მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მოზარდის ცხედარი მოედანზე გამოფინეს - "ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა"
ჩეჩნეთში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მოზარდის ცხედარი მოედანზე გამოფინეს - "ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა"

7 აპ­რი­ლის, ჩეჩ­ნეთ­ში, აჩხოი-მარ­ტან­ში უც­ნო­ბი პირი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს და­ნით და­ეს­ხა თავს. ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე დღეს თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მო­ზარ­დის ცხე­და­რი ქა­ლა­ქის მო­ე­დან­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს. რამ­ზან კა­დი­როვ­მა კი თავ­დამ­სხმე­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის ჩეჩ­ნე­თი­დან გა­ძე­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქტს იძი­ებს.

  • ვი­დეო კად­რე­ბი ჩეჩ­ნე­თის "ტე­ლეგ­რა­მის" ოპო­ზი­ცი­ურ­მა არ­ხებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. პირ­ველ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია აჩხოი-მარ­ტა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მახ­ლობ­ლად, ხალ­ხის ბრბო ახალ­გაზ­რდის სხე­ულ­თან დგას. ის­მის ქა­ლე­ბის ტი­რი­ლი... თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, "ადა­მი­ა­ნებს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, რამ­დე­ნი­მე ქალ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა".

"ტე­ლეგ­რა­მის" არხი NIYSO, რო­მელ­მაც ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ცხე­და­რი აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ე­დან­ზე დარ­ჩა. მე­ო­რე ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა, მო­ზარ­დის ცხე­და­რი სხვა ად­გი­ლას დევს, იქვე კი მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ო­ბენ.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის საბ­ჭოს წევ­რმა ევა მერ­კა­ჩო­ვამ აჩხოი-მარ­ტან­ში მომ­ხდარს "ვე­ლუ­რო­ბა“ და "შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი“ უწო­და.

"ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს არ­ცერთ სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებს. კა­ცობ­რი­ო­ბა გან­ვი­თარ­და იმის­თვის, რომ თავი და­აღ­წი­ოს სის­ხლის ღვრას, სიკ­ვდი­ლით დას­ჯას და სი­სას­ტი­კეს სა­ჯა­რო გა­მო­ფე­ნას", - გა­ნუ­ცხა­და მან Gazeta.ru-ს.

აჩხოი-მარ­ტან­ში თავ­დას­ხმის შემ­დეგ რამ­ზან კა­დი­როვ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

"მისი მშობ­ლე­ბი უნდა გან­დევ­ნონ რეს­პუბ­ლი­კი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ტე­რო­რის­ტე­ბის მშობ­ლებ­სა და ახლო ნა­თე­სა­ვებს - უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ მო­უ­წევთ პა­სუ­ხის­გე­ბა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე", - ნათ­ქვა­მია კა­დი­რო­ვის "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე. ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­მა მო­ზარ­დის ქმე­დე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

აჩხოი-მარ­ტა­ნი ქა­ლა­ქუ­რი ტი­პის და­სახ­ლე­ბაა. იგი გროზ­ნოს სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. ბო­ლოს მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ამ მხა­რე­ში ერთი წლის წინ მოხ­და: ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამი ადა­მი­ა­ნი თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცი­ე­ლებს. ყვე­ლა თავ­დამ­სხმე­ლი სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლით და­ი­ღუ­პა.

ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი არც თუ იშ­ვი­ა­თია ჩეჩ­ნეთ­ში. კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის რე­ჟი­მი 2009 წელს კი გა­უქ­მდა, მაგ­რამ უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი მა­ინც გრძელ­დე­ბა.

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩეჩნეთში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მოზარდის ცხედარი მოედანზე გამოფინეს - "ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა"

ჩეჩნეთში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მოზარდის ცხედარი მოედანზე გამოფინეს - "ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა"

7 აპრილის, ჩეჩნეთში, აჩხოი-მარტანში უცნობი პირი პატრულის თანამშრომლებს დანით დაესხა თავს. ერთი სამართალდამცავი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი, რომელიც არასრულწლოვანი აღმოჩნდა, საპასუხო ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა. მეორე დღეს თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის ცხედარი ქალაქის მოედანზე გამოიტანეს. რამზან კადიროვმა კი თავდამსხმელის ნათესავების ჩეჩნეთიდან გაძევება მოითხოვა. საგამოძიებო კომიტეტი სამართალდამცველების მკვლელობის მცდელობის ფაქტს იძიებს.

  • ვიდეო კადრები ჩეჩნეთის "ტელეგრამის" ოპოზიციურმა არხებმა გაავრცელეს. პირველ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციის მახლობლად, ხალხის ბრბო ახალგაზრდის სხეულთან დგას. ისმის ქალების ტირილი... თვითმხილველების თქმით, "ადამიანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა".

"ტელეგრამის" არხი NIYSO, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, ირწმუნება, რომ ცხედარი აქციის დასრულების შემდეგ მოედანზე დარჩა. მეორე ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მოზარდის ცხედარი სხვა ადგილას დევს, იქვე კი მანქანები მოძრაობენ.

რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრმა ევა მერკაჩოვამ აჩხოი-მარტანში მომხდარს "ველურობა“ და "შუა საუკუნეები“ უწოდა.

"ეს არ შეესაბამება და არ შეიძლება შეესაბამებოდეს არცერთ სამართლებრივ ნორმებს. კაცობრიობა განვითარდა იმისთვის, რომ თავი დააღწიოს სისხლის ღვრას, სიკვდილით დასჯას და სისასტიკეს საჯარო გამოფენას", - განუცხადა მან Gazeta.ru-ს.

აჩხოი-მარტანში თავდასხმის შემდეგ რამზან კადიროვმა უსაფრთხოების ძალებთან შეხვედრა გამართა.

"მისი მშობლები უნდა განდევნონ რესპუბლიკიდან. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტერორისტების მშობლებსა და ახლო ნათესავებს - უნდა გააცნობიერონ, რომ მოუწევთ პასუხისგება თავისი საყვარელი ადამიანების დანაშაულებრივ ქმედებებზე", - ნათქვამია კადიროვის "ტელეგრამის" არხზე. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა მოზარდის ქმედებებში უკრაინა დაადანაშაულა.

უკრაინის ხელისუფლებას კადიროვის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აჩხოი-მარტანი ქალაქური ტიპის დასახლებაა. იგი გროზნოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ბოლოს მსგავსი შემთხვევა ამ მხარეში ერთი წლის წინ მოხდა: ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი ადამიანი თავს დაესხა პოლიციელებს. ყველა თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლით დაიღუპა.

ასეთი ისტორიები არც თუ იშვიათია ჩეჩნეთში. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი 2009 წელს კი გაუქმდა, მაგრამ უშიშროების ძალებზე თავდასხმები მაინც გრძელდება.

წყარო