მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უნდა უფრთხილდეს ზაფხულის მზეს?
ვინ უნდა უფრთხილდეს ზაფხულის მზეს?

ავად­მყო­ფო­ბა ყო­ველ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლია, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში, როცა ყვე­ლა დას­ვე­ნე­ბა­სა და სე­ირ­ნო­ბა­ზე ფიქ­რობს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად გა­ი­გო­ნებთ: “ახლა ავად­მო­ყო­ფო­ბის დროა?” ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ მზე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ცო­ცხა­ლი არ­სე­ბი­სათ­ვის, ენერ­გი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წყა­როა. მარ­თლაც, რა­ტომ უნდა გახ­დეს ადა­მი­ა­ნი ავად მა­შინ, როცა მზე თა­ვი­სი სხი­ვე­ბით უშურ­ვე­ლად გვა­მა­რა­გებს? მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექი­მებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ზა­ფხუ­ლის მზე და სი­ცხე ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბულ საფრ­თხეს ქმნის.

მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნებთ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ზო­გი­ერ­თი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მარ­ტივ წე­სებს.

გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა

მზე და გა­რე­მოს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა გულ­სა­ი­ძუ­ლებს უფრო ხში­რად შე­ი­კუმ­შოს, ხოლო სის­ხლს - უფრო სწრა­ფად იმოძ­რა­ოს. ხში­რი შე­კუმ­შვი­სას კი, ბუ­ნებ­რი­ვია, იზ­რდე­ბა გუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჟანგბად­ზე. ჯან­მრთე­ლი გუ­ლის გვირ­გვი­ნო­ვა­ნი ანუ კო­რო­ნა­რუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი ასეთ გაზ­რდილ მო­თხოვ­ნა­საც ად­ვი­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ და გულს უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბით აწ­ვდი­ან სის­ხლს. თუ პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბა (გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა) აქვს, ჟანგბად­ზე გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, გულს საკ­მა­რი­სი სის­ხლი ვერ მი­ე­წო­დე­ბა, რა­საც სა­თა­ნა­დო კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბა მოჰ­ყვე­ბა – პა­ცი­ენტს ეწყე­ბა ტკი­ვი­ლი მკერ­დის ძვლის უკან ან ქო­ში­ნი. ეს სიმპტო­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დრო­საა გა­მო­ხა­ტუ­ლი. ასე ვლინ­დე­ბა კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი ფორ­მა – სტე­ნო­კარ­დია. გუ­ლი­სათ­ვის ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა თუ ხან­გრძლი­ვად და მკვეთ­რად დაქ­ვე­ით­და, შე­საძ­ლოა მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტიც აღ­მო­ცენ­დეს.

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ზე­მოქ­მე­დე­ბით ხში­რად პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი (კა­პი­ლა­რე­ბი, ვე­ნე­ბი) ფარ­თოვ­დე­ბა, რის გა­მოც არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა ქვე­ით­დე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ იღე­ბენ მცდარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას – თვლი­ან, რომ წნე­ვა ნორ­მას და­უბ­რუნ­და და დო­ზის შემ­ცი­რე­ბის ნაც­ვლად სავ­სე­ბით წყვე­ტენ პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი (წნე­ვის დამ­წე­ვი) პრე­პა­რა­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი 24 სა­ა­თი­სა და მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რძე­ლებს მოქ­მე­დე­ბას, ამ პე­რი­ო­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ კი წნე­ვა მა­ტუ­ლობს, ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ მა­ღალ ციფ­რებ­საც აღ­წევს. თუ წნე­ვა არ კონ­ტროლ­დე­ბა (წნე­ვის გა­ზომ­ვა), მისი მო­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩეს და შემ­დეგ უეც­რად კრი­ზის ან სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად გა­რე­მოს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა, ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა, რომ წყლის მი­ღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზა­ფხულ­ში, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სი­ცხე­ში სა­სუნ­თქი სის­ტე­მით, სა­შარ­დე სის­ტე­მი­თა და კა­ნით სი­თხე ინ­ტენ­სი­უ­რად იკარ­გე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბით წყალს არ იღებს, შე­საძ­ლოა მო­ცირ­კუ­ლი­რე სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დეს, ამა­ვე დროს ის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს უფრო ბლან­ტი (ჰე­მო­კონ­ცენ­ტრა­ცია), რაც თრომ­ბის ფორ­მი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. თრომ­ბის ფორ­მი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბა, როცა მგზავ­რო­ბი­სას (ძი­რი­თა­დად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტით სარ­გებ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით) სი­თხის მი­ღე­ბას ვე­რი­დე­ბით. გარ­და ჰე­მო­კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­სა, თრომ­ბის ფორ­მი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ხან­გრძლივ მგზავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დუ­რე­ბის უმოძ­რა­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სის­ხლი­სა და ლიმ­ფის მოძ­რა­ო­ბის მკვეთ­რი შე­ფერ­ხე­ბა.

რო­გორ ავი­რი­დოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი

რო­გორც ხვდე­ბით, ზა­ფხუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მებს უქ­მნის გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს. დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით რომ არ დაგ­ვა­მახ­სოვ­რდეს, დრო­უ­ლად უნდა და­ვი­ჭი­როთ თა­და­რი­გი. ამის­თვის სა­ჭი­როა:

  • გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას (არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია; კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბა) გან­ვაგ­რძოთ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა;
  • აუ­ცი­ლებ­ლად გვქონ­დეს ის წამ­ლე­ბი, რო­მელ­თაც გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სას ვი­ღებთ (ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნი, წნე­ვის დამ­წე­ვე­ბი);
  • თუ ვგრძნობთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რია, წნე­ვის კონ­ტრო­ლი გა­უ­ა­რეს­და, მო­ი­მა­ტა გულ­ში ტკი­ვი­ლის ან არით­მი­ის ეპი­ზო­დებ­მა, ნუ და­ვე­ლო­დე­ბით სექ­ტემ­ბრის მოს­ვლას და დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ ექიმს;
  • თუ ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში წნე­ვა ქვე­ით­დე­ბა, პრე­პა­რა­ტის დოზა შე­ვამ­ცი­როთ, მაგ­რამ მის მი­ღე­ბას სრუ­ლად ნუ შევ­წყვეტთ;
  • ძა­ლი­ან ცხელ დღე­ებ­ში მო­ვე­რი­დოთ ში­ნი­დან გას­ვლას, გან­სა­კუთ­რე­ბით 11 სა­ა­თი­დან 19 სა­ა­თამ­დე;
  • მზი­ან დღე­ებ­ში ვა­ტა­როთ ქუდი ან ქოლ­გა;
  • მი­ვი­ღოთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი;
  • მგზავ­რო­ბი­სას ვე­ცა­დოთ წა­მოვ­დგეთ, ვა­მოძ­რა­ოთ ქვე­და კი­დუ­რე­ბი....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა mkurnali.ge-ზე

ვინ უნდა უფრთხილდეს ზაფხულის მზეს?

ვინ უნდა უფრთხილდეს ზაფხულის მზეს?

ავადმყოფობა ყოველთვის არასასურველია, მაგრამ ზაფხულში, როცა ყველა დასვენებასა და სეირნობაზე ფიქრობს, განსაკუთრებით ხშირად გაიგონებთ: “ახლა ავადმოყოფობის დროა?” ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ მზე ადამიანისათვის, ისევე როგორც ყველა ცოცხალი არსებისათვის, ენერგიის აუცილებელი წყაროა. მართლაც, რატომ უნდა გახდეს ადამიანი ავად მაშინ, როცა მზე თავისი სხივებით უშურველად გვამარაგებს? მიუხედავად ამისა, ექიმებმა კარგად იციან, რომ ზაფხულის მზე და სიცხე ზოგიერთი დაავადების დროს განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის.

მოკლედ შეგახსენებთ ზაფხულის პერიოდში ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავების თავიდან არიდების მარტივ წესებს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

მზე და გარემოს მაღალი ტემპერატურა გულსაიძულებს უფრო ხშირად შეიკუმშოს, ხოლო სისხლს - უფრო სწრაფად იმოძრაოს. ხშირი შეკუმშვისას კი, ბუნებრივია, იზრდება გულის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ჯანმრთელი გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული სისხლძარღვები ასეთ გაზრდილ მოთხოვნასაც ადვილად აკმაყოფილებენ და გულს უფრო მეტი რაოდენობით აწვდიან სისხლს. თუ პაციენტს კორონარული არტერიების დაავადება (გულის იშემიური დაავადება) აქვს, ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, გულს საკმარისი სისხლი ვერ მიეწოდება, რასაც სათანადო კლინიკური სიმპტომების აღმოცენება მოჰყვება – პაციენტს ეწყება ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან ქოშინი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროსაა გამოხატული. ასე ვლინდება კორონარული არტერიების დაავადების ერთ-ერთი ფორმა – სტენოკარდია. გულისათვის ჟანგბადის მიწოდება თუ ხანგრძლივად და მკვეთრად დაქვეითდა, შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტიც აღმოცენდეს.

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხშირად პერიფერიული სისხლძარღვები (კაპილარები, ვენები) ფართოვდება, რის გამოც არტერიული წნევა ქვეითდება. ასეთ შემთხვევებში არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტები ზოგჯერ იღებენ მცდარ გადაწყვეტილებას – თვლიან, რომ წნევა ნორმას დაუბრუნდა და დოზის შემცირების ნაცვლად სავსებით წყვეტენ პრეპარატების მიღებას. თანამედროვე ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) პრეპარატების დიდი ნაწილი 24 საათისა და მეტი დროის განმავლობაში აგრძელებს მოქმედებას, ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ კი წნევა მატულობს, ზოგჯერ საკმაოდ მაღალ ციფრებსაც აღწევს. თუ წნევა არ კონტროლდება (წნევის გაზომვა), მისი მომატება შეიძლება კარგა ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს და შემდეგ უეცრად კრიზის ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს.

მიუხედავად გარემოს მაღალი ტემპერატურისა, ხშირად გვავიწყდება, რომ წყლის მიღება, განსაკუთრებით კი ზაფხულში, ძალზე მნიშვნელოვანია. სიცხეში სასუნთქი სისტემით, საშარდე სისტემითა და კანით სითხე ინტენსიურად იკარგება. თუ ადამიანი სათანადო რაოდენობით წყალს არ იღებს, შესაძლოა მოცირკულირე სითხის რაოდენობა შემცირდეს, ამავე დროს ის შეიძლება გახდეს უფრო ბლანტი (ჰემოკონცენტრაცია), რაც თრომბის ფორმირებას განაპირობებს. თრომბის ფორმირების საშიშროება განსაკუთრებით იზრდება, როცა მგზავრობისას (ძირითადად საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობის თავიდან აცილების მიზნით) სითხის მიღებას ვერიდებით. გარდა ჰემოკონცენტრაციისა, თრომბის ფორმირების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებული კიდურების უმოძრაობა და შესაბამისად, სისხლისა და ლიმფის მოძრაობის მკვეთრი შეფერხება.

როგორ ავირიდოთ უსიამოვნებები

როგორც ხვდებით, ზაფხული მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს. დასვენების პერიოდი ჯანმრთელობის გაუარესებით რომ არ დაგვამახსოვრდეს, დროულად უნდა დავიჭიროთ თადარიგი. ამისთვის საჭიროა:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას (არტერიული ჰიპერტენზია; კორონარული არტერიების დაავადება) განვაგრძოთ დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება;
  • აუცილებლად გვქონდეს ის წამლები, რომელთაც გადაუდებელი სიტუაციებისას ვიღებთ (ნიტროგლიცერინი, წნევის დამწევები);
  • თუ ვგრძნობთ, რომ მდგომარეობა არასტაბილურია, წნევის კონტროლი გაუარესდა, მოიმატა გულში ტკივილის ან არითმიის ეპიზოდებმა, ნუ დაველოდებით სექტემბრის მოსვლას და დროულად მივმართოთ ექიმს;
  • თუ ზაფხულის ცხელ დღეებში წნევა ქვეითდება, პრეპარატის დოზა შევამციროთ, მაგრამ მის მიღებას სრულად ნუ შევწყვეტთ;
  • ძალიან ცხელ დღეებში მოვერიდოთ შინიდან გასვლას, განსაკუთრებით 11 საათიდან 19 საათამდე;
  • მზიან დღეებში ვატაროთ ქუდი ან ქოლგა;
  • მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი;
  • მგზავრობისას ვეცადოთ წამოვდგეთ, ვამოძრაოთ ქვედა კიდურები....განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი