მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა
დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა

პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი ტყი­ბულ­ში გა­ემ­გზავ­რა. ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან იტყო­ბი­ნე­ბი­ან.

მინ­დე­ლის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია 6 ადა­მი­ა­ნი, და­შა­ვე­ბუ­ლია - 3.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 აპ­რილს, მინ­დე­ლის შახ­ტა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 03.45 სა­ათ­ზე, და­სავ­ლე­თის მე-10 ველ­ში, პირ­ველ ნახ­შირ­მომ­პო­ვე­ბელ უბან­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოხ­და ე.წ. „სამ­თო დარ­ტყმა,“ (გვი­რა­ბის გვერ­დი­თი ქა­ნე­ბის ჩა­მოშ­ლა, რო­მელ­საც ახ­ლავს ჰა­ე­რის დარ­ტყმი­თი ტალ­ღის გავ­რცე­ლე­ბა), რა­მაც კა­პი­ტა­ლურ გვი­რა­ბებ­ში მყო­ფი ექ­ვსი თა­ნამ­შრომ­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ხოლო სამი ადა­მი­ა­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლია ქუ­თა­ი­სი­სა და ტყი­ბუ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­დაც­ვლილ­თა ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია მოკ­ვლე­ვა.

”ად­გილ­ზე უკვე მუ­შა­ო­ბენ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ტექ­ნი­კუ­რი და სამ­შე­ნებ­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იმე­რე­თის გუ­ბერ­ნი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ჯგუ­ფე­ბი.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.”, -ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა

დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იტყობინებიან.

მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულია - 3.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული, წინასწარი ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა,“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

”ადგილზე უკვე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები