მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმხილველი თავისუფლების მოედანზე მოზარდის დაჭრის შესახებ ჰყვება
თვითმხილველი თავისუფლების მოედანზე მოზარდის დაჭრის შესახებ ჰყვება

თვითმხილ­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ არას­რულ­წლო­ვა­ნია. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­გილ­ზე თვითმხილ­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან მეტ­რო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ერთი დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა წა­იყ­ვა­ნა.

"ხმა­უ­რი არ ყო­ფი­ლა. ეს ბავ­შვი წა­მო­ვი­და, ხელი ედო გულ­ზე. ხალ­ხმა რომ და­ი­ნა­ხა სის­ხლი მოს­დი­ო­და, სკამ­ზე დას­ვეს, გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო და წა­იყ­ვა­ნეს. სკო­ლის მოს­წავ­ლე იქ­ნე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა თვითმხილ­ველ­მა.

შემ­თხვე­ვა მეტ­როს სად­გურ „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან“ დღეს სა­ღა­მოს მოხ­და. ად­გილ­ზე ამ დრომ­დე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი არი­ან ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რე­ბი ცივი ია­რა­ღით არი­ან დაჭ­რი­ლი.

შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნისს“ შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დამ­ნა­შა­ვე პი­რის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თვითმხილველი თავისუფლების მოედანზე მოზარდის დაჭრის შესახებ ჰყვება

თვითმხილველი თავისუფლების მოედანზე მოზარდის დაჭრის შესახებ ჰყვება

თვითმხილველის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი დაჭრილი სავარაუდოდ არასრულწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე თვითმხილველმა განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მეტრო "თავისუფლებასთან" ერთი დაჭრილი ახალგაზრდა ჩამოვიდა, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა.

"ხმაური არ ყოფილა. ეს ბავშვი წამოვიდა, ხელი ედო გულზე. ხალხმა რომ დაინახა სისხლი მოსდიოდა, სკამზე დასვეს, გამოიძახეს სასწრაფო და წაიყვანეს. სკოლის მოსწავლე იქნებოდა", - აღნიშნა თვითმხილველმა.

შემთხვევა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დღეს საღამოს მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, პირები ცივი იარაღით არიან დაჭრილი.

შს სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნისს“ შს სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს