მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენერგო-პრო ჯორჯია" მოსახლეობას მიმართავს
"ენერგო-პრო ჯორჯია" მოსახლეობას მიმართავს

კომ­პა­ნია „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს. რო­გორც კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე, როცა კუ­რორ­ტებ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი ოდე­ნო­ბა იყ­რის თავს, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლი უნდა იყოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის, ქვე­სად­გუ­რე­ბის თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტის სი­ახ­ლო­ვეს.

„ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბის დაც­ვის ზო­ნებ­ში უნე­ბარ­თვო შეს­ვლის ან მი­ახ­ლო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, საფრ­თხე შე­ექ­მნას ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს. შე­სა­ბა­მი­სად, მსგავს ად­გი­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვას არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია მი­წის ზე­და­პირ­ზე, არ­ხებ­ში, ჭებ­ში არ­სე­ბულ სა­კა­ბე­ლო ხა­ზებ­თან შე­ხე­ბა, რად­გან ისი­ნი მოქ­მე­დი ძაბ­ვის ქვე­შაა და მათ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია. გარ­და ამი­სა, აკ­რძა­ლუ­ლია ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის ქვეშ ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტი­სა და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნე­ბის გა­ჩე­რე­ბა, თი­ვის ზვი­ნე­ბის მო­წყო­ბა, შე­ში­სა და სხვა მა­სა­ლე­ბის და­წყო­ბა, ცე­ცხლის გა­ჩა­ღე­ბა და სა­ვე­ლე ბა­ნა­კე­ბის გან­ლა­გე­ბა. სა­ჰა­ე­რო ხა­ზე­ბის დაც­ვის ზო­ნებ­ში ბა­ნა­ო­ბა და თევ­ზა­ო­ბა სა­ში­შია სი­ცო­ცხლის­თის, რად­გან არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მოხ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყოს შე­ხე­ბა სა­დენ­ზე. სა­დე­ნის გა­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ყუ­რა­დღე­ბოა მშობ­ლე­ბის­თვის, რად­გან ბავ­შვე­ბის თა­მა­ში ღია სა­დე­ნებ­თან სი­ახ­ლო­ვეს, სა­ში­შია სი­ცო­ცხლის­თვის. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ელექტრო­ქ­სე­ლებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა რა­ი­მე ავა­რი­უ­ლი ან სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გო­რი­ცაა სა­დე­ნე­ბის გა­წყვე­ტა და ჩა­მო­ვარ­დნა, ბო­ძე­ბის წაქ­ცე­ვა, სა­დე­ნე­ბის მი­წის ზე­და­პირ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, ძლი­ე­რი ნა­პერ­წკლი­ა­ნო­ბა, ხან­ძა­რი და სხვა, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა ეც­ნო­ბოს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ შე­სა­ბა­მი­სი რა­ი­ო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრს ან კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ენერგო-პრო ჯორჯია" მოსახლეობას მიმართავს

"ენერგო-პრო ჯორჯია" მოსახლეობას მიმართავს

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით მოსახლეობას მიმართავს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ტურისტულ სეზონზე, როცა კურორტებზე მოსახლეობის განსაკუთრებულად დიდი ოდენობა იყრის თავს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს.

„ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია. გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთის, რადგან არ არის გამორიცხული, მოხდეს სპეციალური ხელსაწყოს შეხება სადენზე. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, მასთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ