თურქეთში მოკლული ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გაიოზ ზვიადაძის თანმხლები პირი, რომელიც ფეხში დაიჭრა, 26 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გიგა პეტრიაშვილი, მეტსახელად „პროფესორია“. ამის შესახებ „პრაიმ კრაიმი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ანტალიაში, ე.წ. კანონიერი ქურდის რომან ბარბაქაძის („რემენა“) სახლთან მოხდა. ზვიადაძეს და პეტრიაშვილს ცეცხლი „რემენას“ სახლის სადარბაზოში გაუხსნეს.
გამოცემის ვარაუდით, თავდამსხმელების მთავარ სამიზნეს ზვიადაძე წარმოადგენდა, სწორედ ამით აიხსნება პეტრიაშვილის მსუბუქი ჭრილობა. „ახლა, ქურდული წესების თანახმად, თავდასხმის დამკვეთებს სამაგიერო პეტრიაშვილმა უნდა გადაუხადოს“, - წერს „პრაიმ კრაიმი“.