენი ჯგუფი განსაკუთრებული ემოციით მუშაობდა ამ პროექტზე და ცდილობდა, სიმბოლურად სწორედ ამ გამოცემით მიელოცა ჩვენი მოსახლეობისათვის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი. შევეცდები, მოკლედ გიამბოთ ჯგუფის წევრთა შესახებ: რუკაზე ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ იმუშავა, კონსტრუქციის ავტორი კი კოტე იანტბელიძეა, ტექსტების ავტორია თეა ბარამაშვილი. პროექტში გამოყენებული ფოტომასალის ავტორები არიან ყველასთვის საყვარელი პროფესიონალი ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია, გოგა ჩანადირი, ირაკლი გედენიძე და მათთან ერთად სხვა გამოცდილი თუ დამწყები ფოტოგრაფები. ასევე შეხვდებით ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და ეროვნული მუზეუმის მიერ მოწოდებულ ფოტომასალასაც. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს და პროექტის შემოქმედებით ჯგუფს ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისათვის.

- წარმოდგენილი მაქვს, როგორ დაელოდება საქართველოს ინტერაქციული რუკის თითოეული რეგიონის პაზლს მკითხველი. "იმერეთით" რატომ ვიწყებთ?

- რადგან მხოლოდ იმერეთის ყველა საზღვარი ადმინისტრაციულია და, ფაქტობრივად, მის გარშემო ერთიანდება მთელი ქვეყანა. ამიტომაც დავიწყეთ იმერეთით.

იმერეთს რაჭა-ლეჩხუმი მოჰყვება, სულ ბოლოს კი აფხაზეთის პაზლი გამოვა და საქართველოს რუკის აწყობა (გაერთიანება) დასრულდება. ყველა რეგიონის პაზლს თან ახლავს მისი ტრადიციის, არქიტექტურული თუ კულტურული მემკვიდრეობის გამომხატველი 11 ძირითადი და 5 პირობითი სიმბოლო... მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ძირითად ფიგურებში ჩვენ შევხვდებით სვეტიცხოველსა და შატილს, ხოლო პირობით სიმბოლოებში - ცხვარსა და შოთის პურს.

რეგიონის პაზლთან ერთად მკითხველი მიიღებს ბროშურას, რომელშიც აღწერილია როგორც კონკრეტული მხარის, ასევე თითოეული ფიგურის ისტორია და თავისებურება. მასში ასევე შეხვდებით პროექტის დეტალურ ინსტრუქციას.

- ძალიან საინტერესო პროცესი იწყება.

- დიახ, ეს უნიკალური შანსია თითოეული ოჯახისათვის ინტერაქციით, ეტაპობრივად, ცოდნის გაღრმავებითა და, რაც მთავარია, სიყვარულით, ააწყოს და გააერთიანოს საქართველო!

-გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი საქართველო შეგვიძლია მაგიდაზეც ავაწყოთ და კედელზეც. თუ რუკას მაგიდაზე განვათავსებთ, მაშინ ფიგურებს სპეციალურ ფეხს გავუკეთებთ და პაზლზე შესაბამის ადგილზე დავდგამთ, ხოლო თუ კედელზე მივამაგრებთ (რისთვისაც რუკას ორმაგი წებოვანი ლენტი ახლავს), ფიგურებს პაზლებზე მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ჭრილში ჩავამაგრებთ. ეს პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოც იქნება.

ეთერ ერაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ