კაფე “გალერისთან” კიდევ ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ადგილზე შეკრებილი ადამიანებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებას წინ მოქალაქეების პროტესტი და პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.კაფე „გალერისთან“ ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფება, რომელიც ვითარებას გაეცნო და შსს-ში მისვლსაც გეგმავს.