მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეკონომიკის "გამქრალი" დარგები
საქართველოს ეკონომიკის "გამქრალი" დარგები

სულ რა­ღაც 30 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო ერ­თი­ა­ნი საბ­ჭო­თა სივ­რცის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო, მისი ეკო­ნო­მი­კაც საბ­ჭო­თა ეკო­ნო­მი­კა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვას არა­ერ­თი დარ­გის და­სუს­ტე­ბა და „გაქ­რო­ბა“ მოჰ­ყვა.

ასეთ დარ­გებ­ზე ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რი - ირაკ­ლი მა­კა­ლა­თია გვე­სა­უბ­რე­ბა:

მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში აბ­რე­შუმს ოდით­გან­ვე აწარ­მო­ებ­დნენ, რად­გან ეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის უძ­ვე­ლე­სი დარ­გია. აბ­რე­შუ­მის პარ­კის წარ­მო­ე­ბა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ საქ­მედ იყო მიჩ­ნე­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა თუ­თის და­ა­ვა­დე­ბამ 15 მი­ლი­ონ­ზე მეტი ჯი­ში­ა­ნი მცე­ნა­რე გა­ა­ნად­გუ­რა. ამან, და სხვა სუ­ბი­ექ­ტურ­მა თუ ობი­ექ­ტურ­მა ფაქ­ტო­რებ­მა, ერთ დროს აყ­ვა­ვე­ბუ­ლი დარ­გის დეგ­რა­დი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხელ­საყ­რე­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი აბ­რე­შუ­მის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს ქმნის, ამი­ტომ, დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­აბ­რე­შუ­მე­ო­ბის აღ­დგე­ნის იმედს დღემ­დე არ კარ­გა­ვენ.

მე­ჩა­ი­ე­ო­ბა

ჩაის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი დარ­გი იყო. ის გან­სა­კუთ­რე­ბით იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ დარ­გში მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. მემ­ცე­ნა­რე­ო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის 49.3% და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მთლი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის 10%, სწო­რედ ჩა­ი­ზე მო­დი­ო­და. მისი მო­ცუ­ლო­ბა მრეწ­ვე­ლო­ბის ხვედ­რით წილ­ში 10%-ს აღე­მა­ტე­ბო­და. დღეს ეს დარ­გი მი­ზე­რულ შე­მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა და მისი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ბა­მი­სად არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბა

მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბა ჩვენ­ში ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე დარ­გი იყო, მაგ­რამ ის მთლი­ა­ნად იყო მორ­გე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­წარ­მოო მო­თხოვ­ნებს. ამ დარ­გის ხსე­ნე­ბი­სას პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას ქუ­თა­ი­სის სა­ა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ქარ­ხა­ნა აგონ­დე­ბა, რო­მე­ლიც სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებს აწარ­მო­ებ­და. ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხა­რის­ხის კრი­ტი­კა მისი წარ­მო­ე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო, თუმ­ცა, სა­წარ­მო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი ისე­ვე, რო­გორც თბი­ლი­სის ელ­მა­ვალმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა­ში, რო­მე­ლიც მუდ­მივ ძაბ­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე ელ­მავ­ლებს უშ­ვებ­და. ეს კომ­პა­ნია მეტ-ნაკ­ლე­ბად დღე­საც მუ­შა­ობს, მა­გა­ლი­თად: 2008 წელს შპს „ბე­ლო­ნის“ დაკ­ვე­თით სს „ელ­მა­ვალმშე­ნე­ბელ­მა“ და­აპ­რო­ექ­ტა და გა­მო­უშ­ვა ახა­ლი ოთხღერ­ძი­ა­ნი ელ­მა­ვა­ლი 4E10I. ასე­ვე, უკ­რა­ი­ნის რკი­ნიგ­ზის შეკ­ვე­თით და­ი­წყო ახა­ლი ВЛ11М/6 ელ­მავ­ლე­ბის გა­მოშ­ვე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა არ ვახ­სე­ნოთ ფო­თის გემთმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც წყალ­ქვე­შა ფრთი­ან კა­ტე­რებს აწარ­მო­ებ­და, ასე­ვე ცნო­ბი­ლი სა­წარ­მო იყო კი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ჩარ­ხმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხა­ნაც.

მე­ტა­ლურ­გია

ეს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი დარ­გი იყო. მე­ტა­ლურ­გი­ულ სა­წარ­მო­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ფო­ლადს, თუჯს, უნა­კე­რო მი­ლებს, ალუ­მინს, რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებს და სხვა მა­სა­ლებს ამ­ზა­დებ­და. რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა დღე­საც გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ობს, მაგ­რამ არა იმ მას­შტა­ბე­ბით, რო­მე­ლიც ამ სა­წარ­მოს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

საქართველოს ეკონომიკის "გამქრალი" დარგები

საქართველოს ეკონომიკის "გამქრალი" დარგები

სულ რაღაც 30 წლის წინ საქართველო ერთიანი საბჭოთა სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო, მისი ეკონომიკაც საბჭოთა ეკონომიკაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ, საბჭოთა კავშირის დანგრევას არაერთი დარგის დასუსტება და „გაქრობა“ მოჰყვა.

ასეთ დარგებზე ეკონომიკის დოქტორი - ირაკლი მაკალათია გვესაუბრება:

მეაბრეშუმეობა

საქართველოში აბრეშუმს ოდითგანვე აწარმოებდნენ, რადგან ეს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია. აბრეშუმის პარკის წარმოება და გადამუშავება ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ წარმატებულ საქმედ იყო მიჩნეული. სამწუხაროდ, ჩვენში გავრცელებულმა თუთის დაავადებამ 15 მილიონზე მეტი ჯიშიანი მცენარე გაანადგურა. ამან, და სხვა სუბიექტურმა თუ ობიექტურმა ფაქტორებმა, ერთ დროს აყვავებული დარგის დეგრადირება გამოიწვია. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები აბრეშუმის წარმოებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის, ამიტომ, დარგის წარმომადგენლები მეაბრეშუმეობის აღდგენის იმედს დღემდე არ კარგავენ.

მეჩაიეობა

ჩაის წარმოება საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო. ის განსაკუთრებით იყო განვითარებული დასავლეთ საქართველოში. ამ დარგში მილიონამდე ადამიანი იყო დასაქმებული. მემცენარეობიდან მიღებული შემოსავლის 49.3% და სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 10%, სწორედ ჩაიზე მოდიოდა. მისი მოცულობა მრეწველობის ხვედრით წილში 10%-ს აღემატებოდა. დღეს ეს დარგი მიზერულ შემოსავალს იძლევა და მისი პოტენციალის შესაბამისად არ არის განვითარებული.

მანქანათმშენებლობა

მანქანათმშენებლობა ჩვენში ერთ-ერთი მოწინავე დარგი იყო, მაგრამ ის მთლიანად იყო მორგებული საბჭოთა კავშირის საწარმოო მოთხოვნებს. ამ დარგის ხსენებისას პირველ რიგში, ყველას ქუთაისის სააავტომობილო ქარხანა აგონდება, რომელიც სატვირთო ავტომობილებს აწარმოებდა. ამ ავტომობილების ხარისხის კრიტიკა მისი წარმოებისთანავე დაიწყო, თუმცა, საწარმოში ძალიან ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული ისევე, როგორც თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანაში, რომელიც მუდმივ ძაბვაზე მომუშავე ელმავლებს უშვებდა. ეს კომპანია მეტ-ნაკლებად დღესაც მუშაობს, მაგალითად: 2008 წელს შპს „ბელონის“ დაკვეთით სს „ელმავალმშენებელმა“ დააპროექტა და გამოუშვა ახალი ოთხღერძიანი ელმავალი 4E10I. ასევე, უკრაინის რკინიგზის შეკვეთით დაიწყო ახალი ВЛ11М/6 ელმავლების გამოშვება. არ შეიძლება არ ვახსენოთ ფოთის გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც წყალქვეშა ფრთიან კატერებს აწარმოებდა, ასევე ცნობილი საწარმო იყო კიროვის სახელობის თბილისის ჩარხმშენებელი ქარხანაც.

მეტალურგია

ეს საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი წარმატებული დარგი იყო. მეტალურგიულ საწარმოებს შორის ყველაზე მსხვილი და გამორჩეული რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გახლდათ, რომელიც ფოლადს, თუჯს, უნაკერო მილებს, ალუმინს, რკინის კონსტრუქციებს და სხვა მასალებს ამზადებდა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დღესაც განაგრძობს მუშაობს, მაგრამ არა იმ მასშტაბებით, რომელიც ამ საწარმოს საბჭოთა პერიოდში ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა