56 წლის ასაკში ყველასათვის საყვარელი მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ცოტა ხნის წინ გიო ხუციშვილს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, მომღერალმა მისი ბოლო კონცერტიც გამართა, სადაც ოცი სიმღერა შეასრულა, მათ შორის დუეტები მეუღლესთან, შვილთან და მეგობრებთან ერთად...
მომღერლის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება ერთნაირად დაამწუხრა. ამ ფაქტს "ფეისბუქში" ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან, ოჯახს უსამძიმრებენ და გიოზე უცნობ ისტორიებს იხსენებენ. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომღერლის და მსახიობის გიო ხუციშვილის გარდაიცვალების გამო. მძიმეა ეს განცდა ჩემთვისაც და ქართული საზოგადოებისათვისაც, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა და აფასებდა გიო ხუციშვილის მიერ შექმნილ განუმეორებელ კინოროლებსა და სახასიათო, უნიკალურ მუსიკალურ შესრულებას. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს" - ვკითხულობთ პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი საყვარელი მომღერლის გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო.გიო ხუციშვილი განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქალაქურ სიმღერას. დიდ ნიჭთან ერთად, ის სულსა და გულს დებდა თავის საქმეში, სიყვარულს ასხივებდა. ძალიან დასანანია, რომ ქართულ ესტრადას გამოაკლდა ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც კიდევ ბევრი სიხარულის მინიჭება შეეძლო მსმენელისთვის.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გიო ხუციშვილის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს" - ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.
გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:
კარგი, სუფთა კაცი იყო გიო.ბევრი სიკეთე გააკეთა. გულიანად იმღერა. წუხელ ამ ყველაფრის ჯილდო, სიყვარული წაიღო იმქვეყნად. ვუსამძიმრებ ოჯახს
ეკა ხოფერია, ტელეწამყვანი, ჟურნალ "სითის" რედაქტორი:
ჩვენ ერთად ბევრი მაგარი წელი და ისტორია გვაკავშირებს, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ შენი ერთ-ერთი მეგობარი მქვია. მე შენ ძალიან მიყვარხარ, გიო
ლაშა ღლონტი, მომღერერალი:
ჩემი ანის ქორწილში როგორი საოცრებები აკეთე არასოდეს დამავიწყდები ჩემო გულიანო ძმაო... ბევრს დავწერდი უბრალოდ ვერ ვწერ არ შემიძლია
ბახვა ბრეგვაძე, ტელეწამყვანი და მსახიობი:
სტამბოლში აეროპორტში ვიჯექი... უცებ ბახვა ბახვაა, გავიხედე და გიო მაიასთან ერთად. როგორც ყოველთვის ძალიან გამიხარდა მათი დანახვა ... პირდაპირ მაჯახა - ანალიზებზე ვიყავი და ძალიან ცუდი პასუხები მიჭირავს ხელშიო, ასე რომ ჩემ ბენდს შენ გიტოვებ და მიხედეო... მაიას გავხედე ისიც იცინოდა, მაგრამ მის სახეზე მკაფიოდ იკითხებოდა, რომ გიო არ ხუმრობდა... ის აგრძელებდა ხურმობას, შენ და ეკა ხოფერია წაიყვანთ ეხლა ჩემ საქველმოქმედო კონცერტს და ფულსაც შემიგროვებთო... საერთოდ აღარ მეცინებოდა, მაგრამ მეც ვიცინოდი ისეთ საბრძოლო განწყობაზე იყო ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ ამ საშინელ დაავადებას დაამარცხებდა! გიო და მაია მიყვარხართ !
ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:
სიმღერა რომ ვიმღერეთ თბილისობაზე, უკვე ძალიან ცუდად იყო, თუმცა არასდროს იმჩნევდა ამას!დამენანა და გული დამწყვიტა მისმა წასვლამ! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!
ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:
წავიდა ჩვენი საყვარელი გიო... წავიდა იქ, სადაც ჩვენც ოდესმე წავალთ,ოღონდ ძალიან ადრე... სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვწყვეტთ... გიოს აქვს მთავარი ის ხალხს უყვარს! მისი სიმღერები კი,კიდევ ბევრ თაობას გადაეცემა და აამღერებს! გვიყვარხარ გიო და მაგრად დაგვაკლდები... დააკლდები შენს საყვარელ თბილისს... ღმერთმა ნათელში გამყოფოს.
ნათია გედენიძე, ფოტოგრაფი:
გიო წავიდა... გაუჭირდა ფოტოსთვის გაღიმება, გამიჭირდა კონცერტზე მისი ყურება და მოსმენა... ახლაც მიჭირს, რომ წარსულში ვწერ...
თათია შარანგია, პიანისტი:
არვიცი სიტყვებით, როგორ გამოვხატო ის ტკივილი რასაც ეხლა ვგრძნობ!!! გიო იყო სიყვარული, ერთობა, ურთიერთობა!!!! გიო იყო საუკეთესო მეგობარი, უბოროტო, უერთგულესი... გიო ჩემს გულში ხარ და იქნები ყოველთვის! ის გიო-რომელიც გვიფერადებდი სამყაროს და გვითბობდი გულებს!!!! დღეიდან შენს თითოეულ სიმღერას კიდევ უფრო დიდი სიყვარულით იმღერებენ!!! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული ჩვენო გიო
დიანა ტრაპაიძე, ჟურნალისტი:
მეც ხომ ერთი ცხოვრებისთვის ბევრი რამ გადამხდენია და მინახავს, ხოდა გასულ საუკუნეში ვიყავი კრწანისის გამგეობის პიარი.გიო ხუციშვილთან და ირაკლი მეძმარიაშვილთან ვმუშაობდი. მას მერე 20 წელია ვიცნობდი,მიყვარდა და თვითონაც სულ გულში მიხუტებდა... ბოლო კონცერტზე თავჩარგული ვტიროდი, არაფერი დამინახავს და მომისმენია
თაკო დოლაბერიძე, ივენთ მენეჯერი: ტვინში ჩამიდო, რომ დაამარცხებდა ამ საზიზღარ დაავადებას... ბოლომდე იბრძოლა და მშვიდად წავიდა. როგორც უყვარდა ამბების ატეხვა ისეთი ამბავი ატყდა.
გიგლა თუმანიშვილი, ჟურნალისტი: სამუდამოდ ჩაიწერა მისი სახელი!!! მანამდე იყო 56 წელი და ისტორია, რომელსაც ხალხი არასდროს დაივიწყებს!!! ყველაზე ნამდვილი გული გაჩერდა, ბევრი იბრძოლა სიცოცხლისთვის, ყველაზე ტკბილი წლებისთვის, მაგრამ დაგვტოვა... გიო მხოლოდ ფიზიკურად წავიდა ჩვენგან. მადლობა გადაუხადა ხალხს და სიმღერით სთხოვა "ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე მომიტევოს ჩემმა თბილისმა" სწორედ ამ თბილისის ერთი დიდი წიგნი დაიხურა, რომელშიც გიოს ისტორია ოქროს ასოებით არის ჩაწერილი!!! ამიერიდან გიოს მზე დასავლეთიდან აღარასოდეს ამოვა. მოსწრო ყველაფერი და წავიდა, რაც მთავარია დიდი სიყვარული დაგვიტოვა გულში! გიო ხუციშვილი - "ზღაპარ იყო"... როგორ არ უნდოდა სიკვდილი!