პარლამენტთან საპროტესტო აქცია ხვალ, 18.00 საათზე განახლდება. დღეს აქცია დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ კვლავ რჩებიან ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა და აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის არ აპირებს აქციების შეწყვეტას მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ტერიტორიაზე უსაფრთხოებას აკონტროლებენ.