შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე“ ბრიტანელი ლეგედარული მუსიკოსის ელტონ ჯონის კონცერტი მიმდინარეობს.
კონცერტის დაწყებამდე მსმენელებმა საკონცერტო დარბაზის ეზოში დამოტანჟებულ დიდ ეკრანზე მერვედფინალური მატჩი ნახეს, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ელტონ ჯონი მსმენელს როგორც ძველ, ასევე ახალ მუსიკალურ ჰიტებს შესთავაზებს.
კონცერტზე მყოფი ერთ-ერთი მსმენელი ნანუკა შატბერაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო დონის ვარკვლავის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია.
"ერთი წელია ელტონ ჯონის საქართველოში ჩამოსვლას ველოდები და დღეს მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ კონცერტი დაუვიწყარი იქნება. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ამ დონის მუსიკოსი საქართველოში იმყოფება", - აღნიშნა ნანუკა შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოში გასულ წელს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩამოვიდა. ელტონ ჯონი კონცერტს "ბლექ სი არენას“ სცენაზე ხვალაც გამართავს.