მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 მაისს მეტრომ, შესაძლოა, არ იმუშაოს
3 მაისს მეტრომ, შესაძლოა, არ იმუშაოს

მეტ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პროფ­კავ­ში­რი - “ერ­თო­ბა 2013” ხვალ, 11:00 სა­ათ­ზე, მეტ­როს სად­გურ „რუს­თა­ველ­თან“ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროფ­კავ­ში­რი­დან აც­ნო­ბეს, გარ­და სი­ტუ­ა­ცი­ის მი­მო­ხილ­ვი­სა, ისი­ნი სა­ჯა­როდ და­ა­ა­ნონ­სე­ბენ გა­ფიც­ვის თა­რიღს და მო­სახ­ლე­ო­ბას ფლა­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­აც­ნო­ბენ ქა­ლა­ქის შე­საძ­ლო პა­რა­ლი­ზე­ბის დროს, ასე­ვე, შე­ი­ტა­ნენ გან­ცხა­დე­ბას შრო­მის, ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, რათა და­იც­ვან კა­ნო­ნი­ე­რი გა­ფიც­ვის შე­სა­ბა­მი­სი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა.

„ერ­თო­ბა 2013“ მეტ­როს მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­თა თით­ქმის სრულ უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­ცავს, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ფიც­ვის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ი­კე­ტე­ბა ყვე­ლა მეტ­როს სად­გუ­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მეტ­რო­ში მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რულ­და. სამმხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ი­სა და მე­რი­ის­გან პა­სუ­ხი ერ­თია - ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა ვერ მოხ­დე­ბა! „ერ­თო­ბა 2013“-ის წევ­რებს სხვა აღა­რა­ფე­რი დარ­ჩათ, გარ­და გა­ფიც­ვი­სა. ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა მეტ­რო­ში 2013 წლი­დან არ მომ­ხდა­რა. მე­მან­ქა­ნე­ე­ბის მო­თხოვ­ნა, სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბის 7 ლა­რი­დან 10 ლა­რამ­დე გაზ­რდა­ზე, გა­მოწ­ვე­უ­ლია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­ნი­თა და მეტ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბით.

მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უკან და­ხე­ვას არ აპი­რე­ბენ, რად­გან 2016 წლი­დან კომ­პა­ნი­ის­გან მხო­ლოდ და­პი­რე­ბებს იღე­ბენ. მა­შინ უარი თქვეს გა­ფიც­ვა­ზე, რად­გან ეგო­ნათ პრო­ცე­სი კონ­სტურ­ქცი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რე­ჟიმ­ში დას­რულ­დე­ბო­და, თუმ­ცა ლო­დინ­მა ისი­ნი იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, როცა გა­ფიც­ვის გარ­და სხვა გზა არ დარ­ჩათ. მათ მრა­ვალ­ჯერ აღუ­ნიშ­ნავთ, რომ გა­ფიც­ვა თა­ვა­დაც არ სურთ, რად­გან კარ­გად ეს­მით, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მეტ­როს გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქა­ლა­ქის­თვის. თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ არც მე­რია და არც კომ­პა­ნია არ ით­ვა­ლის­წი­ნებს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი­სა და ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას“, - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში და ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თბი­ლი­სის მეტ­რო, შე­საძ­ლოა, 3 მა­ისს გა­ჩერ­დეს..

3 მაისს მეტრომ, შესაძლოა, არ იმუშაოს

3 მაისს მეტრომ, შესაძლოა, არ იმუშაოს

მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი - “ერთობა 2013” ხვალ, 11:00 საათზე, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული პროფკავშირიდან აცნობეს, გარდა სიტუაციის მიმოხილვისა, ისინი საჯაროდ დააანონსებენ გაფიცვის თარიღს და მოსახლეობას ფლაერების საშუალებით გააცნობენ ქალაქის შესაძლო პარალიზების დროს, ასევე, შეიტანენ განცხადებას შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რათა დაიცვან კანონიერი გაფიცვის შესაბამისი ყველა პროცედურა.

„ერთობა 2013“ მეტროს მეტროს მემანქანეთა თითქმის სრულ უმრავლესობას მოიცავს, შესაბამისად, გაფიცვის დაწყების შემთხვევაში, დაიკეტება ყველა მეტროს სადგური. მოგეხსენებათ, მეტროში მედიაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულდა. სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიისა და მერიისგან პასუხი ერთია - ხელფასების მატება ვერ მოხდება! „ერთობა 2013“-ის წევრებს სხვა აღარაფერი დარჩათ, გარდა გაფიცვისა. ხელფასების მატება მეტროში 2013 წლიდან არ მომხდარა. მემანქანეების მოთხოვნა, საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდაზე, გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით.

მეტროს თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ, რადგან 2016 წლიდან კომპანიისგან მხოლოდ დაპირებებს იღებენ. მაშინ უარი თქვეს გაფიცვაზე, რადგან ეგონათ პროცესი კონსტურქციული მოლაპარაკებების რეჟიმში დასრულდებოდა, თუმცა ლოდინმა ისინი იქამდე მიიყვანა, როცა გაფიცვის გარდა სხვა გზა არ დარჩათ. მათ მრავალჯერ აღუნიშნავთ, რომ გაფიცვა თავადაც არ სურთ, რადგან კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მეტროს გამართულ მუშაობას მოსახლეობისა და ქალაქისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ არც მერია და არც კომპანია არ ითვალისწინებს დასაქმებულებისა და ხალხის მდგომარეობას“, - ნათქვამია პრესრელიზში და ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მეტრო, შესაძლოა, 3 მაისს გაჩერდეს..

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ