პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს
საქართველოში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რულ ცენ­ტრში შე­საძ­ლოა, გუ­ლის იმპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა ჩა­ტარ­დეს (ხე­ლოვ­ნუ­რი პარ­კუ­ჭის გზით). აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სას­ტუმ­რო „ჰო­ლი­დეი ინში“ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ხელ­წო­დე­ბით - „გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლე­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფარ­გლებ­ში“.

ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფე­რენ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ცი­ნის ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, კონ­კრე­ტუ­ლად ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ა­ლურ ცენ­ტრში და პირ­ვე­ლად ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, გუ­ლის იმპლან­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას (ხე­ლოვ­ნუ­რი პარ­კუ­ჭის გზით), რო­მე­ლიც გუ­ლის გა­და­ნერგვის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ფე­რენ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ძი­რი­თა­დად, გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის სა­კი­თხე­ბი, ისე­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და სამ­წუ­ხა­როდ მრის­ხა­ნე მდგო­მა­რე­ო­ბის და­ა­ვა­დე­ბის, რო­გო­რი­ცაა გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა. ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია. ასე­თი ტი­პის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სწრა­ფად იქ­ნას და­ნერ­გი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

„ბო­ხუა სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ცენ­ტრი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს გერ­მა­ნი­ის წამ­ყვან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ცი­ენ­ტებს შეს­თა­ვა­ზოს გერ­მა­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ცენ­ტრი დღეს წარ­მო­ად­გენს წამ­ყვან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სა­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი და გუ­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია ბო­ხუა სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

საქართველოში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს

საქართველოში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს

საქართველოში, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს (ხელოვნური პარკუჭის გზით). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით - „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ-გერმანული ურთიერთობის ფარგლებში“.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინფორმაციით, კონფერენცია მნიშვნელოვანია მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის, რომელიც მოიაზრებს საქართველოში, კონკრეტულად ბოხუას სახელობის კარდიოვასკუალურ ცენტრში და პირველად ამიერკავკასიაში, გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას (ხელოვნური პარკუჭის გზით), რომელიც გულის გადანერგვის ალტერნატივას წარმოადგენს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კონფერენციაზე, ძირითადად, განხილული იქნება კლინიკური მართვის საკითხები, ისეთი გავრცელებული და სამწუხაროდ მრისხანე მდგომარეობის დაავადების, როგორიცაა გულის უკმარისობა. ეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. ასეთი ტიპის კონფერენციები საშუალებას იძლევა, რომ ახალი ტექნოლოგიები სწრაფად იქნას დანერგილი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ცდილობს, საქართველოში პაციენტებს შესთავაზოს გერმანული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, - ნათქვამია ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ