Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში “ქურდული სამყაროს” აღსასრული იწყება?!
სომხეთში “ქურდული სამყაროს” აღსასრული იწყება?!

სომ­ხეთ­ში რე­ფორ­მე­ბის და­ა­ნონ­სე­ბი­სა და ყო­ფი­ლი თუ ჯე­რაც მოქ­მე­დი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ რის­კი­ან საქ­მეს - ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას შე­უდ­გა.


“კვლავ პა­რა­ლე­ლე­ბი მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან, გზა, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ­მა ქვე­ყა­ნამ 15 წლის წინ გა­ი­ა­რა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა სომ­ხეთ­ში, სა­დაც ლა­მის ყვე­ლა ეზო­სა და სა­დარ­ბა­ზო­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი და “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ცხოვ­რობს...” – წერს სომ­ხუ­რი მე­დია და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც სტარტს იღებს.


“ქურ­დებს სი­ცო­ცხლე და გა­მარ­ჯვე­ბა!” - ეს არის ფრა­ზა, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის­თვის წლე­ბია აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს... მარ­თა­ლია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი შემ­ცირ­დნენ, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა ე.წ. ქურ­დე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ნი­ლა, - ბოლო წლებ­ში სომ­ხეთ­ში ბიზ­ნეს, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის “ქურ­დუ­ლად” გა­და­წყვე­ტა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­და.



თუმ­ცა, ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა სომ­ხეთ­ში “აყ­ვა­ვე­ბულ ქურ­დულ სამ­ყა­როს” წერ­ტი­ლი და­უს­ვას, - ქვე­ყა­ნა­ში დიდი წმენ­და იწყე­ბა” – წერს სომ­ხუ­რი მე­დია და დას­ძენს, რომ მათ ალ­ბათ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის მიერ გზა გაკ­ვა­ლუ­ლი ექ­ნე­ბათ.


ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნა ბა­ბა­ი­ა­ნი ახლა იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­ნი­ხი­ლავს და ამ­ბობს, რომ ახლა პო­ლი­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მდიდ­რულ სახ­ლებ­ში რე­ი­დებს იწყებს.


“ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი 8 მა­ისს გახ­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ზუს­ტად ათი დღის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა “თა­ვა­ზი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი” და­ი­წყეს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით “ქურ­დე­ბის” სახ­ლში და მათ “პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­სა­უბ­რე­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზეს... სა­უბ­რის დე­ტა­ლე­ბი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა, ავ­ტო­რი­ტე­ტებს აუხ­სნეს, რომ ახალ სომ­ხეთ­ში კო­დექ­სი მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა,” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.


მი­სი­ვე ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ერევ­ნის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში შე­იკ­რიბ­ნენ, თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ამ მათ “ღო­ნის­ძი­ე­ბის” დას­რუ­ლე­ბა არ აცა­და, ისი­ნი და­ა­კა­ვა და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. და­კა­ვე­ბულ­თა სა­ხე­ე­ბი და­ფა­რუ­ლი იყო, თუმ­ცა, ისე­დაც ყვე­ლამ იცო­და, იმ “აქ­ტი­უ­რი” ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი, ვინც გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში იყო.


ჟურ­ნა­ლის­ტი იმ ათზე მეტი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის გვა­რებს აქ­ვეყ­ნებს, ვის სახ­ლშიც პო­ლი­ცი­ამ ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა და ვინც “სა­სა­უბ­როდ” და­ი­ბა­რა, მათ შო­რის არი­ან ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნე­ბი: სა­მუ­ელ არუ­თი­ა­ნი­ა­ნი – იგი­ვე მა­ნე­ტი ტხა სამო; რა­ფა­ელ ხო­ე­ცი­ა­ნი - იგი­ვე, აფო; ჟი­რი­არ ბრუ­ტი­ა­ნი – იგი­ვე, ჟირო შა­უ­მი­ანსკი; სუ­რენ ავე­ტი­სი­ა­ნი - იგი­ვე სურო ლე­ნი­ნა­კანსკი; ერ­ვანდ ვოს­კა­ნი­ა­ნი – იგი­ვე, ერო მე­ცა­მორსკიი; შა­ლი­კო მა­ნუ­ჩა­რი­ა­ნი - იგი­ვე, შალო; ვი­რაბ გას­პა­რი­ა­ნი - იგი­ვე ვი­რა­ბი­კი; რუ­ბენ კოს­ტი­ა­ნი­ნი - იგი­ვე, ბოგო;


საქ­მე ის არის, რომ დი­ა­ლო­გის შე­თა­ვა­ზე­ბამ მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გა­ა­მარ­თლა, 20 ივ­ნისს თით­ქმის ყვე­ლა მათ­გან­თან სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ისევ მი­ვიდ­ნენ და ეს სპე­ცო­პე­რა­ცია პირ­და­პირ ეთერ­ში აჩ­ვე­ნეს, ისე, რომ მათი სა­ხე­ე­ბი ჩან­და, ასე­თი რამ სომ­ხეთ­ში პირ­ვე­ლად მოხ­და... შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს - მი­ზე­ზი, ცოტა არ იყოს, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლიც კი იყო - ზოგს უკა­ნო­ნო ია­რა­ღი უპო­ვეს, ზოგს მა­რი­ხუ­ა­ნა, ზოგ­საც სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­ტი­კი... ორ მათ­განს, ან­დრო ხრო­მომ­სა და ალო შა­უ­მი­ანსკის ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვის მუხ­ლით ბრა­ლიც წა­უ­ყე­ნეს.


“ქურ­დუ­ლი ერე­ვა­ნი”

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თქმით, ახალ თა­ო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის რო­მან­ტი­ზე­ბა წინა თა­ო­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­დე­გია. მწე­რალ-კრი­მი­ნა­ლის­ტი ლე­ვონ სო­გო­მო­ნი­ა­ნი თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქის აღ­წე­რი­სას წერ­და, რომ “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ან კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ლა­მის ყვე­ლა ეზო­სა და სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობ­და...” მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, ასე ხდე­ბო­და 1930-40-იან წლებ­შიც, თუმ­ცა, მა­შინ “ბინ­ძუ­რი ომე­ბი” არც ისე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო.


გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბოლო წლებ­ში, სომ­ხეთ­ში არც ისე ბევ­რი, თუმ­ცა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს “გე­ნერ­ლე­ბი” შე­მორ­ჩნენ. მა­გა­ლი­თად: კარ­ლენ ტო­მა­სი­ა­ნი - იგი­ვე, გიჟ კარ­ლე­ნი; მა­ელს მი­კირ­ტი­ჩი­ა­ნი - იგი­ვე, კნდო; ვარ­დეკს ას­ლა­ნი­ა­ნი - იგი­ვე ციპო ვარდკე­სი; რა­ფინ ხე­ო­ცი­ა­ნი - იგი­ვე, ხოი; რა­ფიკ პი­ლო­ი­ა­ნი - იგი­ვე, მკა­ნი; ვაზ­გენ ნარ­სი­სი­ა­ნი – იგი­ვე ვზგო; მათი გავ­ლე­ნე­ბი არამ­ხო­ლოდ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვრცელ­დე­ბო­და.


თუმ­ცა, ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე მათ­განს, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის “სტა­ტუ­სის” დათ­მო­ბა მო­უხ­და. “მათ­გან ერთ-ერთი - ვზგო, 19 წლის “მო­ნათ­ლეს”, ის თით­ქმის 80 წლის გარ­და­იც­ვა­ლა და “სტა­ტუ­სი” კუ­ბოს კა­რამ­დე ატა­რა..." - წერს სომ­ხუ­რი მე­დია და დას­ძენს, რომ სო­მე­ხი კრი­მი­ნა­ლე­ბიც იგი­ვე მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობ­დნენ, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნე­ბი - პოსტსაბ­ჭო­თა კავ­შირ­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში “მფარ­ვე­ლობ­დნენ” ბიზ­ნესს, აგ­ვა­რებ­დნენ კონ­ფლიქ­ტებს ცი­ხე­ებ­სა და გა­რეთ, აგ­რო­ვებ­დნენ ე.წ. ობ­ში­აკს და მი­უყ­ვე­ბოდ­ნენ ე.წ. ქურ­დულ კო­დექსს... სომ­ხეთ­ში მათი გვარ-სა­ხე­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად ხმა­ურ­დე­ბო­და, თუმ­ცა მათი სა­ცე­ცე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი იყო.


მა­გა­ლი­თად, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ან­დრა­ნიკ სო­ღო­ი­ა­ნი, იგი­ვე ზაპ ლე­ნი­ნა­კანსკი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ლე­ნი­ნა­კა­ნი­დან არის და ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობს, ამ­ჟა­მად სომ­ხეთ­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა, მისი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია - სო­ღო­ი­ანს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სომ­ხე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როს­თან ვოვა გას­პა­რი­ან­თან და კრი­მი­ნა­ლუ­რი წრე­ე­ბი მას “სა­ხელ­მწი­ფო ქურ­დად” მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.



საგრსი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ძა­ლო­ვა­ნი სო­ღო­ი­ანს ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და, მე­ტიც, სინ­თე­თი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კის წილ­ში იყო და კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა არას­დროს ჰქო­ნია... ამას­თან, სო­ღო­ი­ა­ნის გვა­რი ფი­გუ­რი­რებ­და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, “დათო პან­კის­კის” ორ­გა­ნი­ზე­ბულ მკვლე­ლო­ბა­ში. "პან­კის­კი" სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, დუ­ის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და­ვით ალ­ხა­ნიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც სტამ­ბოლ­ში, 2017 წლის 22 დე­კემ­ბერს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს.


მარ­თა­ლია, სო­ღო­ი­ა­ნი ცდი­ლობს არას­დროს არ­სად გა­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, რა­ღაც გარ­ღვე­ვე­ბი მა­ინც აქვს - 2014 წლი­დან ჩე­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის და ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბის გამო მის და­სა­კა­ვებ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­დე­რი გა­მოს­ცა.


სო­მე­ხი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, "ზაპ ლე­ნი­ნა­კანსკის" მარ­ჯვე­ნა ხელი ვოვა გას­პა­რი­ა­ნი და მისი გა­რე­მოც­ვა ახლა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა, აშ­კა­რაა, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ არის - ისი­ნი უნდა გა­სა­მარ­თლდნენ. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, სო­ღო­ი­ანს სომ­ხე­თის და­ტო­ვე­ბა სხვა “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან” და­პი­რის­პი­რე­ბის გამო მო­უხ­და - კრი­მი­ნა­ლე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ ზაპი თა­ვის კავ­ში­რებს გა­მო­ი­ყე­ნებ­და და დაჯ­გუ­ფე­ბა “სას­ნა ცრე­რის” წევ­რს, რო­მე­ლიც 2016 წლის ზა­ფხულ­ში ერევ­ნის ცი­ხე­ში იყო, და­ი­ცავ­და, თუმ­ცა, ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­რიგ­და და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი მო­ა­ტყუა.



სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა სერჟ სარ­გსი­ა­ნის გა­სა­მარ­თლე­ბა­ზე სა­უბ­რობს, ზოგს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ეჩ­ვე­ნე­ბა, არა­და, ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლის უკან იდგა “სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მფარ­ვე­ლი” და ისი­ნი ერ­თად აგ­ვა­რებ­დნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ხრო­მოი ანდო, რო­მე­ლიც ბოლო რე­ი­დის დროს და­ა­კა­ვეს, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­კა­ვე­ბულ გე­ნე­რალ­თან, მა­ნუ­ელ გრი­რი­ან­თან ახ­ლობ­ლობ­და, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყა­რა­ბა­ღის ომის შე­დე­გად გამ­დიდ­რე­ბა­ში ედა­ვე­ბა.



ავტორი:

სომხეთში “ქურდული სამყაროს” აღსასრული იწყება?!

სომხეთში “ქურდული სამყაროს” აღსასრული იწყება?!

სომხეთში რეფორმების დაანონსებისა და ყოფილი თუ ჯერაც მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებების კვალდაკვალ, ფაშინიანის ხელისუფლება არანაკლებ რისკიან საქმეს - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა.


“კვლავ პარალელები მეზობელ საქართველოსთან, გზა, რომელიც მეზობელმა ქვეყანამ 15 წლის წინ გაიარა და საკმაოდ წარმატებით. ვნახოთ, რა იქნება სომხეთში, სადაც ლამის ყველა ეზოსა და სადარბაზოში კრიმინალური ავტორიტეტი და “კანონიერი ქურდი ცხოვრობს...” – წერს სომხური მედია და ახალი ხელისუფლებაც სტარტს იღებს.


“ქურდებს სიცოცხლე და გამარჯვება!” - ეს არის ფრაზა, რომელიც სომხეთისთვის წლებია აქტუალობას არ კარგავს... მართალია, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოსახლეობაში კრიმინალური ავტორიტეტები შემცირდნენ, თუმცა, ქვეყანა ე.წ. ქურდების გარეშე არ დარჩენილა, - ბოლო წლებში სომხეთში ბიზნეს, პოლიტიკური თუ პირადი საქმეების “ქურდულად” გადაწყვეტა ჩვეულებრივი გახდა.



თუმცა, ბოლო მოვლენების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სომხეთში “აყვავებულ ქურდულ სამყაროს” წერტილი დაუსვას, - ქვეყანაში დიდი წმენდა იწყება” – წერს სომხური მედია და დასძენს, რომ მათ ალბათ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან წასული კრიმინალების მიერ გზა გაკვალული ექნებათ.


ადგილობრივი ჟურნალისტი ელენა ბაბაიანი ახლა იქ მიმდინარე პროცესებს განიხილავს და ამბობს, რომ ახლა პოლიცია ადგილობრივი ე.წ. კანონიერი ქურდების მდიდრულ სახლებში რეიდებს იწყებს.


“ნიკოლ ფაშინიანი 8 მაისს გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ზუსტად ათი დღის შემდეგ, პოლიციელებმა “თავაზიანი ვიზიტები” დაიწყეს მთელი ქვეყნის მასშტაბით “ქურდების” სახლში და მათ “პროფილაქტიკური გასაუბრებები შესთავაზეს... საუბრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა, ავტორიტეტებს აუხსნეს, რომ ახალ სომხეთში კოდექსი მათზე მორგებული ვერ იქნება,” – წერს ჟურნალისტი.


მისივე ცნობით, რამდენიმე დღის შემდეგ, ადგილობრივი ე.წ კანონიერი ქურდები ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში შეიკრიბნენ, თუმცა, პოლიციამ მათ “ღონისძიების” დასრულება არ აცადა, ისინი დააკავა და სპეცოპერაციის ვიდეო გამოაქვეყნა. დაკავებულთა სახეები დაფარული იყო, თუმცა, ისედაც ყველამ იცოდა, იმ “აქტიური” ავტორიტეტების გვარ-სახელები, ვინც გამოსავლის ძიებაში იყო.


ჟურნალისტი იმ ათზე მეტი ე.წ. კანონიერი ქურდის გვარებს აქვეყნებს, ვის სახლშიც პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და ვინც “სასაუბროდ” დაიბარა, მათ შორის არიან ყველაზე გავლენიანები: სამუელ არუთიანიანი – იგივე მანეტი ტხა სამო; რაფაელ ხოეციანი - იგივე, აფო; ჟირიარ ბრუტიანი – იგივე, ჟირო შაუმიანსკი; სურენ ავეტისიანი - იგივე სურო ლენინაკანსკი; ერვანდ ვოსკანიანი – იგივე, ერო მეცამორსკიი; შალიკო მანუჩარიანი - იგივე, შალო; ვირაბ გასპარიანი - იგივე ვირაბიკი; რუბენ კოსტიანინი - იგივე, ბოგო;


საქმე ის არის, რომ დიალოგის შეთავაზებამ მაინცდამაინც არ გაამართლა, 20 ივნისს თითქმის ყველა მათგანთან სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლები ისევ მივიდნენ და ეს სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში აჩვენეს, ისე, რომ მათი სახეები ჩანდა, ასეთი რამ სომხეთში პირველად მოხდა... შედეგად, რამდენიმე მათგანი დააკავეს - მიზეზი, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელიც კი იყო - ზოგს უკანონო იარაღი უპოვეს, ზოგს მარიხუანა, ზოგსაც სააფთიაქო ნარკოტიკი... ორ მათგანს, ანდრო ხრომომსა და ალო შაუმიანსკის ნარკოტიკების შენახვის მუხლით ბრალიც წაუყენეს.


“ქურდული ერევანი”

ადგილობრივი მედიის თქმით, ახალ თაობაში კრიმინალური ავტორიტეტების რომანტიზება წინა თაობის ცხოვრების წესის შედეგია. მწერალ-კრიმინალისტი ლევონ სოგომონიანი თავის მემუარებში სომხეთის დედაქალაქის აღწერისას წერდა, რომ “კანონიერი ქურდი ან კრიმინალური ავტორიტეტი ლამის ყველა ეზოსა და სადარბაზოში ცხოვრობდა...” მისივე მოსაზრებით, ასე ხდებოდა 1930-40-იან წლებშიც, თუმცა, მაშინ “ბინძური ომები” არც ისე გავრცელებული იყო.


გასული საუკუნის ბოლო წლებში, სომხეთში არც ისე ბევრი, თუმცა ქურდული სამყაროს “გენერლები” შემორჩნენ. მაგალითად: კარლენ ტომასიანი - იგივე, გიჟ კარლენი; მაელს მიკირტიჩიანი - იგივე, კნდო; ვარდეკს ასლანიანი - იგივე ციპო ვარდკესი; რაფინ ხეოციანი - იგივე, ხოი; რაფიკ პილოიანი - იგივე, მკანი; ვაზგენ ნარსისიანი – იგივე ვზგო; მათი გავლენები არამხოლოდ საბჭოთა ქვეყნებში, მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა.


თუმცა, ბოლო წლებში რამდენიმე მათგანს, ე.წ. კანონიერი ქურდის “სტატუსის” დათმობა მოუხდა. “მათგან ერთ-ერთი - ვზგო, 19 წლის “მონათლეს”, ის თითქმის 80 წლის გარდაიცვალა და “სტატუსი” კუბოს კარამდე ატარა..." - წერს სომხური მედია და დასძენს, რომ სომეხი კრიმინალებიც იგივე მეთოდებით მუშაობდნენ, როგორც დანარჩენები - პოსტსაბჭოთა კავშირსა და დანარჩენ მსოფლიოში “მფარველობდნენ” ბიზნესს, აგვარებდნენ კონფლიქტებს ციხეებსა და გარეთ, აგროვებდნენ ე.წ. ობშიაკს და მიუყვებოდნენ ე.წ. ქურდულ კოდექსს... სომხეთში მათი გვარ-სახელები ნაკლებად ხმაურდებოდა, თუმცა მათი საცეცების შესახებ ყველასთვის ცნობილი იყო.


მაგალითად, ე.წ. კანონიერი ქურდი ანდრანიკ სოღოიანი, იგივე ზაპ ლენინაკანსკი, რომელიც წარმოშობით ლენინაკანიდან არის და ქვეყანაში ყველაზე დიდი გავლენებით სარგებლობს, ამჟამად სომხეთში არ იმყოფება, თუმცა, მისი საქმეების შესახებ ცნობილია - სოღოიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სომხეთის პოლიციის ყოფილ უფროსთან ვოვა გასპარიანთან და კრიმინალური წრეები მას “სახელმწიფო ქურდად” მოიხსენიებდნენ.



საგრსიანის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ძალოვანი სოღოიანს ყველაფრის კონტროლის უფლებას აძლევდა, მეტიც, სინთეთიკური ნარკოტიკის წილში იყო და კანონთან პრობლემა არასდროს ჰქონია... ამასთან, სოღოიანის გვარი ფიგურირებდა ე.წ. კანონიერი ქურდის, “დათო პანკისკის” ორგანიზებულ მკვლელობაში. "პანკისკი" საქართველოს მოქალაქე, დუისში დაბადებული დავით ალხანიშვილი იყო, რომელიც სტამბოლში, 2017 წლის 22 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.


მართალია, სოღოიანი ცდილობს არასდროს არსად გამოჩნდეს, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც გარღვევები მაინც აქვს - 2014 წლიდან ჩეხეთის ხელისუფლებამ შეკვეთილი მკვლელობების და ადამიანთა გატაცების გამო მის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი გამოსცა.


სომეხი ჟურნალისტების თქმით, "ზაპ ლენინაკანსკის" მარჯვენა ხელი ვოვა გასპარიანი და მისი გარემოცვა ახლა გათავისუფლებულია, თუმცა, აშკარაა, რომ ეს საკმარისი არ არის - ისინი უნდა გასამართლდნენ. კიდევ ერთი ვერსიით, სოღოიანს სომხეთის დატოვება სხვა “კანონიერ ქურდებთან” დაპირისპირების გამო მოუხდა - კრიმინალები შეთანხმდნენ, რომ ზაპი თავის კავშირებს გამოიყენებდა და დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრს, რომელიც 2016 წლის ზაფხულში ერევნის ციხეში იყო, დაიცავდა, თუმცა, ის ხელისუფლებას გაურიგდა და ე.წ. კანონიერი ქურდები მოატყუა.



სომხური მედიის ცნობით, როდესაც მოსახლეობა სერჟ სარგსიანის გასამართლებაზე საუბრობს, ზოგს გადაჭარბებული ეჩვენება, არადა, ყველა კრიმინალის უკან იდგა “სახელისუფლებო მფარველი” და ისინი ერთად აგვარებდნენ მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი, ხრომოი ანდო, რომელიც ბოლო რეიდის დროს დააკავეს, ასევე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ გენერალთან, მანუელ გრირიანთან ახლობლობდა, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოება ყარაბაღის ომის შედეგად გამდიდრებაში ედავება.



ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე