ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეთის ტყეში მეხანძრეები ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს დღეს განაახლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ყველა კერა ჯერ ლიკვიდირებული არ არის. სალიკვიდაციო სამუშაოებში 70-ზე მეტი მეხანძრე იქნება ჩართული.
ხანძარი ბორჯომში ორი დღის წინ, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაჩნდა.