პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის დასაწყებად, 11-მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო
მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის დასაწყებად, 11-მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო

მთაწ­მინ­დის სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბის და­სა­წყე­ბად უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ქვე­და სად­გუ­რის - მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეზოს უკან მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან 11–მდე ოჯა­ხის გა­სახ­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მთაწ­მინ­დის სა­ბა­გი­რო გზის პრო­ექ­ტის მთა­ვარ­მა მე­ნე­ჯერ­მა ლაშა და­ლა­ქიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად მუ­შა­ო­ბა მთაწ­მინ­დის სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მო­სა­პო­ვებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ასე­ვე მუ­შა­ო­ბა მი­დის სა­ბა­გი­როს ქვე­და სად­გუ­რის, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეზოს უკან მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­საყ­ვა­ნად.

„ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სსიპ-იდან სა­ამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად ვმუ­შობთ. ასე­ვე, ვმუ­შობთ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რომ­ლე­ბიც ქვე­და სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ. აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­და­ნი უნდა გან­თავ­სდეს, რად­გან ფი­ზი­კუ­რად სხვა ტე­რი­ტო­რია არ არ­სე­ბობს. იქ და­ახ­ლო­ე­ბით, 11 ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ვი­ნა­ი­დან, უნდა და­ვიც­ვათ ყვე­ლა სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მა, უსაფრ­თხო­ე­ბა და ასე შემ­დეგ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია მცხოვ­რებ­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს. ამის­თვის, სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნულ ბი­უ­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯა­ხე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა და­ვუკ­ვე­თეთ. ვე­ლო­დე­ბით დას­კვნას და ამის შემ­დეგ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით მივ­მარ­თავთ მო­სახ­ლე­ო­ბას. რო­გორც ვიცი, სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს დას­კვნა უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს და ჩვენ მო­მა­ვა­ლი კვი­რის და­სა­წყის­ში გვექ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და და­ლა­ქიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად ტენ­დერს გა­მო­ა­ცხა­დებს და უშუ­ა­ლოდ სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სიც და­ი­წყე­ბა. იგი ქვე­და და ზედა სად­გუ­რებ­ზე, ასე­ვე ყვე­ლა ან­ძის ბე­ტო­ნის სა­მუ­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ყვე­ლა ტი­პის ექ­სპერ­ტი­ზა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, რო­გორც კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლის, ასე­ვე გე­ო­ლო­გი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სსიპ-ი მშე­ნებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნე­ბარ­თვას ამა­ზე დაყ­რდნო­ბით გას­ცემს. სა­ბა­გი­როს მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტით, მოხ­დე­ბა ქვე­და სად­გუ­რის რე­კონ­სტრუქ­ცია, ზედა სად­გუ­რი კი, რო­მე­ლიც მთაწ­მინ­დის პარკში იქ­ნე­ბა, ხე­ლახ­ლა აშენ­დე­ბა. თუ რა დაჯ­დე­ბა პრო­ექ­ტი, ამის თქმა ამ­ჯე­რად რთუ­ლია, რად­გან ავ­სტრი­ულ კომ­პა­ნია „დო­პელ­მა­ი­ერ­თან“ ამ­ჟა­მად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. ეს გუ­ლის­ხმობს არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნა­წი­ლის გა­და­კე­თე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთაწ­მინ­დის სა­ბა­გი­როს თავ­და­პირ­ვე­ლი მარ­შრუ­ტი „რე­დი­სო­ნი­დან“ იყო. 2015 წელს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეს ლო­კა­ცია შე­იც­ვა­ლა და ისევ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეზო­ში გა­და­ვი­და. ის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც „რე­დი­სო­ნის“ წინ სად­გუ­რის მო­სა­წყო­ბად იყო სა­ჭი­რო, შე­სა­ბა­მის მო­დი­ფი­კა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. ახლა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ვართ კომ­პა­ნია“ დო­პელ­მა­ი­ერ­თან“ – თუ რა დაჯ­დე­ბა ამ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და არ­სე­ბულ პრო­ფილ­ზე მორ­გე­ბა. ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თუ რა თან­ხე­ბი და­ი­ხარ­ჯე­ბა სა­ბა­გი­როს ახ­ლან­დე­ლი მარ­შრუ­ტის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და პრო­ექ­ტის მთა­ვარ­მა მე­ნე­ჯერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ავ­სტრი­ულ კომ­პა­ნია „დო­პელ­მა­ი­ე­რი“ და­ნად­გა­რე­ბის მონ­ტაჟს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. კერ­ძოდ, სად­გუ­რე­ბის, ან­ძე­ბის აღ­ჭურ­ვას, კა­ბი­ნე­ბის, ბა­გი­რის მონ­ტაჟს.

მთაწ­მინ­დის სა­ბა­გი­რო იგი­ვე პრინ­ცი­პით იმუშ­ვებს, რო­გორც რი­ყის სა­ბა­გი­რო. ანუ მონო–გონ­დო­ლის პრინ­ცი­პით და ამ მიზ­ნით 20 კა­ბი­ნა უკვე შეს­ყი­დუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის დასაწყებად, 11-მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო

მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის დასაწყებად, 11-მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო

მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის დასაწყებად უახლოეს პერიოდში ქვედა სადგურის - მეცნიერებათა აკადემიის ეზოს უკან მდებარე ტერიტორიიდან 11–მდე ოჯახის გასახლება იქნება საჭირო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მთაწმინდის საბაგირო გზის პროექტის მთავარმა მენეჯერმა ლაშა დალაქიშვილმა განუცხადა, ამჟამად მუშაობა მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. პარალელურად, ასევე მუშაობა მიდის საბაგიროს ქვედა სადგურის, მეცნიერებათა აკადემიის ეზოს უკან მდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების აღნიშნული ტერიტორიიდან გასაყვანად.

„ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სსიპ-იდან საამშენებლო ნებართვის მისაღებად ვმუშობთ. ასევე, ვმუშობთ მოსახლეობასთან, რომლებიც ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო მოედანი უნდა განთავსდეს, რადგან ფიზიკურად სხვა ტერიტორია არ არსებობს. იქ დაახლოებით, 11 ოჯახი ცხოვრობს. ვინაიდან, უნდა დავიცვათ ყველა სამშენებლო ნორმა, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, აუცილებელია, მშენებლობის პროცესში აღნიშნული ტერიტორია მცხოვრებლებისგან თავისუფალი იყოს. ამისთვის, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს აღნიშნული ოჯახების უძრავი ქონებების შეფასება დავუკვეთეთ. ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ კონკრეტული წინადადებებით მივმართავთ მოსახლეობას. როგორც ვიცი, სამხარაულის ბიუროს დასკვნა უკვე მომზადებული აქვს და ჩვენ მომავალი კვირის დასაწყისში გვექნება“, – განაცხადა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის მოპოვების შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამუშაოების საწარმოებლად ტენდერს გამოაცხადებს და უშუალოდ სამშენებლო პროცესიც დაიწყება. იგი ქვედა და ზედა სადგურებზე, ასევე ყველა ანძის ბეტონის სამუშოების წარმოებას ითვალისწინებს.

„ყველა ტიპის ექსპერტიზა დასრულებულია, როგორც კონსტრუქციული ნაწილის, ასევე გეოლოგიური და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ი მშენებლობის განხორციელების ნებართვას ამაზე დაყრდნობით გასცემს. საბაგიროს მშენებლობის პროექტით, მოხდება ქვედა სადგურის რეკონსტრუქცია, ზედა სადგური კი, რომელიც მთაწმინდის პარკში იქნება, ხელახლა აშენდება. თუ რა დაჯდება პროექტი, ამის თქმა ამჯერად რთულია, რადგან ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერთან“ ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ. ეს გულისხმობს არსებული პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის გადაკეთებას. მოგეხსენებათ, მთაწმინდის საბაგიროს თავდაპირველი მარშრუტი „რედისონიდან“ იყო. 2015 წელს არქიტექტურული საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ლოკაცია შეიცვალა და ისევ მეცნიერებათა აკადემიის ეზოში გადავიდა. ის მოწყობილობები, რომელიც „რედისონის“ წინ სადგურის მოსაწყობად იყო საჭირო, შესაბამის მოდიფიკაციას საჭიროებს. ახლა მოლაპარაკებების პროცესში ვართ კომპანია“ დოპელმაიერთან“ – თუ რა დაჯდება ამ მოწყობილობების მოდიფიცირება და არსებულ პროფილზე მორგება. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, თუ რა თანხები დაიხარჯება საბაგიროს ახლანდელი მარშრუტისთვის“, – განაცხადა პროექტის მთავარმა მენეჯერმა.

მისივე თქმით, ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერი“ დანადგარების მონტაჟს განახორციელებს. კერძოდ, სადგურების, ანძების აღჭურვას, კაბინების, ბაგირის მონტაჟს.

მთაწმინდის საბაგირო იგივე პრინციპით იმუშვებს, როგორც რიყის საბაგირო. ანუ მონო–გონდოლის პრინციპით და ამ მიზნით 20 კაბინა უკვე შესყიდულია.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ